1.საქართველოს კონსტიტუციის მე-10 მუხლის თანახმად, საქართველოს დედაქალაქი არის თბილისი.
2.დედაქალაქის სტატუსი, ამ კანონის მიხედვით, გულისხმობს თბილისის განსაკუთრებულ სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც საერთო-სახელმწიფოებრივი და ადგილობრივი ინტერესების დაცვის მიზნით უზრუნველყოფს ქალაქ თბილისის მართვას თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით.
