საიჯარო ურთიერთობა წყდება ხელშეკრულების ვადის გასვლით. სამ წელზე მეტი ვადით დადებული ხელშეკრულება შეიძლება გაგრძელდეს განუსაზღვრელი ვადით, თუ ერთი მხარის წინადადებაზე – გაგრძელდეს საიჯარო ურთიერთობა – მეორე მხარე უარს არ იტყვის სამი თვის განმავლობაში. წინადადება და მასზე უარი უნდა გაფორმდეს წერილობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი
Article 605. საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტა ვადის გასვლის გამო
Consolidation №140 Verified against the current consolidation · 25 Jun 2026
