1.
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.პირველი ზონის ტერიტორიაზე აკრძალულია: ა) სამუშაოები, რომლებიც უშუალოდ დაკავშირებული არ არის ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან; ბ) საწარმოო და სასოფლო-სამეურნეო ობიექტების მშენებლობა; გ) სამთო და მიწის სამუშაოები; დ) ფიზიკური პირების მუდმივად ან დროებით ცხოვრება; ე) ნაგავსაყრელების მოწყობა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ნარჩენების სხვა ნებისმიერი ფორმით განთავსება, გარდა ნარჩენების შეგროვების კონტეინერებისა.
3.ამ ზონის ტერიტორიაზე დაშვებულია ბუნებრივი სამკურნალო რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული სამთო და მიწის სამუშაოები, ნაგებობების მშენებლობა (კაპტაჟები, საკაპტაჟე ნაგებობები, სატუმბი სადგურები, მილგაყვანილობა, რეზერვუარები, სააბაზანო ნაგებობები, სასმელი წყლის გალერეები და ბიუვეტები, ესტაკადები და სამკურნალო ტალახის მოპოვებისა და გამოყენების სხვა დანადგარები), ნაპირსამაგრი, ეროზია- და მეწყერსაწინააღმდეგო სამუშაოები, აგრეთვე კავშირგაბმულობის საშუალებებისა და საპარკო მოწყობილობების მშენებლობა და შეკეთება.
4.ამ ზონის ტერიტორიაზე იკრძალება საკანალიზაციო სისტემის იმგვარი დაპროექტება და ექსპლუატაცია, რომელიც გამოიწვევს ნიადაგის, წყლისა და ჰაერის დაბინძურებას, უარყოფითად იმოქმედებს ბუნებრივ სამკურნალო რესურსებზე, აგრეთვე კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიულ მდგომარეობაზე. იკრძალება შავი ზღვის სანაპირო ზოლზე განლაგებული კურორტებისა და საკურორტო ადგილების საკანალიზაციო სისტემების სანიტარიული დაცვის პირველი ზონის სანაპირო აკვატორიაში ან/და პლაჟების მიმდებარე ტერიტორიაზე დასრულება. საქართველოს 2006 წლის 29 დეკემბრის კანონი №4223 - სსმ I, №2, 04.01.2007 წ., მუხ.29 საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №3002 – ვებგვერდი, 12.01.2015წ.
The amendments this article has been through
The change specifies that setting up landfills or disposing of waste in any form (except for collection containers) is prohibited within the strict regime zone.
amending act №2672447Addition of a prohibition against the arrangement of landfills and any form of placement of production, household, or other waste (except for garbage containers) in the strict regime zone.
amending act №22642These lawyers work in the legal area related to this article.