1.საშუამავლო ხელშეკრულება შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს რაიმე ვადის დაუცველად, თუკი ხელშეკრულების ვადა არ იყო განსაზღვრული.
2.ექსკლუზიური დავალება შეიძლება მოიშალოს მხოლოდ მნიშვნელოვანი საფუძვლით. ექვსი თვის გასვლის შემდეგ იგი შეიძლება ნებისმიერ დროს მოიშალოს.
3.ხელშეკრულების მოშლის უფლება შეიძლება დაუშვებლად იქნეს მიჩნეული მაშინაც, როცა გასულია ექვს თვეზე მეტი დრო, მაგრამ ამას მოითხოვს შუამავლობით დასადები ხელშეკრულების სახისა და საგნის თავისებურებანი.
