საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი
Article 212. ვადების გამოთვლის წესი
1. ამ კოდექსით დადგენილი ვადები გამოითვლება საათებით, დღე-ღამეებით, თვეებით. ვადების გამოთვლისას მხედველობაში არ მიიღება ის დღე-ღამე და ის საათი, რომლებითაც იწყება ვადის დინება, გარდა დაკავებისა და დაპატიმრებისა, რომელთა ხანგრძლივობაც გამოითვლება წუთებით.
2. ვადის დამთავრების დროში შედის არასამუშაო დროც, მათ შორის, დასვენებისა და სადღესასწაულო დღეები.
3. დღე-ღამეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო დღე-ღამის 24 საათზე. თვეებით გამოთვლილი ვადა იწურება ბოლო თვის შესაბამის რიცხვში, ხოლო თუ ბოლო თვეს არა აქვს შესაბამისი რიცხვი, – ამ თვის ბოლო დღე-ღამეს. საქართველოს 2005 წლის 16 დეკემბრის კანონი №2265 - სსმ I, №55, 27.12.2005წ., მუხ.368
