საქართველოს 2010 წლის 7 დეკემბრის კანონი №3886 - სსმ I №72, 22.12.2010წ., მუხ.431 თავი II. გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის განხორციელება და მოწესრიგება მუხლი 5. საქართველოს სახელმწიფო ორგანოების, ორგანიზაციებისა და დაწესებულებების კომპეტენცია გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში 1. საქართველოს კონსტიტუციით გეოდეზია და კარტოგრაფია განეკუთვნება მხოლოდ საქართველოს უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა განსაკუთრებულ გამგებლობას.
2.საქართველოს მთავრობის კომპეტენციას განეკუთვნება: ა) გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება; ბ) ქვეყნის ტერიტორიაზე გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის კოორდინირება ერთიანი ტექნიკური პოლიტიკის გატარების მიზნით; გ) საქართველოში გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის სფეროში საერთაშორისო პროგრამებისა და პროექტების კოორდინირება; დ) კოორდინატებისა და სიმაღლეების, გრავიმეტრიული გაზომვების, აგრეთვე სახელმწიფო ტოპოგრაფიული რუკებისა და გეგმების, მასშტაბების რიგითობის ერთიანი სახელმწიფო სისტემის დადგენა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებანი.
