საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4531-სსმ I, №15, 23.04.2007წ; მუხ.120
Article 37. (ამოღებულია)
Compare versions
საქართველოს 20071. წლისსაგანმანათლებლო 28დაწესებულებას მარტისუფლება კანონიაქვს №4531-სსმსაკუთარი I,წესდებით №15,განსაზღვრული 23.04.2007წ;პირობების მუხ.120შესაბამისად ეწეოდეს ფასიან საგანმანათლებლო მომსახურებას (მათ შორის, საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებას და დამატებით საგანმანათლებლო მომსახურებას). სახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის საფასური არ უნდა აღემატებოდეს ერთი მოსწავლის (სტუდენტის) სწავლებისთვის ამ კანონის 34-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად დადგენილი თანხის ოდენობას. სხვა შემთხვევაში სწავლის საფასური განისაზღვრება საგანამანათლებლო დაწესებულებასა და მოსწავლის მშობელს (სტუდენტს) შორის დადებული ხელშეკრულებით. 2. არასახელმწიფო საგანმანათლებლო დაწესებულებას ფუნქციონირების დასაწყებად აუცილებელია ჰქონდეს საწესდებო ფონდი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელებისათვის საჭირო რესურსების 20 პროცენტის მოცულობით მაინც. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია კანონმდებლობითა და თავისი წესდებით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით: ა) იჯარით გასცეს როგორც საკუთარი, ისე მფლობელობისა და სარგებლობის უფლებით მისთვის გადაცემული ის ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ტექნიკურ-ეკონომიკურ ნორმატივებს; ბ) დააფუძნოს საწარმო, შეიძინოს და განკარგოს აქციები და სხვა ფასიანი ქაღალდები. 4. თავისი საქმიანობის სტაბილურობის უზრუნველყსაყოფად საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება არა აქვს საბიუჯეტო დაფინანსება გამოიყენოს ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული მიზნით.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
