1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ეფექტიანი შეგროვების მომსახურების მიწოდება, რომელიც მისაღებია ნარჩენების წარმომქმნელებისთვის და მოახდენს დანაგვიანების პრევენციას ნარჩენების კონტეინერების განთავსების ადგილებში.
2.შეგროვების მომსახურება უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ისე, რომ შეეძლოს ეფექტიანი და საიმედო ფუნქციონირება მუნიციპალური მომსახურების არეალისთვის დამახასიათებელ ნებისმიერ პირობებში (მოსახლეობის განაწილება, რელიეფი, მეტეოროლოგიური პირობები და სხვ.).
3.შესაძლებლობის ფარგლებში მუნიციპალიტეტის ნარჩენების შეგროვების სისტემაში გამოყენებული ტექნიკა და აღჭურვილობა უნდა იყოს სტანდარტიზებული და შეესაბამებოდეს შეგროვების ადგილების გეოგრაფიულ მახასიათებლებს.
4.მუნიციპალიტეტში ნარჩენების შეგროვების სისტემის ეფექტიანობის შენარჩუნებისა და განვითარებისათვის, მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა შეიმუშაონ ექსპლუატაციის პროგრამა შეგროვების ტექნიკისა და აღჭურვილობის რემონტისა და ჩანაცვლების საჭიროების განსაზღვრისათვის და უზრუნველყონ შესრულების მონიტორინგი.
1.ნარჩენების მართვის კოდექსის მე–16 მუხლის, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმის შესაბამისად, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფს მუნიციპალური ნარჩენების აღდგენადი და რეციკლირებადი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების დამოუკიდებელი სისტემის ეტაპობრივ შემოღებასა და ოპერირებას.
2.მუნიციპალური ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობის ან გაუმჯობესების მიზნით, სეპარირებულად შეგროვებული ნარჩენების კომპონენტები არ უნდა შეერიოს სხვა ნარჩენებს ან განსხვავებული მახასიათებლების მქონე მასალებს, ჯვარედინი დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით.
3.მუნიციპალიტეტმა უნდა გაატაროს ღონისძიებები, რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების რეციკლირება და ამ მიზნით დანერგოს შერჩეული ნარჩენების კომპონენტების სეპარირებული შეგროვების სისტემა, რომელიც: ა) გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და ტექნიკური, თვალსაზრისით განხორციელებადია; ბ) აკმაყოფილებს სეპარირებულად შეგროვებული მასალების შესაბამისი ბაზრებისთვის საჭირო ხარისხის სტანდარტებს.
4.ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაში, ნარჩენების მართვის ეროვნულ სამოქმედო გეგმასა და მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმების შესაბამისად, სეპარირებული შეგროვება უნდა განხორციელდეს ქაღალდის, მეტალის, პლასტიკის, მინისა და სხვა ნარჩენებისათვის.
ეს ტექნიკური რეგლამენტი ვრცელდება მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ყველა პროცესზე.
1.ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ქვემოთ მოცემულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) შეგროვების სისტემა – ნარჩენების შეგროვების სისტემის სხვადასხვა მახასიათებლები, მათ შორის კონტეინერების ტიპი და განლაგება, ნარჩენების შემგროვებელი ავტომანქანების ტიპი და მარშრუტები, შემგროვებელი ტექნიკის შეკეთება და პრევენციის ღონისძიებები, ასევე შეგროვების სისტემასთან დაკავშირებული მონაცემების აღრიცხვა; ბ) საერთო სარგებლობის კონტეინერები – მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისთვის განკუთვნილი კონტეინერები, რომლებიც განლაგებულია ქუჩებში მოსახლეობის საერთო სარგებლობისათვის ან/და რამოდენიმე ოჯახის საერთო სარგებლობისთვის; გ) საექსპლუატაციო პერიოდი – დროის მონაკვეთი, რომლის განმავლობაშიც სატრანსპორტო საშუალება განიცდის ცვეთას; დ) იზოლირებული დასახლება – დასახლება, საიდანაც უახლოესი ქალაქის კატეგორიის დასახლება, რომლის მოსახლეობის სიმჭიდროვე სულ მცირე 1 კვადრატულ კმ-ზე 250 მოსახლეს შეადგენს, სულ მცირე 50 კმ–ით დაშორებულია ან რომლიდანაც საგზაო მიმოსვლა ქალაქის კატეგორიის დასახლებამდე წელიწადის უმეტეს დროს გართულებულია რელიეფისა ან/და მეტეოროლოგიური პირობების გამო; ე) ნაგავსაყრელის ოპერატორი - ნაგავსაყრელის მართვაზე პასუხისმგებელი ფიზიკური ან იურიდიული პირი. ნაგავსაყრელის სასიცოცხლო ციკლის ცალკეულ ეტაპებზე - მისი მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და დახურვის შემდგომი მოვლის ეტაპებზე ნაგავსაყრელის ოპერატორი შეიძლება იყოს სხვადასხვა პირი; ვ) ნარჩენების დამუშავების ხარისხი - მდგომარეობა, როდესაც გარკვეული სასარგებლო მიზნით ნარჩენების დამუშავების შედეგად შეიცვლება ნარჩენების ფიზიკური, ქიმიური და ბიოდეგრადაციის მახასიათებლები; ზ) შეგროვების პუნქტი – ადგილი, სადაც ნარჩენების წარმომქმნელის მიერ განთავსდება ნარჩენები შემგროვებელის მიერ მისი გატანის მიზნით; თ) მომსახურების დაფარვის ზონა - ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდების ზონის გეოგრაფიული არეალი, ასევე ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიმღები მოსახლეობის ნაწილი (გამოსახული მთლიანი მოსახლეობის პროცენტული წილიდან); ი) ქუჩის დასუფთავების ნარჩენები - ქუჩისა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილების დაგვისა და დასუფთავების, ასევე მუნიციპალიტეტის საწრეტი არხების დასუფთავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები; კ) ნარჩენების შემგროვებელი – პირი, რომელიც პასუხისმგებელია ნარჩენების შეგროვებაზე, მათ შორის წინასწარ დახარისხებასა და წინასწარ შენახვაზე ნარჩენების გადამტვირთავ სადგურამდე ან დამუშავების ობიექტამდე ტრანსპორტირების მიზნით; ლ) სამინისტრო - საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო.
2.ამ ტექნიკური რეგლამენტის მიზნებისათვის ასევე გამოიყენება ნარჩენების მართვის კოდექსის მე-3 მუხლში მოცემული ტერმინები.
1.მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შეგროვებასა და დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა საქმიანობა უნდა განახორციელოს ნარჩენების მართვის კოდექსის მე–5 მუხლში მოცემული ნარჩენების მართვის პრინციპების დაცვით.
2.მუნიციპალიტეტმა უნდა განახორციელოს მუნიციპალური ნარჩენების მართვა ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე უარყოფითი ზემოქმედების გარეშე.
1.ნარჩენების მართვის კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილის, მე-6 მუხლის მე-8 ნაწილისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის თანახმად, მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და ამ მიზნით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის დანერგვა და გამართული ფუნქციონირება; ბ) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შეგროვებული მუნიციპალური ნარჩენების ტრანსპორტირება დამუშავებისა და განთავსების ობიექტებზე, სადაც ნებადართულია ამგვარი ნარჩენების მიღება; გ) მუნიციპალური ნარჩენების დამუშავების ხელშეწყობა; დ) მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების სისტემის ეტაპობრივი დანერგვა და გამართული ფუნქციონირება.
2.ნარჩენების მართვის კოდექსის მე–13 მუხლის შესაბამისად, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს მუნიციპალური ნარჩენების მართვის ხუთწლიანი გეგმა. მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმით უნდა განისაზღვროს მუნიციპალიტეტის მიერ კანონმდებლობით განსაზღვრული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და დამუშავების ღონისძიებები.
3.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება და დამუშავება უნდა მოხდეს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ით და დანართი 2-ით განსაზღვრული კრიტერიუმებისა და მეთოდოლოგიის შესაბამისად.
4.მუნიციპალიტეტები უფლებამოსილი არიან ჩამოაყალიბონ და მართონ მუნიციპალური ნარჩენების მართვის ერთობლივი სისტემა.
5.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმები უნდა შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიას, ეროვნულ სამოქმედო გეგმას და ცალკეული სახეობების ნარჩენების მართვის გეგმებს (არსებობის შემთხვევაში).
6.მუნიციპალური ნარჩენების გრძელვადიანი დაგეგმვა ისე უნდა განხორციელდეს, რომ მიღწეულ იქნეს წარმოქმნილი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივი პროცენტული მაჩვენებლების მიღწევა, ასევე მოსახლეობის სრული დაფარვა მომსახურებით, ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიის შესაბამისად.
7.მუნიციპალიტეტმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს საზოგადოების განათლებისა და ცნობიერების ამაღლების პროგრამა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს ნარჩენების წარმომქნელებს შორის თანამშრომლობას, შეგროვების სისტემების ეფექტიან გამოყენებასთან დაკავშირებით.
1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდებაზე უშუალოდ პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი. მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია დაიქირაოს სხვა პირი ნარჩენების შეგროვების მომსახურების განხორციელების მიზნით, როგორც ეს განსაზღვრულია ნარჩენების მართვის კოდექსით და ამ ტექნიკური რეგლამენტით.
2.მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ პირთან დადებული ხელშეკრულების პირობები, რითაც უზრუნველყოფილი იქნება მომსახურების ხარისხიანი მიწოდება.
3.მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის შექმნა მუნიციპალური ნარჩენების ყველა ისეთი წარმომქმნელისთვის, რომელთაც საკუთარი შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემა არ აქვთ.
4.მუნიციპალური ნარჩენების მართვის გეგმის შემუშავებისას, მუნიციპალიტეტი განსაზღვრავს, თუ რა საშუალებებით ახორციელებს თავიანთი ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მომსახურების უზრუნველყოფას ნარჩენების მართვის კოდექსითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული წესით.
1.პირებს, რომლებიც ახორციელებენ მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებას ან/და დამუშავებას, უნდა ჰქონდეთ შესაბამისი ნებართვა ან საქმიანობის რეგისტრაცია „ნარჩენების შეგროვების, ტრანსპორტირების, წინასწარი დამუშავებისა და დროებითი შენახვის რეგისტრაციის წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების მოთხოვნების შესაბამისად.
2.ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკისრებათ ნარჩენების აღრიცხვისა და სამინისტროს წინაშე შესაბამისი ანგარიშგების ვალდებულება „ნარჩენების აღრიცხვის წარმოების, ანგარიშგების განხორციელების ფორმისა და შინაარსის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №422 დადგენილების შესაბამისად.
ნარჩენების შეგროვების მომსახურების მიწოდებისას მუნიციპალიტეტი და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებელი უფლებამოსილია შეგროვების დამკვიდრებულ მეთოდთან (საერთო სარგებლობის კონტეინერებით შეგროვება) ერთად, გამოიყენოს ნარჩენების შეგროვების ალტერნატიული მიდგომები ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილ იქნეს გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვა.
1.მუნიციპალური ნარჩენების ეფექტიანი შეგროვების სისტემის დაგეგმვისა და განხორციელების დროს მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა გაითვალისწინონ: ა) შესაგროვებელი ნარჩენების მახასიათებლები და ნარჩენების შეგროვების სისტემის დაფარვის ზონა; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შესაგროვებლად ისეთი ტექნიკის შერჩევა, რომელიც ეფექტიანია და შეესაბამება მუნიციპალიტეტის ადგილობრივ გეოგრაფიულ და სოციალურ–ეკონომიკურ პირობებს, სადაც ხდება მომსახურების მიწოდება; გ) მომსახურების ფარგლებში სხვადასხვა ქალაქის, სოფლის და დაბის კატეგორიის დასახლების რელიეფის თავისებურებები, რამაც შესაძლოა გარკვეული გავლენა მოახდინოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების მეთოდებზე მუნიციპალიტეტის სხვადასხვა არეალში.
2.ამ ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს: ა) ფინანსური რესურსების გათვალისწინებით მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი მომსახურების მიწოდება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში; ბ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის გაუმჯობესება და გაფართოება არსებული გამოცდილების გათვალისწინებით; გ) ნარჩენების შეგროვების ეფექტიანი სისტემის დანერგვა, მომსახურების განხორციელების ხარჯსარგებლიანობის თანამედროვე პრაქტიკის საფუძველზე; დ) მუნიციპალური ნარჩენების ისეთი შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების გამოყენება, რომელიც უზრუნველყოფს ეკონომიურ, ხარისხიან და სტაბილურ მომსახურებას; ე) მოსახლეობასა და ორგანიზაციებთან თანამშრომლობა, რომლებსაც იგი ემსახურება, რაც ასევე გამოიხატება მათ მონაწილეობაში სეპარირების სისტემის დანერგვაში და საერთო სარგებლობის კონტეინერების გამოყენებაში; ვ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის განვითარების მიზნით, არსებული სისტემის ოპერირებისას საკმარისი ინფორმაციის მიღება ოპერირებისა და ტექნიკური მომსახურების შესახებ, რითაც დგინდება მისი გრძელვადიანი ეფექტიანობა და მდგრადი ინვესტირების დაგეგმვის საჭიროება, მათ შორის ტექნიკის დროული ჩანაცვლება; ზ) მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაციის მოგროვება, სამინისტროს ან სხვა დაინტერესებულ ადმინისტრაციულ ორგანოში წარსადგენად; თ) პერიოდული საჭირო ინვესტირება ტექნიკაში (შემგროვებელი ავტომანქანა და კონტეინერი), რათა უზრუნველყოფილ იქნეს ნარჩენების შეგროვების სისტემის სასურველ და ეფექტიან დონეზე შენარჩუნება და განვითარება; ი) მდგრადი ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის უწყვეტი და ეფექტიანი ფუნქციონირების მიზნით.
3.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის დაგეგმვისა და შემუშავებისას, მუნიციპალიტეტმა უნდა განსაზღვროს და მოახდინოს პრობლემების იდენტიფიცირება, რომლებიც აფერხებს სათანადო შეგროვებისა და ტრანსპორტირების მომსახურების გაწევას, მათ შორის უნდა გაითვალისწინოს შემდეგი საკითხები: ა) რესურსების არასაკმარისი მობილიზება; ბ) იმპორტირებულ ტექნიკაზე დამოკიდებულება; გ) დაფინანსების არასათანადო და არასაკმარისი წყაროები; დ) არასათანადო ტექნოლოგიების გამოყენება; ე) მენეჯერული და ტექნიკური უნარების ნაკლებობა; ვ) არათანაბრად განაწილებული მომსახურება.
მომსახურების ოპტიმიზაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა უნდა მოიპოვოს და გამოიყენოს შემდეგი ინფორმაცია: ა) მოსახლეობის რაოდენობა და მომსახურების არეალში ერთ სულ მოსახლეზე წარმოქმნილი ნარჩენების საშუალო წონა, ყოველდღიურად შესაგროვებელი ნარჩენების მთლიანი მიახლოებითი რაოდენობის დასადგენად; ბ) ნარჩენების მოსალოდნელი სიმკვრივე შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის შემდეგ; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა, რაც გავლენას ახდენს ნარჩენების გატანის სიხშირეზე; დ) ინერტული მასალების შემადგენლობა ნარჩენებში (ქვიშა, თიხა და ა.შ.); ე) მუნიციპალურ ნარჩენების სხვა ფრაქციების შემადგენლობა (ქაღალდი, პლასტიკი, მინა და სხვ.) ვ) სახიფათო მუნიციპალური ნარჩენების რაოდენობა (ბატარეები, ელექტრო და ელექტრონული ნარჩენები და სხვ.)
1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემის დაგეგმვის დროს მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების ტექნიკური პარამეტრები, მათ შორის კონტეინერების შემგროვებელ ავტომანქანებში დაცლისათვის საჭირო დროის შემცირება, შეგროვების პროცესის ეფექტიანობის უზრუნველსყოფად.
2.ოპტიმალური ეფექტიანობის მისაღწევად, მუნიციპალიტეტმა, შესაძლებლობის ფარგლებში, უნდა მოახდინოს იმ ტექნიკის, მათ შორის შემგროვებელი ავტომანქანებისა და კონტეინერების, სტანდარტიზაცია, რომელსაც იყენებს მომსახურებისას.
3.სათადარიგო ნაწილების ადგილობრივი მომწოდებლებისგან შეძენის შესაძლებლობის გაზრდის მიზნით, შესაძლებლობის ფარგლებში, მუნიციპალიტეტმა უნდა შეიძინოს შემგროვებელი ავტომანქანა, რომელიც ეფექტურია ამ მუნიციპალიტეტის ადგილობრივი პირობებისთვის.
4.შესაძლებლობის ფარგლებში, სათანადო სტანდარტის შეგროვების კონტეინერები შესყიდულ უნდა იქნეს ადგილობრივი მომწოდებლისგან ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართ 1–ის შესაბამისად, რაც გაზრდის მათ ხელმისაწვდომობას ადგილზე და შეამცირებს ჩანაცვლების ხარჯებს.
5.მუნიციპალიტეტმა და მომსახურების მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვება დანაგვიანების გარეშე.
6.შემდგომი რეციკლირების მიზნით, შერეული მუნიციპალური ნარჩენების კომბინირებული, გადამუშავებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული ნარჩენების შეგროვებისას, მუნიციპალიტეტმა უნდა გამოიყენოს ამ ტექნიკური რეგლამენტის მე-14 და მე-15 მუხლით დადგენილი სტანდარტები.
1.ნარჩენების წარმომქმნელისთვის ეფექტიანი მომსახურების უზრუნველსაყოფად საჭიროა საკმარისი რაოდენობის, სათანადო დიზაინის მქონე და გამძლე კონტეინერები.
2.მუნიციპალიტეტმა კონტეინერებისადმი მოთხოვნები უნდა განსაზღვროს შემდეგი კრიტერიუმების გათვალისწინებით: ა) წარმოქმნილი ნარჩენების მოცულობა - საცხოვრებელი სახლებიდან და ორგანიზაციებიდან, რომლებიც ისარგებლებენ საერთო სარგებლობის კონტეინერით; ბ) მოსახლეობის მიახლოებითი რაოდენობა, რომლებიც ისარგებლებენ ინდივიდუალური კონტეინერებით; გ) კონტეინერში განსათავსებელი ნარჩენების სახეობა და რაოდენობა; დ) კონტეინერების დაცლებს შორის ყველაზე გრძელი ინტერვალი; ე) წარმოქმნილ და კონტეინერებში განთავსებულ ნარჩენებში მოსალოდნელი სეზონური და შემთხვევითი რაოდენობრივი და თვისობრივი ცვლილებები; ვ) კონტეინერების განლაგება და მათი დაშორება ნარჩენების წარმომქმნელებისგან, რომელთაც ისინი უნდა მოემსახურონ; ზ)კონტეინერის ზომა და ტევადობა (მათ შორის რამდენიმე კონტეინერის საჭიროება), რომელიც დამოკიდებულია იმაზე, თუ რა ოდენობის მუნიციპალური ნარჩენების განთავსებაა საჭირო კონკრეტულ მონაკვეთზე, ასევე რა შეზღუდვები შეიძლება შექმნას შემგროვებელმა ავტომანქანამ და ჩატვირთვის მექანიზმმა; თ) კონტეინერის ტიპი - მასალა, რომლისგანაც იგი დამზადებულია, შემგროვებელი ჯგუფისთვის ხელით მისი ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანის სიმარტივე, დაგროვილი ნარჩენების შემგროვებელ ავტომანქანაში ჩატვირთვის მეთოდი. მუნიციპალიტეტებმა უნდა გაითვალისწინონ დიდი მოცულობის კონტეინერები, (მაგალითად, საყოფაცხოვრებო ნარჩენებისთვის განკუთვნილი საერთო სარგებლობის კონტეინერები, ბაზრებში, საწარმოებში და სხვადასხვა დაწესებულებებში წარმოქმნილი ნარჩენების კონტეინერები) რაც გავლენას იქონიებს შეგროვების პროცესზე და იმაზე, თუ რა ტიპის შემგროვებელი ავტომანქანები იქნება საჭირო კონტეინერების დასაცლელად; ი) კონტეინერის გამძლეობა, რომელიც უზრუნველყოფს კონტეინერზე ნარჩენების შეგროვების პროცესის თანმხლები ხისტი ზემოქმედების პირობებში ექსპლუატაციის ოპტიმალურ ხანგრძლივობას; კ) დატვირთვის მეთოდი - ნარჩენების წარმომქმნელისთვის და სხვა სუბიექტებისთვის, ნარჩენების კონტეინერში ჩაყრის ეფექტიანი მეთოდი; ლ) ნარჩენების იზოლირების მეთოდი, რაც მოიცავს ადვილად გამოყენებად კონტეინერების ხუფებსა და ხუფის რგოლებს, რომელთა დანიშნულებაცაა ნარჩენების იზოლირება და ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დაშლისას წარმოქმნილი უსიამოვნო სუნის შემცირება.
1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს ისეთ შემგროვებელი ავტომანქანის გამოყენება, რომელიც თავსებადია იმ უბნებთან, სადაც ხდება ნარჩენების შეგროვება. რისთვისაც შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვადასხვა დიზაინის შემგროვებელი ავტომანქანა უბნების სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორიცაა ვიწრო ან ინტენსიური მოძრაობის მქონე ქუჩები.
2.შემგროვებელი ავტომანქანების შერჩევისას მუნიციპალიტეტმა უნდა გაითვალისწინოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1–ში განსაზღვრული შემდეგი კრიტერიუმები: ა) ნარჩენების შეგროვების მომსახურების არეალის გეოგრაფიული მახასიათებლები; ბ) ნარჩენების სიმკვრივე; გ) ნარჩენების კომპონენტები; დ) ტრანსპორტირების მანძილი და გზის მდგომარეობა/საგზაო მოძრაობის პირობები; ე) ავტომანქანებზე ნარჩენების ჩატვირთვის სიმაღლე და მექანიზმები; ვ) ავტომანქანის ტიპი; ზ) მზა ნაწილები ადგილზე და შენახვისა და რემონტის ხელმისაწვდომობა; თ) გარდამავალი ფაქტორები.
1.მუნიციპალიტეტმა და შეგროვების მომსახურების მომწოდებლებმა უნდა გამოიყენოს მკაფიოდ განსაზღვრული შეკეთების პრევენციის გეგმა ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 1-ის შესაბამისად, რათა უზრუნველყოფილი იქნეს შეგროვების აღჭურვილობის ეფექტიანობა და საექსპლუატაციო პერიოდის გახანგრძლივება.
2.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების მომწოდებლებმა უნდა შეიმუშაოს პროფილაქტიკური ტექნიკური მომსახურების გეგმა, რომელიც უნდა მოიცავდეს პროფილაქტიკურ სამუშაოებსა და აღრიცხვის ისეთ დონეს, რომელიც მომსახურების მომწოდებელს მისცემს შემგროვებელი ავტომანქანების ფუნქციონირების მონიტორინგის საშუალებას.
1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების შეგროვების მომსახურების მომწოდებელმა შეგროვების პროცესში ჩართული პერსონალის რაოდენობა და კვალიფიკაცია უნდა განსაზღვროს გამოყენებული სპეციფიკური ტექნიკის, შეგროვების არეალის, რელიეფის, გატანის სიხშირის და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით.
2.მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს, მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების ეფექტიანი მომსახურებისთვის პერსონალის სწავლება, საკმარისი ტექნიკური და მართვის შესაძლებლობების უზრუნველყოფა.
1.მუნიციპალიტეტმა უნდა უზრუნველყოს მარშრუტის ეფექტიანი და ეკონომიური დაგეგმვა.
2.მუნიციპალიტეტმა ნარჩენების შეგროვების მარშრუტის სქემაზე მუშაობისას უნდა გაითვალისწინოს შემდეგი პარამეტრები: ა) შეგროვების მიზნით ავტომანქანის მიერ გავლილი მანძილის შემცირება და შეგროვებული ნარჩენების მასის ზრდა; ბ) მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში მოძრაობის ინტენსივობა; გ) ნარჩენების უსაფრთხო ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მათ შორის გზებსა და ხიდებზე მოძრავი ავტომანქანების წონის შეზღუდვა.
1.ნარჩენების შეგროვების მომსახურების მომწოდებელმა უნდა შეიმუშავოს და განახორციელოს მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირების სისტემა, შემგროვებელი ავტომანქანის მიერ ნარჩენების შეგროვების ფაქტობრივი დროის ხანგრძლივობის გაზრდისა და ნარჩენების მიმღებ პუნქტებამდე ტრანსპორტირებაზე დახარჯული დროის შემცირების მიზნით.
2.გადამტვირთავი სადგურების საჭიროება განისაზღვრება მუნიციპალიტეტისა და „ნარჩენების მართვის კოდექსით“ განსაზღვრული, უფლებამოსილი ორგანოს შეთანხმებით, ნარჩენების დამუშავების ობიექტების სიახლოვისა და ხარჯების შემცირების გათვალისწინებით.
1.ტრანსპორტირებასა და შეგროვებასთან დაკავშირებული საქმიანობა იმგვარად უნდა იყოს განხორციელებული, რომ ნებისმიერი სახეობის ნარჩენების გადამტვირთავ სადგურებზე, დამუშავების ობიექტებსა და ნაგავსაყრელებზე შეგროვებისა და ტრანსპორტირებისას მოხდეს დანაგვიანების ან სხვა ტიპის გარემოსდაცვითი უარყოფითი ზეგავლენის პრევენცია.
2.მომსახურების მომწოდებელი მუნიციპალური ნარჩენების შეგროვებისა და ტრანსპორტირებისას დაყრილი ნარჩენებისაგან ტერიტორიას დაუყოვნებლივ დაასუფთავებს უშუალოდ და მსგავსი დანაგვიანების განმეორების თავიდან ასაცილებლად, მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და ხარვეზების გამოსწორების მიზნით განახორციელებს შესაბამის ცვლილებებს მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებით.
1.მუნიციპალური ნარჩენების შეგროვების სისტემის ოპტიმიზაციის მიზნით, მუნიციპალიტეტმა ან მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს შეგროვების პროცესის მონიტორინგი და შეაგროვოს ინფორმაცია გაწეული მომსახურების ეფექტიანობის შესაფასებლად.
2.ნარჩენების მართვის კოდექსისა და ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შესაბამისად ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირების მიზნით, მუნიციპალიტეტმა და მომსახურების მომწოდებელმა უნდა განახორციელოს შესრულების შემდეგი პარამეტრების მონიტორინგი: ა) მონაცემები, რომლებიც საშუალებას იძლევა მიმდინარე შედეგების მიღწეულ შედეგებთან შედარებას, მართვის მიდგომაში ან შესაძლებლობების განვითარებაში განხორციელებულ ცვლილებათა ეფექტების შესაფასებლად; ბ) მონაცემები მუნიციპალიტეტის სხვადასხვა უბანში ან სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მიღწეული შედეგების შესადარებლად; გ) მონაცემები სხვადასხვა შემგროვებლის მიერ სხვადასხვა მარშრუტზე მიღწეული შედეგების, მათ შორის მძღოლების შეფასების ან საჭიროებების შესადარებლად; დ) მონაცემები ავტომანქანების პროფილაქტიკური სამუშაოების განრიგის შედგენისა და საწვავის მოხმარების კონტროლისათვის; ე) მონაცემები ავტომანქანის საექსპლუატაციო პერიოდის შესახებ, სამომავლოდ შესყიდვების პროცესში გათვალისწინების მიზნით ; ვ) მონაცემები ნარჩენების სრულ შეგროვებასთან (შეგროვების სიხშირე, თითოეულ ავტომანქანაზე მიმაგრებული ჯგუფის წევრების რაოდენობა, ავტომანქანის ზომა ან ტიპი) დაკავშირებული ხარჯების შეფასებისა და მონიტორინგისათვის; ზ) მონაცემები შეგროვებისა და ტრანსპორტირებისათვის საჭირო დროის შესახებ.
1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა ნარჩენების დამუშავების მომსახურება და ობიექტები იმგვარად უნდა დაგეგმოს და განახორციელოს ოპერირება, რომ შემცირდეს ბუნებრივი რესურსების მოხმარება და დაცული იყოს ნარჩენების მართვის იერარქია, როგორც ეს ნარჩენების მართვის კოდექსის მე–4 მუხლითაა განსაზღვრული.
2.ნარჩენების მართვის იერარქიის გამოყენებისას, მუნიციპალიტეტი უფლებამოსილია მიიღოს საჭირო ზომები და წაახალისოს გარემოსდაცვითი თვალსაზრისით საუკეთესო, გამოყენებადი და ეკონომიური ტექნოლოგია, რომელიც ყველაზე უფრო ეფექტიანია ჯანმრთელობასა და გარემოზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების, შემცირების ან რეციკლირების თვალსაზრისით.
3.ნარჩენების დამუშავების პროცესის განსაზღვრის შესახებ, გადაწყვეტილების მიღებისას მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელონ შემდეგი ფაქტორებით: ა) დამუშავების ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების ხელმისაწვდომობა, რათა უზრუნველყოფილ იქნეს მისი მდგრადი ეფექტიანობა; ბ) გამოვლენილი სანდოობა, რათა უზრუნველყოფილი იყოს დამუშავების ხანგრძლივი ეფექტიანობა; გ) დიზაინის მოქნილობა ნარჩენების მახასიათებლების (კომპოზიციის, სიმკვრივის და ა. შ.) ცვლილებისადმი, რომლებიც შეიძლება მოიცავდეს რეციკლირებადი და აღდგენადი მასალების სეპარირებული შეგროვების ეტაპობრივ შემოღებას; დ) ტექნიკური სიმარტივე, რომელიც ხელს უწყობს ეფექტიანი ოპერაციების მდგრადი შედეგების მიღწევას მინიმალური ტექნიკური ცოდნითა და ხარჯით.
4.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებელმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამუშავების ყველა მეთოდი შეესაბამებოდეს ნარჩენების მართვის კანონმდებლობითა და ამ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრულ მოთხოვნებს.
5.ნარჩენების მართვის იერარქიასთან შესაბამისობის მიღწევის მიზნით მუნიციპალიტეტმა უნდა მიიღოს ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ზომები, რათა წაახალისოს: ა) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების სეპარირებული შეგროვება მათი შემდგომი კომპოსტირებისა და დაშლის მიზნით; ბ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების დამუშავება გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვის მაღალი სტანდარტების დაკმაყოფილებით; გ) ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენებისგან წარმოებული გარემოსდაცვითი თვალსაზრისით უსაფრთხო მასალების გამოყენება.
1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა იხელმძღვანელოს ამ ტექნიკური რეგლამენტის დანართი 2-ის შესაბამისად განსაზღვრული დამუშავების მეთოდებით და კრიტერიუმებით.
2.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ნარჩენების დამუშავების გამოყენებული მეთოდი (ფიზიკური, თერმული, ქიმიური ან ბიოლოგიური პროცესები,) პასუხობდეს შემდეგ მიზნებს: ა) ნარჩენების მოცულობის შემცირება; ბ) ნარჩენების სახიფათოობის შემცირება; გ) ნარჩენების გადაზიდვის გამარტივება; დ) ნარჩენების აღდგენის ხელშეწყობა.
1.მუნიციპალიტეტმა და ნარჩენების დამუშავების მომსახურების სხვა მომწოდებლებმა უნდა უზრუნველყოს, რომ დამუშავების დასაშვები მეთოდები აკმაყოფილებდეს დამუშავების მოთხოვნებს, მათ შორის: ა) გადამუშავებადი და აღდგენადი მასალების სეპარირება და სეპარირებული შეგროვება; ბ) გადამუშავებადი და აღდგენადი მასალების ხელით დახარისხება; გ) კომპოსტირება; დ) მექანიკური დამუშავება; ე) ორგანული ნარჩენების ბიოლოგიური სტაბილიზაცია (მექანიკური დამუშავების შემდეგ); ვ) ნარჩენების აღდგენის შედეგად ენერგიის მიღება; ზ) თერმული დამუშავება; თ) აერობული/ ანაერობული დაშლა.