საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2797-სსმ I, №9, 31.03.2006წ; მუხ.69 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Article 12. (ამოღებულია)
Compare versions
1. სახელობო მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება და განსაზღვრული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. სახელობო მომზადება შეიძლება მხოლოდ დაწყებითი ზოგადი განათლების მიღების შემთხვევაში. პირს, რომელსაც მიღებული არა აქვს საბაზო განათლება, 18 წლის ასაკამდე უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ მიიღოს სახელობო მომზადება. 2. დაწყებითი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია კვალიფიციური შრომის უნარ-ჩვევების გამომუშავება, პროფესიული ცოდნის მიღება და კვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობის დაუფლება. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო ზოგადი განათლება. დაწყებითი პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. პირს, რომელსაც მიღებული აქვს საბაზო განათლება, 18 წლის ასაკამდე უფლება აქვს სახელმწიფოს ხარჯზე ერთხელ დაეუფლოს კვალიფიციური სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ხელობას. 3. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია საშუალო რგოლის სპეციალისტების მომზადება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. საშუალო პროფესიული განათლების მიღება შეიძლება საშუალო ზოგადი განათლების მიღებასთან ერთად ან უამისოდ. საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტი მოიცავს საშუალო ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის სტანდარტს. 4. უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია შესაბამისი პროფესიის უმაღლესი კვალიფიკაციის სპეციალისტების, სამეცნიერო და პედაგოგიური კადრების მომზადება და გადამზადება. უმაღლესი განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საშუალო ზოგადი განათლება. 5. პროფესიული განათლების უმაღლესისშემდგომი საფეხურები იქმნება მხოლოდ უმაღლეს სასწავლებლებთან და სამეცნიერო დაწესებულებებთან, აგრეთვე სათანადო სამედიცინო კადრებითა და მატერიალური ბაზით აღჭურვილ კლინიკებთან. 6. პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამები ხორციელდება სახელმწიფო სტანდარტით დადგენილი სახისა და საფეხურის შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2797-სსმ I, №9, 31.03.2006წ; მუხ.69
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
