საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი სხვა სახელმწიფოს მოქალაქენი და მოქალაქეობის არმქონე პირნი მოვალენი არიან პატივი სცენ და დაიცვან საქართველოს კანონები, მათ გარანტირებული აქვთ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, მათ შორის იმის უფლება, რომ მიმართონ სასამართლოს და სხვა სახელმწიფო ორგანოებს მათი პირადი, ქონებრივი და სხვა უფლებათა დასაცავად. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ სხვა სახელმწიფოს მოქალაქეებს უფლება აქვთ დახმარებისა და დაცვისათვის მიმართონ თავისი ქვეყნის დიპლომატიურ და საკონსულო წარმომადგენლობებს.
საქართველოს მოქალაქეობის შესახებ
Article 8. სხვა სახელმწიფოს მოქალაქეთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობა
Consolidation №20 Verified against the current consolidation · 30 Apr 2014
