Article 10. მონიტორინგი და კონტროლი
1. დაწესებულებები, რომლებიც სარგებლობენ სახელმწიფო კრედიტების სახსრებით ან კრედიტების გაცემისას სახელმწიფო გარანტიებით მიღებული სახსრებით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროში ყოველკვარტალურად წარადგენენ სრულ ინფორმაციას სახსრების ხარჯვის და მათი დაბრუნების შესახებ.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს უფლება აქვს კონტროლი გაუწიოს იმ დაწესებულებებს, რომლებიც სარგებლობენ კრედიტებით, კრედიტების გამოყენების ან სახელმწიფო გარანტიების მოქმედების მთელი პერიოდის მანძილზე მათ სრულ დაბრუნებამდე.
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს და ამტკიცებს დებულებას სახელმწიფო ვალის რეესტრის წარმოებისა და სახელმწიფო გარანტიების რეესტრის წარმოების შესახებ. თავი II. სახელმწიფო საშინაო ვალი
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
სახელმწიფო ვალის შესახებ
