Article 26. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტი
Consolidation №126 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის შემუშავებას კოორდინაციას უწევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტი შემუშავდება ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებთან და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კონსულტაციით.
3. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტს ათანხმებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიურ ორგანოსთან და დასამტკიცებლად წარუდგენს რეგენტთა საბჭოს, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს.
4. რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო განიხილავს წარმოდგენილ ბიუჯეტის პროექტს და ამტკიცებს მას ან შესაბამისი შენიშვნებით უბრუნებს ადმინისტრაციის ხელმძღვანელს.
5. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი დაეთანხმება წარმოდგენილ შენიშვნებს, ბიუჯეტის პროექტს შენიშვნების გათვალისწინებით ამტკიცებს შესაბამისად რეგენტთა საბჭო ან წარმომადგენლობითი საბჭო.
Legal map
Click a node to open
CitationRelated by meaningუმაღლესი განათლების შე…ოკუპირებული ტერიტორიებ…
For information only — not legal advice.
6. თუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელი არ ეთანხმება რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს შენიშვნებს, ადმინისტრაციის ხელმძღვანელს უფლება აქვს, ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვარიანტი სათანადო დასაბუთებით დასამტკიცებლად დაუბრუნოს შესაბამისად რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობით საბჭოს. წარმომადგენლობითი საბჭოსთვის წარდგენილ დასაბუთებას უნდა ერთოდეს აკადემიური საბჭოს წინადადებები.
7. რეგენტთა საბჭოს ან წარმომადგენლობითი საბჭოს მიერ ბიუჯეტის პროექტის განმეორებით დაუმტკიცებლობა იწვევს ადმინისტრაციის ხელმძღვანელის უფლებამოსილების შეწყვეტას. ბიუჯეტის პროექტი დამტკიცდება ახალდანიშნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის წარდგინებით. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. მუხლი 26 1 . საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი 1. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტი შემუშავდება და მტკიცდება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბიუჯეტისგან დამოუკიდებლად.
2. საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. მუხლი 27. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის შემადგენლობაში შეიძლება შევიდეს სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი (კათედრა, სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორატორია, კლინიკა, პროგრამული მიმართულება და სხვა) და დამხმარე (ბიბლიოთეკა და სხვა) სტრუქტურული ერთეულები. 1 1 . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით, რომელსაც ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო. 1 2 . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულს უფლება აქვს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესით: ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაში, აგრეთვე სტუდენტთა მიერ საბაკალავრო და სამაგისტრო ნაშრომების და დისერტაციების შესრულებაში; ბ) სტუდენტები ჩართოს სამეცნიერო საგრანტო პროექტებში, ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებსა და სამეცნიერო-კვლევით ღონისძიებებში.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლობითი ორგანოა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო, რომლის შემადგენლობაში შედიან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის აკადემიური თანამდებობის მქონე ყველა პირი, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე ყველა პირი და სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლები, ან აკადემიური პერსონალის, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის მქონე პირებისა და სტუდენტთა თვითმმართველობის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით არჩეული წარმომადგენლები.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, მაგრამ არ შეიძლება იყოს საბჭოს შემადგენლობის 1/4-ზე ნაკლები. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 28. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს უფლებამოსილება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო: ა) განსაზღვრავს და ადმინისტრაციის ხელმძღვანელს წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის პროექტს; ბ) თავისუფალი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს; გ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; დ) დეკანის წარდგინებით შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს წარმომადგენლობით საბჭოს; ე) შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს; ვ) ირჩევს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ზ) უფლებამოსილია, დეკანის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის, დეკანისათვის დაკისრებული მოვალეობების არასათანადოდ შესრულების ან/და დეკანისათვის შეუფერებელი საქმიანობის განხორციელების საფუძვლით, ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წევრების არანაკლებ 1/3-ის მოთხოვნით განიხილოს დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი. გადაწყვეტილება დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. დეკანი ამ პუნქტით გათვალისწინებულ კენჭისყრებში არ მონაწილეობს. ამ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტის მოქმედების შეჩერებას; თ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს; თ 1 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორს; თ 2 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს; თ 3 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ 4 ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს; ი) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3444 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.266 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 29. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი 1. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანს ირჩევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 4 წლისა. დეკანის თანამდებობაზე ერთი და იგივე პირი შეიძლება აირჩეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. დეკანის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატების რეგისტრაციის დაწყების შესახებ განცხადებას ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო აქვეყნებს კანდიდატების რეგისტრაციის დაწყებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე, საქართველოს კანონმდებლობითა და საკუთარი წესდებით დადგენილი წესით, გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების დაცვით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების (გარდა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებითი და სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირისა − დიპლომატიის აკადემიისა) წესდებით დეკანად შეიძლება აირჩეს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის პროფესორი ან ასოცირებული პროფესორი, ხოლო სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ სამხედრო, საპოლიციო, სახელმწიფო უსაფრთხოების, საზღვაო, სახელოვნებო-შემოქმედებით და სასპორტო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − დიპლომატიის აკადემიაში დეკანის არჩევის წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანი: ა) უზრუნველყოფს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობის ეფექტიანად მიმდინარეობას; ბ) ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განსახილველად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სტრუქტურასა და დებულებას; დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში პასუხისმგებელია წარმომადგენლობითი საბჭოს, აკადემიური საბჭოსა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს გადაწყვეტილებების შესრულებისთვის; ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს; ვ) თავმჯდომარეობს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს სხდომებს; ზ) ამ კანონისა და წესდების შესაბამისად პასუხისმგებელია ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ბიუჯეტის მიზნობრივი გამოყენებისთვის; თ) ახორციელებს ამ კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით მისთვის მინიჭებულ სხვა უფლებამოსილებას.
4. საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აგრეთვე დეკანის ვერარჩევის შემთხვევაში ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო 14 დღის ვადაში, ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს დეკანის მოვალეობის შემსრულებელს არაუმეტეს 6 თვის ვადით. ერთი და იგივე პირი დეკანის მოვალეობის შემსრულებლად შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 16 ივლისის კანონი №3444 - სსმ I, №42, 22.07.2010წ., მუხ.266 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. მუხლი 29 1 . დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა და მართვა 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სტრუქტურა შეიძლება ითვალისწინებდეს ძირითად და დამხმარე სტრუქტურულ ერთეულებს.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მართვის ორგანოებია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო და არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულები, მათი ხელმძღვანელობისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას ამტკიცებს წარმომადგენლობითი საბჭო, ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებას – ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელს ღია კონკურსის საფუძველზე ირჩევს სამეცნიერო საბჭო და ამტკიცებს დირექტორი დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულების შესაბამისად. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელად შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის ან უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობაზე არჩევის შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე სათანადო სამეცნიერო თანამდებობაზე არჩეულად.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის არასამეცნიერო სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის არჩევის/დანიშვნის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 29 2 . დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლები ქმნიან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო: ა) განიხილავს და წყვეტს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო მართვისა და განვითარების საკითხებს; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შემთხვევაში მონაწილეობს კვლევითი კომპონენტის შესრულების მონიტორინგის პროცესში; გ) ასრულებს ამ კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს საქმიანობას წარმართავს მისი წევრებისაგან სიითი შემადგენლობის უმრავლესობით არჩეული თავმჯდომარე.
4. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილებები, უფლებამოსილების ვადა, არჩევისა და უფლებამოსილების შეწყვეტის წესი განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 29 3 . დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას ხელმძღვანელობს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორი.
2. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურას 5 წლის ვადით, ღია კონკურსის საფუძველზე შეარჩევს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს აკადემიურ საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს დასაბუთებული უარის შემთხვევაში დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო წარადგენს იმავე კანდიდატს ან შეარჩევს სხვა კანდიდატურას. კანდიდატურის დამტკიცებაზე აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს განმეორებითი უარის შემთხვევაში უნივერსიტეტის ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი (რექტორი), ხოლო ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო ვალდებულია არაუგვიანეს 6 თვისა შეარჩიოს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის ახალი კანდიდატურა. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი ინიშნება აკადემიური საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს მიერ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის დამტკიცებამდე.
3. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა შეიძლება დაიკავოს პირმა, რომელიც აკმაყოფილებს ამ დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლისთვის დადგენილ მოთხოვნებს და რომლის ასაკი 65 წელს არ აღემატება. თუ პირს არ უკავია დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობა, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობის დაკავების შემთხვევაში იგი ითვლება აგრეთვე მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულად. 65 წლის ასაკის მიღწევა არ იწვევს დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტას.
4. ერთმა და იმავე პირმა დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობა ზედიზედ შეიძლება მხოლოდ ორჯერ დაიკავოს.
5. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დირექტორის კანდიდატურის შერჩევის წესი და დირექტორის უფლებამოსილებები განისაზღვრება დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 30. სადისერტაციო საბჭო 1. სადისერტაციო საბჭო არის დოქტორის აკადემიური ხარისხის მიმნიჭებელი ორგანო .
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამას, შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან უნივერსიტეტში ქმნის სადისერტაციო საბჭოს. სადისერტაციო საბჭო შეიმუშავებს სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომლითაც განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა. სადისერტაციო საბჭოს დებულებას ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კოლეგიური ორგანო. 2 1 . საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა ამ კანონის IV 3 თავით დადგენილი წესით დამატებით ქმნის სადისერტაციო საბჭოს. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი შეიმუშავებს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს აკადემიური საბჭო. საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებით განისაზღვრება სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესები, აგრეთვე დისერტაციის დაცვის პროცედურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში შესაბამისი დარგის/სპეციალობის მიხედვით იქმნება სადისერტაციო საბჭო. სადისერტაციო საბჭოს/საბჭოების შექმნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უნივერსიტეტის აკადემიური საბჭო.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შედგენისა და მისი თავმჯდომარის არჩევის წესი განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის/დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების, ან ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების საბჭოების, ან დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების წარდგინებით აკადემიური საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით.
5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა და საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს შემადგენლობა განისაზღვრება შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით. საუნივერსიტეტო სადისერტაციო საბჭოს წევრი შეირჩევა შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და წესის შესაბამისად.
6. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უნივერსიტეტის წესდებით შეიძლება განისაზღვროს სადისერტაციო საბჭოში დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირის მოწვევის წესი და პირობები.
7. საჯარო სამართლის იურიდიული პირი − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სამეცნიერო-კვლევით დაწესებულებასთან გააფორმოს ხელშეკრულება დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 31. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის სისტემატური შიდა შეფასების მიზნით, განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისათვის იქმნება ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულების შესაბამისად.
2. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური კავშირს ამყარებს და თანამშრომლობს საზღვარგარეთის ქვეყნებისა და მათი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამის სამსახურებთან ხარისხის კონტროლის გამჭვირვალე კრიტერიუმებისა და მათი უზრუნველყოფის მეთოდოლოგიის ჩამოსაყალიბებლად.
3. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ხელს უწყობს სწავლების ხარისხის მაღალი დონის უზრუნველყოფას სწავლის, სწავლებისა და შეფასების თანამედროვე მეთოდების (მოდულები, საკრედიტო სისტემა და სხვა) გამოყენებისა და ავტორიზაციის/აკრედიტაციის პროცესისათვის თვითშეფასების მომზადების გზით. 3 1 . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესს და მას დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს. 3 2 . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესი უნდა ეყრდნობოდეს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შეფასების საერთაშორისო სტანდარტებს (შეფასების პროცესში უცხოელ შემფასებელთა მონაწილეობა, სამეცნიერო ბიბლიომეტრიკის სხვადასხვა ფორმის გამოყენება და სხვა). 3 3 . ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის საქმიანობას აფასებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის შიდა შეფასების წესის საფუძველზე, რომელსაც შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური და ამტკიცებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭო.
4. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელისათვის წასაყენებელ მოთხოვნებს განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. თავი IV 1 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. მუხლი 31 1 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნება და მართვა 1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას აფუძნებს , მის წესდებას ამტკიცებს და ამ კანონით გათვალისწინებულისაგან განსხვავებულ სტრუქტურასა და მართვის ორგანოებს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი .
2. დასახული მიზნების განსახორციელებლად და დაკისრებული ფუნქციების შესასრულებლად იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებულ მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოს საპატრიარქოს მიერ გადაეცემა ქონება და დაფუძნების აქტით განისაზღვრება ამ ქონების გამოყენების წესი.
3. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტის გადასვლის წესს, მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის გადასვლის წესსა და მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური ხარისხის მინიჭების წესს ადგენს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის თანამდებობაზე დანიშვნისა და გათავისუფლების წესს განსაზღვრავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
5. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი ასრულებს ამ დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ ფუნქციებს. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. თავი IV 2 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 31 2 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი 1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით განსაზღვრულ სპეციალობებში სპეციალისტთა მომზადება და მათთვის შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭება.
2. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტზე არ ვრცელდება ამ კანონის IV და V თავების მოქმედება. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. თავი IV 3 . საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. მუხლი 31 3 . საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა 1. საერთაშორისო თანამშრომლობისა და მისი განვითარების ხელშეწყობის (მათ შორის, უცხოურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების) მიზნით, სამინისტროს თანხმობით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში შესაძლებელია შეიქმნას საერთაშორისო სკოლა ან/და საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა.
2. საერთაშორისო სკოლაზე/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაზე არ ვრცელდება ამ კანონის IV თავისა (გარდა მე-17, მე-19, 22-ე და 26 1 მუხლებისა, 30-ე მუხლის პირველი, 2 1 და მე-5−მე-7 პუნქტებისა და 31-ე მუხლის პირველი−3 1 პუნქტებისა) და V თავის (გარდა 32-ე მუხლისა, 33-ე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 პუნქტებისა და 35-ე, 37-ე−37 2 და 42-ე მუხლებისა) მოქმედება.
3. ამ თავით გაუთვალისწინებელი საკითხები შესაძლებელია მოწესრიგდეს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. მუხლი 31 4 . საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მართვა და სტრუქტურა 1. საერთაშორისო სკოლა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლა, ამ თავით განსაზღვრული შეზღუდვებისა და თავისებურებების გათვალისწინებით, შესაძლებელია მართოს საერთაშორისო სკოლის მმართველმა/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველმა საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. საერთაშორისო სკოლის მმართველი/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველი: ა) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ბიუჯეტს; ბ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის განვითარების სტრატეგიულ გეგმას, საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევით პროგრამებს; გ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებასა და სტრუქტურას; დ) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სადისერტაციო საბჭოს დებულებას; ე) ნიშნავს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის ხელმძღვანელს; ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს; ზ) ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს; თ) სასწავლო წლის დასაწყისში განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს კოეფიციენტებს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტებს სამაგისტრო გამოცდებისთვის, აგრეთვე საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლაში მისაღებ სტუდენტთა რაოდენობას; კ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს მინიმალური კომპეტენციის ზღვარს სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში; ლ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის აკადემიური პერსონალის, დამხმარე პერსონალის, სამეცნიერო პერსონალისა და სხვა პერსონალის სამსახურში მიღების ერთიან წესს, მათი შრომის ანაზღაურების ოდენობებსა და პირობებს; მ) აკადემიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის დებულებას; ნ) საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარდგინებით ამტკიცებს სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის შეფასების წესს; ო) შეიმუშავებს და აკადემიურ საბჭოს წარუდგენს თავისი საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს; პ) ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით მინიჭებულ უფლებამოსილებას; ჟ) განსაზღვრავს და აკადემიურ საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს საგანმანათლებლო პროგრამის საფასურს; რ) შეიმუშავებს და ამტკიცებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოთა დებულებებსა და სტრუქტურებს.
3. საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის საკონსულტაციო ორგანოში სტუდენტთა თვითმმართველობის წარმომადგენლების რაოდენობა განისაზღვრება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით.
4. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. აკადემიურ საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება.
5. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენელთა რაოდენობა განისაზღვრება და მათი არჩევის წესი დგინდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. ამასთანავე, მათი რაოდენობა არ უნდა იყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სხვა ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის წარმომადგენლების რაოდენობაზე არაუმეტეს 1 წევრით ნაკლები. წარმომადგენლობით საბჭოში საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წარმომადგენლებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და საერთაშორისო სკოლის მმართველს/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველს შორის დადებული ხელშეკრულებით შეიძლება შეეზღუდოთ კენჭისყრაში მონაწილეობის უფლებამოსილება მხოლოდ იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც საერთაშორისო სკოლას/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლას არ ეხება. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 31 5 . საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის სასწავლო და სამეცნიერო-კვლევითი მუშაობის, აგრეთვე მისი აკადემიური პერსონალისა და სამეცნიერო პერსონალის პროფესიული განვითარების ხარისხის შიდა შეფასების სისტემატურად განხორციელების მიზნით განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის მუდმივი განვითარებისთვის იქმნება საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური, რომელიც მოქმედებს საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებისა და საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. თავი V. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 32. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არსებობს აკადემიური, სამეცნიერო, ადმინისტრაციული და დამხმარე თანამდებობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები.
2. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არ შეიძლება დასაქმდეს „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი პირი ან/და პირი, რომელსაც იმავე კანონის საფუძველზე სასამართლომ ჩამოართვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2020 წლის 17 მარტის კანონი №5763 – ვებგვერდი, 23.03.2020წ. მუხლი 33. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური პერსონალი შედგება წამყვანი პროფესორისგან, პროფესორისგან, ასოცირებული პროფესორისგან, ასისტენტ-პროფესორისა და ასისტენტისგან. 1 1 . წამყვანი პროფესორი უძღვება სასწავლო პროცესს და ხელმძღვანელობს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. ამასთანავე, იგი მონაწილეობს აღნიშნულ პროცესსა და საქმიანობაში.
2. (ამოღებულია - 16.12.2016, №105) .
3. პროფესორები მონაწილეობენ სასწავლო პროცესსა და მეცნიერულ კვლევებში ან/და წარმართავენ მათ.
4. ასისტენტი პროფესორის, ასოცირებული პროფესორის ან ასისტენტ-პროფესორის ხელმძღვანელობით ახორციელებს სასემინარო და კვლევით სამუშაოებს ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში მიმდინარე სასწავლო პროცესის ფარგლებში.
5. აკადემიური პერსონალის დატვირთვის ზღვრულ ოდენობას განსაზღვრავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება წესდებით დადგენილი წესით. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 34. აკადემიური თანამდებობის დაკავების წესი 1. აკადემიური თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის წესით, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს გამჭვირვალობის, თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპებს, ხოლო მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობის დაკავება ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით.
2. კონკურსის ჩატარების თარიღი და პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით, საბუთების მიღებამდე არანაკლებ 1 თვით ადრე.
3. კონკურსის ჩატარების წესი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. მუხლი 35. აკადემიურ თანამდებობაზე არჩევისა და დანიშვნის პირობები 1. წამყვანი პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება, განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა) და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს.
2. პროფესორის თანამდებობაზე: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეიძლება აირჩეს პირი, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული პროფესიული მიღწევები ან/და სამეცნიერო მიღწევები (წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში აქვს გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომები (პუბლიკაციები), მონაწილეობდა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა); გ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო ან/და პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 8 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; დ) სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში არჩეულმა პირმა ეს თანამდებობა აკადემიური საბჭოს გადაწყვეტილებით შეიძლება უვადოდ დაიკავოს, თუ იგი აკმაყოფილებს ამ პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით დადგენილ და აღნიშნული დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ მოთხოვნებს და პროფესორის თანამდებობაზე ზედიზედ მესამე ვადით აირჩა ან/და აქვს განსაკუთრებული პროფესიული, პედაგოგიური ან/და სამეცნიერო მიღწევები.
3. ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასოცირებული პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი, რომელსაც აქვს სამეცნიერო-პედაგოგიური ან/და სახელოვნებო (შემოქმედებითი) მუშაობის არანაკლებ 4 წლის გამოცდილება. დამატებითი პირობები შეიძლება განისაზღვროს სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტ-პროფესორის თანამდებობაზე არანაკლებ 4 წლის ვადით შეიძლება აირჩეს მაგისტრის აკადემიური ან მასთან გათანაბრებული ხარისხის მქონე პირი.
5. ასისტენტის თანამდებობაზე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს დოქტორანტი 3 ან 4 წლის ვადით. სახელოვნებო-შემოქმედებით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სახელოვნებო (შემოქმედებითი) მიმართულების (გარდა თეორიული დარგებისა) ასისტენტის თანამდებობაზე სახელოვნებო-შემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით შეიძლება დაინიშნოს მაგისტრანტი 2 ან 3 წლის ვადით.
6. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში პროფესორი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ პროფესორის თანამდებობაზე არჩეული პროფესორი, რომელიც პროფესორის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ პროფესორის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით შეიძლება განისაზღვროს პროფესიული ნიშნით კვალიფიციური პერსონალის მიერ ამ მუხლის მე-2−მე-5 პუნქტებით გათვალისწინებული აკადემიური თანამდებობების დაკავების შესაძლებლობა. ამ შემთხვევაში პირის კვალიფიკაცია შეიძლება დასტურდებოდეს პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და პუბლიკაციებით. შესაბამისი კვალიფიკაციის მქონედ ითვლება პირი, რომელსაც აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.
8. ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები არ ვრცელდება მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2015 წლის 3 სექტემბრის კანონი №4202 – ვებგვერდი, 16.09.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2148 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 36. აკადემიური პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. აკადემიურ პერსონალთან შრომითი ხელშეკრულება იდება საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული წესით .
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, ხოლო აკადემიურ თანამდებობაზე მყოფი პირი, რომელმაც მიაღწია 65 წელს, აკადემიური თანამდებობიდან განთავისუფლდება აკადემიურ თანამდებობაზე არჩევის ვადის გასვლის შემდეგ. (ძალადაკარგულად იქნა ცნობილი 36-ე მუხლის მე-2 პუნქტი) - საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება №1/4/1691– ვებგვერდი, 01.03.2023წ.
3. (ამოღებულია - 28.06.2023, №3305) . საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1341 - სსმ I, №16, 07.07.2009წ., მუხ.77 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 22 თებერვლის განჩინება №1/4/1691– ვებგვერდი, 01.03.2023წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. მუხლი 37. აკადემიური პერსონალის უფლებები 1. აკადემიურ პერსონალს უფლება აქვს: ა) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში ამ კანონისა და დაწესებულების წესდების შესაბამისად; ბ) ჩარევის გარეშე განახორციელოს სწავლება, კვლევა, შემოქმედებითი საქმიანობა და სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნება; გ) საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დამოუკიდებლად განსაზღვროს სასწავლო კურსის პროგრამების (სილაბუსების) შინაარსი, სწავლების მეთოდები და საშუალებები; დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; ე) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება.
2. აკადემიური პერსონალი ვალდებულია: ა) დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების მოთხოვნები; ბ) დაიცვას ეთიკის კოდექსი და დისციპლინური პასუხისმგებლობის ნორმები; გ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი მოვალეობები; დ) სამეცნიერო-შემოქმედებითი შვებულების დასრულების შემდეგ წარადგინოს ანგარიში ჩატარებული მუშაობის შესახებ; ე) პოლიციას ან/და სხვა უფლებამოსილ ორგანოებს მიაწოდოს ამ კანონის 43-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული პირადი ინფორმაცია, რომელიც ეხება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შესაძლო ჩადენის ფაქტს, თუ არსებობს ძალადობის განმეორების საშიშროება.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს აკადემიური პერსონალის სამეცნიერო სწავლებისა და კვლევის თავისუფლებას და ქმნის მისი საქმიანობისათვის შესაბამის პირობებს. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 4 მაისის კანონი №772 - ვებგვერდი, 25.05.2017წ. მუხლი 37 1 . უნივერსიტეტის სამეცნიერო პერსონალი 1. დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალი შეიძლება შედგებოდეს მეცნიერებისა და პოსტდოქტორანტებისაგან.
2. მეცნიერები არიან შემდეგი სამეცნიერო თანამდებობების მქონე პირები: მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი და მეცნიერი თანამშრომელი.
3. პოსტდოქტორანტია პირი, რომელიც კონკრეტული სამეცნიერო-კვლევითი პროექტის განსახორციელებლად კონკურსის საფუძველზე აირჩევა ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ან დამოუკიდებელ სამეცნიერო-კვლევით ერთეულში აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესითა და ვადით. პოსტდოქტორანტად პირი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთხელ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. მუხლი 37 2 . სამეცნიერო თანამდებობის დაკავების წესი 1. სამეცნიერო თანამდებობის დაკავება შეიძლება მხოლოდ ღია კონკურსის საფუძველზე , რომელიც უნდა ჩატარდეს გამჭვირვალობის , თანასწორობისა და სამართლიანი კონკურენციის პრინციპების შესაბამისად .
2. მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით შეუძლია დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც აქვს სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება და რომელიც აკმაყოფილებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრულ დამატებით პირობებს; ბ) უვადოდ შეუძლია პირს, რომელიც აკმაყოფილებს ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილ მოთხოვნებს და რომელსაც აქვს განსაკუთრებული სამეცნიერო მიღწევები (მაგალითად, აქვს სამეცნიერო პუბლიკაციები წამყვან ადგილობრივ და საერთაშორისო ჟურნალებსა და სხვა გამოცემებში, მიღებული აქვს მონაწილეობა ეროვნულ და საერთაშორისო სამეცნიერო-კვლევით პროექტებში და სხვა).
3. უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი უფროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
4. მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აქვს მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი. პირი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული ვადით იკავებს.
5. სამეცნიერო თანამდებობის დასაკავებელი კონკურსის ჩატარების თარიღი და დამატებითი პირობები ქვეყნდება საქართველოს კანონმდებლობითა და სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით გათვალისწინებული წესით, შესაბამისი საბუთების მიღებამდე 1 თვით ადრე. 5 1 . ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე 5 წელზე მეტი ვადით არჩევის შემთხვევაში მთავარი მეცნიერი თანამშრომელი 5 წელიწადში ერთხელ ექვემდებარება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით ატესტაციის გავლას. ატესტაციის გავლას არ ექვემდებარება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობაზე არჩეული მთავარი მეცნიერი თანამშრომელი, რომელიც მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩეულია 5 წელზე მეტი ვადით, მაგრამ მთავარი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე არჩევიდან 5 წლის შემდეგ დარჩენილი აქვს უფლებამოსილების 5 წელზე ნაკლები ვადა.
6. უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და უნივერსიტეტის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და განსახილველად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიურ საბჭოს, რომელიც აღნიშნულ წესსა და დამატებით პირობებს დასამტკიცებლად წარუდგენს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობით საბჭოს.
7. ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო პერსონალის სამსახურში მიღების წესს და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო თანამდებობის დაკავების დამატებით პირობებს შეიმუშავებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის სამეცნიერო საბჭო და დასამტკიცებლად წარუდგენს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოს.
8. პოსტდოქტორანტად აკადემიური საბჭოს მიერ განსაზღვრული წესით შეიძლება აირჩეს პირი, რომელსაც აქვს დოქტორის აკადემიური ხარისხი. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. მუხლი 37 3 . სამეცნიერო პერსონალის შრომითი ურთიერთობები 1. სამეცნიერო პერსონალთან იდება წერილობითი შრომითი ხელშეკრულება.
2. სამეცნიერო პერსონალთან დადებული შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ა) პირადი განცხადება; ბ) ვადიანი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა; გ) დისციპლინური ნორმების უხეში ან სისტემატური დარღვევა; დ) შრომითი ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების დარღვევა; ე) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა შემთხვევები.
3. აკადემიური თანამდებობისა და სამეცნიერო თანამდებობის შეთავსების საკითხი განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 37 4 . მეცნიერის უფლებები და მოვალეობები 1. მეცნიერის უფლებები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით, დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით ან/და შრომითი ხელშეკრულებით.
2. მეცნიერს უფლება აქვს: ა) გარე ჩარევის გარეშე განახორციელოს სამეცნიერო კვლევა და შეუზღუდავად გამოაქვეყნოს კვლევის შედეგები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მათი შეზღუდვა შრომითი ხელშეკრულებით არის გათვალისწინებული ან ისინი შეიცავენ სახელმწიფო საიდუმლოებას; ბ) დამოუკიდებლად განსაზღვროს სამეცნიერო კვლევის შინაარსი, კვლევის მეთოდები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს საგანმანათლებლო პროგრამების სასწავლო და კვლევითი კომპონენტების შესრულებაში; დ) სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის განხორციელებასთან ერთად მონაწილეობა მიიღოს საგრანტო დაფინანსების მოსაპოვებელ კონკურსებში, აგრეთვე ისარგებლოს ინდივიდუალური გრანტის/გრანტების დაფინანსებით და მიიღოს დამატებითი დაფინანსება.
3. მეცნიერი ვალდებულია: ა) შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობითა და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის დებულებით დადგენილი მოთხოვნები; ბ) შეასრულოს შრომითი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ყოველწლიურად წარადგინოს შესრულებული სამუშაოს ანგარიში.
4. უნივერსიტეტი/ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული და დამოუკიდებელი სამეცნიერო-კვლევითი ერთეული უზრუნველყოფენ სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო კვლევის თავისუფლებას. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 38. (ამოღებულია) საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 39. აკადემიური წოდებები 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას უფლება აქვს, მეცნიერს ან საზოგადო მოღვაწეს განსაკუთრებული დამსახურებისთვის მიანიჭოს საპატიო დოქტორის ან ემერიტუსის წოდება.
2. საპატიო დოქტორისა და ემერიტუსის წოდებების მინიჭების წესი და პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. წესდებით შეიძლება განისაზღვროს ემერიტუსის წოდების მქონე პირისთვის ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა.
3. ემერიტუსის წოდების მქონე პირს იმავდროულად არ შეიძლება ეკავოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური თანამდებობა. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 26 ივნისის კანონი №1341 - სსმ I, №16, 07.07.2009წ., მუხ.77 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 40. ადმინისტრაციული თანამდებობები და სხვა პერსონალი 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება : უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის ( რექტორის ), ადმინისტრაციის ხელმძღვანელის , ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხელმძღვანელის და დამოუკიდებელი სამეცნიერო - კვლევითი ერთეულის დირექტორის თანამდებობები , აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა თანამდებობები . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობებს მიეკუთვნება ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსის თანამდებობები .
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციულ თანამდებობაზე არ შეიძლება არჩეულ ან დანიშნულ იქნეს 65 წელს მიღწეული პირი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
3. მასწავლებელთა პერსონალს მიეკუთვნება მასწავლებელი და უფროსი მასწავლებელი.
4. მასწავლებელი უფლებამოსილია გაუძღვეს პრაქტიკულ და ლაბორატორიულ სამუშაოებს აკადემიური თანამდებობის დაკავების გარეშე.
5. დამხმარე პერსონალს მიეკუთვნება საშტატო ნუსხით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობისთვის აუცილებელი სხვა პირები.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური ან მასწავლებლის თანამდებობის დაკავების გარეშე მოიწვიოს შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტი სასწავლო ან/და სამეცნიერო-კვლევით პროცესში მონაწილეობის ან/და ამ პროცესის წარმართვის მიზნით.
7. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განსაზღვროს მის წინაშე განსაკუთრებული დამსახურების მქონე ყოფილი თანამშრომლისთვის, რომელსაც ამ დაწესებულებაში ეკავა აკადემიური ან სამეცნიერო თანამდებობა, საკუთარი ბიუჯეტიდან (უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავლებიდან, გარდა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის საფასურის სახით მიღებული თანხებისა) ანაზღაურების მიცემის შესაძლებლობა. ანაზღაურების წესსა და პირობებს ადგენენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 18 თებერვლის კანონი №3051 – ვებგვერდი, 26.02.2015წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 41. ადმინისტრაციული თანამდებობიდან გათავისუფლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციული თანამდებობიდან პირის ვადამდე გათავისუფლების საფუძვლებია: ა) პირადი სურვილი; ბ) მის მიმართ სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა; გ) გარდაცვალება; დ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული; ე) 65 წლის ასაკის მიღწევა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხვაგვარი შესაძლებლობა პირდაპირ არის გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით; ვ) ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური თანამდებობიდან გათავისუფლება, თუ ამ აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა შესაბამისი ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების წინაპირობაა; ზ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებული სხვა შემთხვევა. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 20 მარტის კანონი №3374 - ვებგვერდი, 31.03.2015წ. მუხლი 42. თანამდებობრივი შეუთავსებლობა სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 1. ადმინისტრაციული თანამდებობის პირს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს სხვა ადმინისტრაციული თანამდებობა ან იყოს სხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი. 1 1 . თუ ადმინისტრაციული თანამდებობის დაკავების ან მართვის ორგანოს წევრობის წინაპირობაა აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნა, აკადემიურ თანამდებობაზე ყოფნის ვადის გასვლა იწვევს შესაბამის ადმინისტრაციულ თანამდებობაზე ან მართვის ორგანოში უფლებამოსილების შეწყვეტას აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსის შედეგების დამტკიცებისთანავე, თუ პირი არ აირჩა შესაბამის აკადემიურ თანამდებობაზე.
2. რეგენტთა საბჭოს წევრს არ შეიძლება სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული ან აკადემიური თანამდებობა. აკადემიური საბჭოს წევრს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა, გარდა რექტორისა, ან იყოს წარმომადგენლობითი საბჭოს წევრი.
3. წარმომადგენლობითი საბჭოს სპიკერს არ შეიძლება ამ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში იმავდროულად ეკავოს ადმინისტრაციული თანამდებობა.
4. აკადემიური, მასწავლებელთა და დამხმარე პერსონალის სამსახურებრივი შეუთავსებლობა, ასევე შეუთავსებლობის სხვა შემთხვევები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. თავი VI. სტუდენტი მუხლი 43. სტუდენტის უფლებები 1. სტუდენტს უფლება აქვს: ა) მიიღოს ხარისხიანი განათლება; ბ) მონაწილეობა მიიღოს მეცნიერულ კვლევაში; გ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით, შინაგანაწესითა და დებულებებით დადგენილი წესით თანაბარ პირობებში ისარგებლოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური, საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და სხვა საშუალებებით; დ) (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; ე) საყოველთაო, პირდაპირი და თანასწორი არჩევნების საფუძველზე, ფარული კენჭისყრით აირჩიოს წარმომადგენელი და არჩეულ იქნეს სტუდენტურ თვითმმართველობაში, ასევე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის მართვის ორგანოებში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად; ვ) თავისუფლად დააფუძნოს ან/და გაერთიანდეს სტუდენტურ ორგანიზაციებში თავისი ინტერესების შესაბამისად; ზ) თავისუფლად გამოხატოს საკუთარი აზრი და დასაბუთებული უარი თქვას იმ იდეათა გაზიარებაზე, რომელსაც სთავაზობენ სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას; თ) საქართველოს კანონმდებლობითა და მიმღები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით სწავლების მეორე წლიდან გადავიდეს სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; თ 1 ) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; ი) საქართველოს კანონმდებლობისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების შესაბამისად სახელმწიფოსგან, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისგან ან სხვა წყაროებიდან მიიღოს სტიპენდია, ფინანსური ან მატერიალური დახმარება, სხვა სახის შეღავათები; კ) აირჩიოს საგანმანათლებლო პროგრამა; ლ) მონაწილეობა მიიღოს ინდივიდუალური საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავებაში; მ) პერიოდულად მოახდინოს აკადემიური პერსონალის მუშაობის შეფასება; ნ) განახორციელოს ამ კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილება. 1 1 . თუ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ლიკვიდირებულ იქნა უფლებამონაცვლის განსაზღვრის გარეშე, უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დაკარგა ავტორიზაცია ან საგანმანათლებლო პროგრამა აღარ ხორციელდება, სტუდენტს მობილობის უფლება წარმოეშობა ამ დაწესებულებაში სწავლის პერიოდის ხანგრძლივობის მიუხედავად. 1 2 . მსჯავრდებულ სტუდენტს არ აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები. მსჯავრდებულ სტუდენტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში შეიძლება შეეზღუდოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“, „კ“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებები.
2. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ;
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტებისთვის ქმნის შესაბამის პირობებს მათი სრულფასოვანი განათლებისათვის აუცილებელი პირობების შესაქმნელად, რაც განისაზღვრება „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონითა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით.
4. სტუდენტის მიერ აკადემიური პერსონალის თანდასწრებით გამოთქმული პირადი ინფორმაცია, ასევე ინფორმაცია საკუთარი შეხედულებების, რწმენისა და პოლიტიკური მრწამსის შესახებ, რომელიც ამ უკანასკნელისთვის ცნობილი გახდა სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას, აგრეთვე ინფორმაცია სტუდენტის მიმართ დისციპლინური ღონისძიების გატარების შესახებ კონფიდენციალურია, გარდა იმ შემთხვევისა, თუ არსებობს სტუდენტის ნებართვა, ან ადმინისტრაციის კანონიერი ინტერესი დაიცვას სხვისი უსაფრთხოება და კანონით დაცული უფლებები. ინფორმაცია სტუდენტის აკადემიური მოსწრებისა და მის მიმართ დისციპლინური ღონისძიებების გატარების შესახებ უნდა ინახებოდეს განცალკევებულად. სტუდენტის შესახებ ინფორმაციის შენახვისას ადმინისტრაცია ვალდებულია იხელმძღვანელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეკრძალება საკუთარი უფლებამოსილებისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის იმგვარად გამოყენება, რამაც შეიძლება შექმნას ცენზურის დაწესების საფრთხე ან შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, გარდა ამავე მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს სტუდენტის ცოდნის სამართლიანი შეფასება, რისთვისაც შეიმუშავებს სათანადო პროცედურებს.
7. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოება უნდა იყოს დისციპლინური გადაცდომის პროპორციული და შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებულ შემთხვევებში და გათვალისწინებული წესით, ამ კანონის გათვალისწინებით და სამართლიანი პროცედურის გზით. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შეიმუშაოს სტუდენტის ეთიკის კოდექსი, რომელიც შესაძლებელია აწესებდეს შეზღუდვას სტუდენტის ქცევაზე, თუ ეს დაკავშირებულია საგანმანათლებლო პროცესის წარმართვასთან. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია დეტალურად განსაზღვროს ქცევის წესი, რომელიც იწვევს დისციპლინურ პასუხისმგებლობას.
8. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება არ უნდა ზღუდავდეს სტუდენტის უფლებას, მონაწილეობა მიიღოს სასწავლო პროცესში, გარდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული შემთხვევებისა, თუ ეს საფრთხეს უქმნის სხვისი უფლებების, ჯანმრთელობის, საგანმანათლებლო დაწესებულების საკუთრებისა და უსაფრთხოების დაცვას. სტუდენტის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხს წყვეტს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომლის წესდებით განისაზღვრება გადაწყვეტილების მიღებაზე უფლებამოსილი ორგანო. სტუდენტს უფლება აქვს, დაესწროს თავისი საქმის განხილვას.
9. დისციპლინური წარმოების განხორციელებისას სტუდენტს უფლება აქვს: ა) წერილობითი ფორმით მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყების შესახებ; ბ) დაესწროს დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვას და ისარგებლოს დაცვის უფლებით; გ) მიაწოდოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის ორგანოს თავის ხელთ არსებული ინფორმაცია და მტკიცებულებები; დ) მონაწილეობა მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ორგანოს მიერ მოპოვებული მტკიცებულებების გამოკვლევაში; ე) მოითხოვოს, მის მიმართ დისციპლინური წარმოების საკითხი განხილულ იქნეს საჯარო სხდომაზე.
10. დისციპლინური წარმოების საკითხის განხილვისას მტკიცების ტვირთი აწევს ბრალდების მხარეს. დისციპლინური წარმოების განხორციელების შესახებ გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული და ემყარებოდეს საქართველოს კანონმდებლობით და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებითა და შინაგანაწესით გათვალისწინებული წესით მოპოვებულ მტკიცებულებებს. ყველა მტკიცებულება, რომლებიც დისციპლინური წარმოების საფუძველია, უნდა გამოიკვლიოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისმა ორგანომ.
11. სტუდენტს უფლება აქვს, სასამართლოში გაასაჩივროს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მის მიმართ მიღებული გადაწყვეტილება.
12. სტუდენტის სტატუსი წყდება შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.
13. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე“ და „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებებით. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტი უფლებამოსილია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მიმღები მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, აგრეთვე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით განსაზღვრული წესით გადავიდეს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამიდან სხვა მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე.
14. დაუშვებელია მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის მობილობა სხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში , გარდა ამ მუხლის მე -13 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
15. სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტს: ა) სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლება აქვს: ა.ა) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემის მიერ უცხო ქვეყანაში წარგზავნის შემთხვევაში სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვისას; ა.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას, თუ სტუდენტის სტატუსის შეჩერება აუცილებელია და ის ინიციირებულია იმ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელშიც სწავლის პერიოდში დასაქმებულია სტუდენტი; ა.გ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას სწავლის საფასურის დადგენილ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში, არაუმეტეს 1 წლის ვადით; ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, სტუდენტის სტატუსის შეჩერების უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცემა: ბ.ა) ორსულობის, მშობიარობის ან/და ბავშვის მოვლის გამო; ბ.ბ) აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურზე სწავლისას იმ შემთხვევაში, თუ მას ჯანმრთელობის მდგომარეობა არანაკლებ 4 თვის განმავლობაში აქვს გაუარესებული, გარდა სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტისა და ადმინისტრაციული ორგანოს მიერ წარდგენილი სტუდენტისა; ბ.გ) ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, თუ ის არის სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე სტუდენტი; გ) მობილობის უფლებით სარგებლობა შეუძლია აკადემიური უმაღლესი განათლების პირველი ან მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის დროს ნებისმიერ სემესტრში ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისას სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენის საფუძველზე, აგრეთვე ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში.
16. თუ პირი, რომელიც სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკადემიური უმაღლესი განათლების მეორე საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, გათავისუფლდება იმ ადმინისტრაციული ორგანოდან, რომლის მიერაც არის წარდგენილი აღნიშნულ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, მას სტუდენტის სტატუსი შეუწყდება შემდგომი მობილობის გამოცხადების შემდეგ, გარდა ამ მუხლის მე-17 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
17. ამ მუხლის მე-16 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პირს სტუდენტის სტატუსი არ შეუწყდება, თუ ის მისი ადმინისტრაციული ორგანოდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების გაცნობიდან 10 სამუშაო დღის ვადაში წერილობით მიმართავს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ერთ-ერთ შემდეგ საკითხზე: ა) მის მიერ სწავლის საფასურის გადახდისა და სწავლის გაგრძელების თაობაზე; ბ) სტუდენტის სტატუსის არაუმეტეს 1 წლით შეჩერების თაობაზე, რის შემდეგაც ის სწავლის საფასურს გადაიხდის.
18. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტს ამ აკადემიის წესდებით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობის შემთხვევაში უფლება აქვს: ა) სტუდენტის სტატუსი შეიჩეროს; ბ) მობილობის უფლებით ისარგებლოს.
19. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტის საფუძვლები განისაზღვრება სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის წესდებით. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2020 წლის 14 ივლისის კანონი №6846 - ვებგვერდი, 28.07.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის კანონი №1612 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. საქართველოს 2024 წლის 30 მაისის კანონი №4243 – ვებგვერდი, 13.06.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. მუხლი 44. სტუდენტის ვალდებულებები სტუდენტი ვალდებულია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი პროგრამის მიხედვით ისწავლოს ყველა ის საგანი, რომელიც საკუთარი სურვილით აირჩია და რომლის სწავლება სავალდებულოა, დაიცვას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდება და შინაგანაწესი. მუხლი 45. სტუდენტთა თვითმმართველობის უფლებები 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფარული კენჭისყრით, საყოველთაო, თანასწორი, პირდაპირი არჩევნების საფუძველზე იქმნება ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების მიხედვით არჩეული სტუდენტური თვითმმართველობები.
2. ძირითად საგანმანათლებლო ერთეულებში არჩეული სტუდენტური თვითმმართველობების ერთობლიობა არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობა, რომელიც შეიმუშავებს სტუდენტური თვითმმართველობის დებულებას.
3. სტუდენტური თვითმმართველობა თავისი დებულების შესაბამისად: ა) უზრუნველყოფს სტუდენტთა მონაწილეობას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვაში; ბ) ხელს უწყობს სტუდენტთა უფლებების დაცვას; გ) ირჩევს თავის წარმომადგენლებს ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის საბჭოში ან/და საერთაშორისო სკოლის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში საერთაშორისო სკოლის მმართველის/საერთაშორისო სამაგისტრო-სადოქტორო სკოლის მმართველის მიერ შექმნილ საკონსულტაციო ორგანოში; დ) უფლებამოსილია შეიმუშაოს წინადადებები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვის სისტემისა და სწავლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, რომელთაც წარუდგენს შესაბამის ორგანოს; ე) განახორციელებს დებულებით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციას უფლება არა აქვს ჩაერიოს სტუდენტური თვითმმართველობის საქმიანობაში. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. თავი VII. უმაღლესი განათლების საფეხურები მუხლი 46. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების საფეხურები 1. აკადემიური უმაღლესი განათლება და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლება სამსაფეხურიანია.
2. აკადემიური უმაღლესი განათლებისა და მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების ფარგლებში: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს; ბ) მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს ან არანაკლებ 120 კრედიტს, რომელიც აერთიანებს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის არანაკლებ 60-კრედიტიან ნაწილებს; გ) დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი უნდა მოიცავდეს კრედიტებს.
3. მინისტრი განსაზღვრავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამა 1 სასწავლო წლის განმავლობაში მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამის, აგრეთვე ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი სტანდარტული დანართით.
6. პირს, რომელმაც არ ან ვერ დაასრულა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა სათანადო მოწმობა.
7. ამ კანონის 47 2 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სერტიფიკატის მფლობელი განათლების მაგისტრის აკადემიურ ხარისხს მოიპოვებს განათლების მაგისტრატურის 60-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში.
8. პირს, რომელმაც დაასრულა მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა, ეძლევა ასოცირებული ხარისხის დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 46 1 . მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების გზები და მიღწეული სწავლის შედეგების აღიარება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამა: ა) ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, რა დროსაც სტუდენტს ასოცირებული ხარისხი ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვებისა და მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევის შედეგად; ბ) ცალკე საგანმანათლებლო პროგრამის სახით და პროფესიულ სტუდენტს ასოცირებული ხარისხი მიანიჭოს შესაბამისი მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევისა და კრედიტების შესაბამისი რაოდენობის დაგროვების შედეგად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება ამ კანონის 52-ე მუხლით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროფესიული სტუდენტის სტატუსის მოპოვება ხდება „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
4. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამით ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამით, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე, სწავლის უფლების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპოვების შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის ან ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-7 დონისათვის განსაზღვრული განზოგადებული სწავლის შედეგების შესაბამისი იმ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, რომელიც აგრეთვე გადის ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მე-6 დონისათვის განსაზღვრულ განზოგადებულ სწავლის შედეგებზე.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამის სასწავლო კურსების შინაარსის შესწავლის შედეგად ადგენს პირის მიერ ამ საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საგანმანათლებლო პროგრამასთან შეთავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ იმ შემთხვევაში, თუ მოკლე ციკლის საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა და ამ საგანმანათლებლო პროგრამით სწავლება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განხორციელდა.
6. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს პირის კრედიტებით დატვირთვა იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად არ არის შესრულებული. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. მუხლი 46 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 46 3 . ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 1. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.
3. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. მუხლი 46 4 . ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული საგანმანათლებლო პროგრამა, რომლის გავლის უფლება აქვს ვეტერინარიის დარგის/სპეციალობის მითითებით ბაკალავრის აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
2. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
3. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს სამინისტრო.
4. ვეტერინარის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი , რომელიც პირს ვეტერინარიის დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას ანიჭებს . საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 47. (ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 47 1 . სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლება სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის აკადემიურ ხარისხთან. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 47 2 . მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნის/საგნობრივი ჯგუფის ძირითად სწავლის სფეროში შემავალი ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას.
2. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს აგრეთვე იმ პირს, რომელსაც აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი, ან შესაბამის სახელოვნებო/სასპორტო/სამხედრო/ინფორმაციისა და კომუნიკაციის ტექნოლოგიების სფეროში პროფესიული განათლების მქონე პირს.
3. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.
5. მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი სერტიფიკატი. თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას მოიცავს, დიპლომსა და დიპლომის დანართში მიეთითება აგრეთვე ზოგადი განათლების შესაბამისი საფეხურის საგნის/საგნების სწავლების უფლება. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 1 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 08.02.2022წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1548 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1721 – ვებგვერდი, 12.06.2026წ. მუხლი 47 3 . ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1 ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლა აუცილებელია ამ კანონის 52-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული წესით ჩარიცხული პირებისათვის.
2. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის 60- კრედიტიანი და მისი სწავლება სავალდებულოა პირველი სასწავლო წლის განმავლობაში .
3. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს ამ პროგრამის დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს .
4. ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩარიცხული სტუდენტები ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ სწავლას განაგრძობენ იმავე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით.
5. აბიტურიენტები, რომლებიც ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლით აპირებენ სწავლას სახელოვნებო-შემოქმედებით ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამაზე, ვალდებული არიან ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გაიარონ შესაბამისი კონკურსი სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების მიერ დადგენილი წესით.
6. სტუდენტები ვალდებული არიან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლა განაგრძონ ქართულ ენაზე.
7. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე განახორციელოს სტუდენტების მიღება.
8. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვთ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე ჩარიცხულ პირებს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გასაგრძელებლად. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 60-კრედიტიანია. მისი გავლა შესაძლებელია მხოლოდ პირველი სასწავლო წლის განმავლობაში. ამ საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გასცემს მისი დასრულების დამადასტურებელ სერტიფიკატს. საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 47 4 . ელექტრონული სწავლება 1. ელექტრონული სწავლება ითვალისწინებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე სასწავლო პროცესის ან მისი ნაწილის კომუნიკაციის თანამედროვე ელექტრონული საშუალების − სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემის გამოყენებით წარმართვას.
2. სასწავლო პროცესის მართვის ელექტრონული სისტემა უზრუნველყოფს თანამედროვე, ლიცენზირებულ საინფორმაციო-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სასწავლო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვას, აგრეთვე სასწავლო მასალების მიწოდებისთვის, სტუდენტის (გარდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული სტუდენტისა) სტუდენტთან ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალთან კომუნიკაციისთვის, ინტერაქციისთვის, სტუდენტთა შეფასებების ობიექტურად, გამჭვირვალედ და სამართლიანად განხორციელებისთვის, მათი კონსულტირებისთვის, სტუდენტთა პროგრესის მონიტორინგისა და სხვა მიზნებისთვის გამოყენებას.
3. ელექტრონული სწავლება ხორციელდება სინქრონული კომუნიკაციის ფორმით, რომელიც ითვალისწინებს კომუნიკაციის ერთსა და იმავე დროს განხორციელებას.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სწავლების განსახორციელებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს ელექტრონული სწავლების თანამედროვე, ლიცენზირებული აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად, სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვისთვის გამოყენებას.
5. სწავლის სფეროების კლასიფიკატორით გათვალისწინებული დეტალური სფეროების ჩამონათვალს, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კრედიტების მაქსიმალურ რაოდენობას, რომელთა ფარგლებშიც ელექტრონული სწავლება იქნება დაშვებული, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სტუდენტს შესთავაზოს, ელექტრონული სწავლების ფორმით გაიაროს სასწავლო კურსი/საგანი, რომელიც მოიცავს თეორიულ კომპონენტს და არ მოიცავს პრაქტიკულ კომპონენტს (სასწავლო/საწარმოო პრაქტიკა, ლაბორატორიული მეცადინეობა, კლინიკური სწავლება და სხვა), რომელიც სასწავლო კურსის/საგნის სწავლის შედეგების მისაღწევად სტუდენტისა და შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალის ერთ გარემოში ერთდროულად, ფიზიკურად ყოფნას საჭიროებს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ტარდება.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება იმ სტუდენტისთვის, რომელიც არ აირჩევს თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის ელექტრონული სწავლების ფორმით გავლას, სასწავლო პროცესის დაგეგმვას და არაელექტრონული ფორმით, ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით განხორციელებას უზრუნველყოფს.
8. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია თეორიული შინაარსის სასწავლო კურსის/საგნის გავლის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების დაწყებამდე არაუგვიანეს 60 დღისა აცნობოს ამის თაობაზე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განახორციელოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის პირობების შემოწმება.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სასწავლო პროცესის მთლიანად ელექტრონული სწავლების ფორმით წარმართვას გულისხმობს. ასეთ შემთხვევაში შუალედური, დასკვნითი და დამატებითი გამოცდები შეიძლება ჩატარდეს ელექტრონული ფორმით ან ადგილზე − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მისვლით.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის ელექტრონული სწავლების ფორმით განხორციელების უფლებას აკრედიტაციის გავლის საფუძველზე მოიპოვებს. საქართველოს 2011 წლის 22 თებერვლის კანონი №4209 – ვებგვერდი, 10.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 1 ივნისის კანონი №953 - ვებგვერდი, 20.06.2017წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 47 5 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების პროგრამები 1. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია განახორციელოს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები: ა) თეოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა; ბ) ხატწერის საგანმანათლებლო პროგრამა; გ) საეკლესიო არქიტექტურის (ხუროთმოძღვრების) საგანმანათლებლო პროგრამა; დ) საეკლესიო მუსიკისა და საეკლესიო მუსიკათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ე) ქრისტიანული ფსიქოლოგიის საგანმანათლებლო პროგრამა; ვ) ქრისტიანული ხელოვნებათმცოდნეობის საგანმანათლებლო პროგრამა; ზ) დაზგური და მონუმენტური ხატწერის რესტავრაციის საგანმანათლებლო პროგრამა; თ) ქრისტიანული ფილოსოფიის საგანმანათლებლო პროგრამა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამების გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი და დიპლომის დანართი, რომლის ფორმას განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელი.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ - ერთი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის შემდეგ პირის მიერ მიღებული განათლება ითვლება სახელმწიფოს მიერ უპირობოდ აღიარებულად . საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 47 6 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროგრამები 1. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი უფლებამოსილია განახორციელოს ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე დამტკიცებული დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამები, მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამები, ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამები და უმაღლესი განათლების შემდგომი კვლევითი პროგრამები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პროგრამის გავლის შემდეგ გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული დიპლომი. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 47 7 . დისტანციური სწავლება 1. დისტანციური სწავლება ითვალისწინებს სასწავლო პროცესის დისტანციური/ელექტრონული ფორმით ან კომუნიკაციის სხვა საშუალებების გამოყენებით წარმართვას.
2. დისტანციური სწავლება ხორციელდება სინქრონული ან ასინქრონული კომუნიკაციის ფორმით. სინქრონული კომუნიკაცია გულისხმობს ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს ხორციელდება, ხოლო ასინქრონული კომუნიკაცია − ისეთ ინტერაქციას, როდესაც ინფორმაციის გამგზავნსა და მიმღებს შორის კომუნიკაცია ერთსა და იმავე დროს არ ხორციელდება.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დისტანციური სწავლების განხორციელების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის შერჩევასა და გამართულად გამოყენებას, რომლის საშუალებითაც შესაძლებელი იქნება სასწავლო პროცესის ინტერაქტიულად წარმართვა.
4. დისტანციური სწავლების ხელმისაწვდომობის უზრუნველსაყოფად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიმუშავებს შერჩეული დისტანციური სწავლების აპლიკაციის/პლატფორმის გამოყენების ინსტრუქციას/ვიდეოგზამკვლევს და უზრუნველყოფს სტუდენტებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალისთვის მის გაცნობას.
5. იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების კომპონენტების ჩამონათვალს, რომელთა ფარგლებშიც დისტანციური სწავლება იქნება დაშვებული, ამტკიცებს მინისტრი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
6. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესის დისტანციურად წარმართვისა და მიღებული შედეგების შეფასების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
7. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დისტანციური სწავლების დაშვებისა და დისტანციური სწავლების განხორციელების პერიოდის შესახებ გადაწყვეტილებას, აგრეთვე იმ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების თაობაზე გადაწყვეტილებას, რომელმაც უმაღლესი განათლების მისაწოდებლად დისტანციური სწავლება უნდა გამოიყენოს, იღებს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6287 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 47 8 . სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა 1. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა.
2. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის გავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც ჩაბარებული აქვს საბაზო პროფესიული უნარების გამოცდა.
3. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს 60 კრედიტს და ისწავლება არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში.
4. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის წესსა და საფასურს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან შეთანხმებით ამტკიცებს სამინისტრო.
5. სპეციალური მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის შემთხვევაში გაიცემა სპეციალური მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. მუხლი 48. ბაკალავრიატი და მაგისტრატურა 1. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს საქართველოში გაცემული სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის ან მასთან გათანაბრებული დოკუმენტის მქონე პირს.
2. ბაკალავრიატში სწავლის მიზანია სრულ ზოგად განათლებაზე უფრო მაღალი დონის პროფესიულ მომზადებასთან ერთად სასწავლო დისციპლინების თეორიული ასპექტების შედარებით ღრმა ათვისება, რაც კვლევითი ხასიათის პროგრამებით ამზადებს პირს მაგისტრატურაში შემდგომი სწავლისა და მუშაობისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით. 2 1 . ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
3. მაგისტრატურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს.
4. მაგისტრატურაში სწავლის მიზნებია: ა) შესაბამის მიმართულებაში, დარგში/სპეციალობაში ან/და ქვედარგში/სპეციალიზაციაში ღრმა და სისტემური ცოდნის დაუფლება და სათანადო უნარების გამომუშავება, რაც პირს ამზადებს მუშაობისათვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, ან/და დოქტორანტურაში სწავლისათვის; ბ) სპეციალობის შეცვლა (გარდა რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამისა); გ) სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისა და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პედაგოგიური მოღვაწეობისათვის მომზადება; დ) პროფესიული განვითარება და კვალიფიკაციის ამაღლება.
5. მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი სპეციალობისა, აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამისა) შეიძლება ითვალისწინებდეს სტუდენტის მიერ ისეთი კვლევების დამოუკიდებლად ჩატარებას ან ისეთი აქტივობის განხორციელებას, რომელთა/რომლის საფუძველზედაც ის შეძლებს სამაგისტრო ნაშრომის ან/და პროექტის წარდგენას, მიმართულების, დარგის/სპეციალობის ან ქვედარგის/სპეციალიზაციის თავისებურებების გათვალისწინებით. 5 1 . მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ მისანიჭებელი კვალიფიკაციის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
6. (ამოღებულია). საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2320 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. მუხლი 49. დოქტორანტურა 1. დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის აკადემიური ხარისხის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, რომელსაც მაგისტრის აკადემიური ხარისხი მინისტრის მიერ განსაზღვრული არანაკლებ 120-კრედიტიანი (ერთიანად/ნაწილ-ნაწილ) ან მასთან გათანაბრებული მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის გავლის საფუძველზე მიენიჭა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს დოქტორანტს სამეცნიერო ხელმძღვანელით, უქმნის პირობებს სამეცნიერო კვლევაზე ორიენტირებული სამუშაოს ჩასატარებლად, რომელიც უნდა მოიცავდეს დასაბუთებულ თეორიულ ან/და ექსპერიმენტულ შედეგებს, ხელს უწყობს დოქტორანტის ინტეგრაციას მსოფლიო სამეცნიერო საზოგადოებაში.
3. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისა და დისერტაციის დაცვის შემთხვევაში დოქტორანტს ენიჭება აკადემიური ხარისხი, რომლის დასახელება უნდა განისაზღვროს სწავლის სფეროების კლასიფიკატორის შესაბამისად.
4. დოქტორის აკადემიურ ხარისხს ანიჭებს სადისერტაციო საბჭო შესაბამისი დებულების მოთხოვნათა დაცვით.
5. (ამოღებულია – 17.06.2011, №4792) ; საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 49 1 . ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები 1. ამ კანონის 47 1 –49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები საკუთარი რესურსების კონსოლიდაციისა და ოპტიმალური განაწილების, საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრაციისათვის ერთობლივი ქმედებების განხორციელების, რეგიონალური განვითარების ხელშეწყობის მიზნით შეიძლება ერთობლივად განახორციელოს საქართველოს რამდენიმე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ან/და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების წესს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ერთობლივად ადგენენ.
2. ამ კანონის 47 1 –49-ე მუხლებით გათვალისწინებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები შეიძლება ერთობლივად განახორციელონ საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ/დაწესებულებებმა და დამოუკიდებელმა სამეცნიერო-კვლევითმა ერთეულმა/ერთეულებმა ან/და საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან – უნივერსიტეტთან არსებულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ ან/და საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებამ.
3. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განსახორციელებლად მის განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის შინაარსი და განხორციელების ფორმები. ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელშეკრულების პროექტი უნდა შეთანხმდეს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრთან.
4. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შემდეგ ერთობლივი აკადემიური ხარისხის მინიჭება ხორციელდება მისი განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების/დაწესებულებების მიერ, რაც განისაზღვრება შესაბამისი ხელშეკრულებით.
5. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება შესაძლებელია მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაში. ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6. (ამოღებულია - 26.07.2017, №1225) .
7. (ამოღებულია - 26.07.2017, №1225) .
8. საქართველოს მოქალაქე ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სხვა პირი ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩაირიცხება შესაბამისი ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისი განმახორციელებელი დაწესებულებების წინასწარი შეთანხმებით განსაზღვრულ ერთ-ერთ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
9. სტუდენტი, რომელიც ჩარიცხულია საქართველოს რამდენიმე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთობლივ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, თითოეულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. მუხლი 49 2 . გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამა 1. საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულების დადებამდე განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისგან მიიღოს წერილობითი ინფორმაცია აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ.
2. უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს უცხო ქვეყანაში აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, საქართველოს პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს უმაღლესი განათლების შესაბამის საფეხურზე, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გამოცემული აქტის საფუძველზე.
3. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი, რომელსაც სტუდენტის სტატუსი მოპოვებული აქვს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უცხო ქვეყნის პარტნიორ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლას აგრძელებს ამ ქვეყნის კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4. დაუშვებელია გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში საქართველოდან წასული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერება.
5. გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში უცხო ქვეყნიდან ჩამოსული გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას არ ეთვლება მისთვის დადგენილ სტუდენტთა საერთო რაოდენობაში. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. მუხლი 50. უცხოეთში მიღებული განათლების აღიარება 1. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული კვალიფიკაციის ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებული განათლების აღიარება ხდება იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება მისი შესაბამისობა საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ მინიჭებულ შესაბამის კვალიფიკაციასთან. შესაბამისობა სწავლის შედეგებისა და მინიჭებული კვალიფიკაციის გათვალისწინებით შეიძლება დადგინდეს სწავლის პერიოდის განსხვავების მიუხედავად.
2. უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებულ კვალიფიკაციას ან უცხოეთის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის პერიოდში მიღებულ განათლებას აღიარებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.
3. უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დოკუმენტის მქონე აბიტურიენტის ან სტუდენტის საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტის საფუძველზე იღებს შესაბამისი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 50 1 . ერთი კვალიფიკაციის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების სხვა კვალიფიკაციის მიზნებისათვის აღიარება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აღიაროს აკადემიური უმაღლესი განათლების შესაბამისი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პირის მიერ მიღწეული სწავლის შედეგები აკადემიური უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევით შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნებისათვის.
2. აღიარებას ექვემდებარება იმ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული კრედიტები, რომელზე ჩარიცხვა და სწავლება ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
3. კრედიტების აღიარების მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ადგენს პირის მიერ უმაღლესი განათლების იმავე საფეხურის სხვა საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღწეული სწავლის შედეგების შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან თავსებადობას და იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი კრედიტების აღიარების შესახებ.
4. საგანმანათლებლო პროგრამებით გათვალისწინებული სასწავლო კურსების შინაარსობრივი შესწავლის შედეგად შესაძლებელია დადგინდეს ამ კურსების შესაბამისობა, მათ სახელწოდებებში არსებული სხვაობის მიუხედავად.
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაიანგარიშოს სტუდენტის დატვირთვა კრედიტებით იმ საგანმანათლებლო პროგრამის შემთხვევაში, რომელიც არ არის შესრულებული ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემის შესაბამისად.
6. კრედიტების აღიარება ხდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებით დადგენილი წესით.
7. მობილობისა და უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შემთხვევებში შესაბამისი კრედიტების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი VIII. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სტუდენტთა მიღების წესი მუხლი 51. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 1. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს. 1 1 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უზრუნველყოფს მონაცემთა ბაზების წარმოებას მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მონაცემთა ბაზების წარმოებისას და ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებისას, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების განხორციელებისას შეგროვებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის მიზნით შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია გამოიყენოს თავის ხელთ არსებული საშუალებები, მათ შორის, ტელეფონი, დაზღვეული საფოსტო გზავნილი, ელექტრონული ფოსტა, მოკლე ტექსტური შეტყობინება და სხვა. 1 2 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ გაწეული მომსახურებისათვის შესაძლებელია დადგინდეს საფასური, რომლის ოდენობასა და გადახდის წესს განსაზღვრავს მინისტრი.
2. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დებულებას შეიმუშავებს და ამტკიცებს მინისტრი.
3. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის დირექტორს საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3 1 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს თავისი უფლებამოსილებების განხორციელებისას უფლება აქვს, წერილობითი ან ელექტრონული ფორმით მიიღოს, შეინახოს და გასცეს ნებისმიერი დოკუმენტი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ელექტრონული ფორმით დოკუმენტის მიღების, შენახვისა და გაცემის წესსა და პირობებს ადგენს მინისტრი.
4. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული ერთიანი ეროვნული გამოცდის შედეგები სავალდებულოა ყველა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის. ერთიან ეროვნულ გამოცდაში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარმოადგენენ საქართველოში გაცემულ სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ დოკუმენტს ან მასთან გათანაბრებულ დოკუმენტს.
5. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგები სავალდებულოა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის.
6. მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ჩატარებულ გამოცდაში/გამოცდებში მონაწილეობის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომლებიც წარადგენენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემულ უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტს. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 21 აპრილის კანონი №655 - ვებგვერდი, 10.05.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 52. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტის მიღების საფუძველი 1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამა გისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი ეროვნული გამოცდები სამინისტროს მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 1 1 . მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების საფუძველზე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნების შედეგის საფუძველზე. 1 2 . ქართულ ენ აში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს იმ აბიტურიენტს, რომელიც არის საქართველოს მოქალაქე ან „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებული პირი და რომელსაც სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩაბარებული აქვს ერთ-ერთი შემდეგი ტესტი: ა) ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტი; ბ) ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტი; გ) ოსური ენის ტესტი; დ) აფხაზური ენის ტესტი.
2. აბიტურიენტი ერთიან ეროვნულ გამოცდამდე გადის შესაბამის კონკურსს: ა) სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად; ბ) სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით ამ დაწესებულებაში ჩარიცხვისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების გავლის უფლების მოსაპოვებლად.
3. აბიტურიენტების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრულ ი ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება, ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის (გარდა იმ პირებისა, რომლებიც იმავდროულად საქართველოს მოქალაქეები არიან), რომლებმაც საქართველოში მიიღეს სრული ზოგადი ან მისი ეკვივალენტური განათლება საქართველოს მიერ აღიარებული უცხო ქვეყნის ან საერთაშორისო პროგრამების მიხედვით; ბ) საქართველოს მოქალაქეებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს სრული ზოგადი განათლება ან მისი ეკვივალენტური განათლება და რომლებიც სრული ზოგადი განათლების ბოლო 2 წელს სწავლობდნენ უცხო ქვეყანაში; გ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული). 3 1 . აბიტურიენტების ხელშეწყობის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესითა და დადგენილ ვადებში სწავლა დასაშვებია სპორტის ინდივიდუალურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც გახდებიან ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშების, საჭადრაკო ოლიმპიადის ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ოქროსმედალოსნები, ვერცხლისმედალოსნები ან ბრინჯაოსმედალოსნები, აგრეთვე სპორტის სათამაშო გუნდურ სახეობებში საქართველოს ეროვნული ნაკრები გუნდების იმ წევრებისთვის, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ოლიმპიურ/პარალიმპიურ თამაშებში ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის (მათ შორის, პარასპორტის სახეობებში) ფინალურ ტურნირში ან/და მოიპოვებენ მითითებულ შეჯიბრებებში (ოლიმპიური/პარალიმპიური თამაშები ან მსოფლიოს ანდა ევროპის ჩემპიონატის ფინალური ტურნირი) მონაწილეობის უფლებას. ამ პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება სპორტის მხოლოდ იმ სახეობებზე, რომელთა შესაბამისი ეროვნული სპორტული ორგანიზაციები აღიარებულია საქართველოს სპორტის სამინისტროს მიერ.
4. (ამოღებულია - 06.08.2013, №917) .
5. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც სურს ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების მიღება, აცხადებს საკუთარი საგანმანათლებლო პროგრამების მიერ თითოეულ საგამოცდო საგანში აბიტურიენტის შედეგისთვის მინიჭებულ კოეფიციენტს. ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე აბიტურიენტები საგანმანათლებლო პროგრამებზე მიიღებიან საგამოცდო საგნებისთვის მინიჭებული კოეფიციენტების მიხედვით. 5 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამას, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, სტუდენტების ჩარიცხვისათვის აცხადებს ადგილებს – ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის: ა) 5%-ს – ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; ბ) 5%-ს – ზოგადი უნარების სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; გ) 1%-ს – აფხაზური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის; დ) 1%-ს – ოსური ენის ტესტის შედეგების საფუძველზე მისაღები სტუდენტებისათვის. 5 2 . შესაბამის წელს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე დარეგისტრირებული, ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩასარიცხი აბიტურიენტების რაოდენობის გათვალისწინებით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოტივირებული გადაწყვეტილებისა და სამინისტროს თანხმობის საფუძველზე, შესაძლებელია ამ მუხლის 5 1 პუნქტით გათვალისწინებული პროცენტული გადანაწილებების შეცვლა მათი ჯამის ფარგლებში. 5 3 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში, ამ კანონის 52 2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სტუდენტების ჩარიცხვისათვის განსაზღვროს ადგილების რაოდენობა ერთიანი ეროვნული გამოცდებით მისაღები სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 1%-ისა.
6. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისათვის.
7. (ამოღებულია).
8. (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) .
9. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც გაიარეს ერთიანი ეროვნული გამოცდები და მოიპოვეს უფლება, ისწავლონ ძირითად საგანმანათლებლო ერთეულში ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით, და მათ უგზავნის შესაბამის ძირითად საგანმანათლებლო ერთეულს. 9 1 . შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი ადგენს იმ აბიტურიენტთა სიებს, რომლებმაც მოიპოვეს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის უფლება, და ამ სიებს უგზავნის შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას.
10. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ძირითადი საგანმანათლებლო ერთეული ვალდებული არიან აბიტურიენტები მიიღონ მხოლოდ ამ მუხლის მე-9 და 9 1 პუნქტებით განსაზღვრული სიების მიხედვით, გარდა ამავე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა.
11. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალში ჩარიცხვას ახორციელებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ეს მუხლი არ ეხება ამ კანონის 56 7 მუხლით გათვალისწინებულ ფილიალს. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2007 წლის 4 დეკემბრის კანონი №5533 - სსმ I, №43, 12.12.2007წ., მუხ.392 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 23.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3661– ვებგვერდი, 30.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 28 მაისის კანონი №597 – ვებგვერდი, 29.05.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 52 1 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი 1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ. 1 1 . მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საღვთისმეტყველო სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება საერთო სამაგისტრო გამოცდის გარეშე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით. 1 2 . უმაღლესი განათლების უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღების შემთხვევაში საქართველოს მოქალაქეს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს, თუ მის მიერ უცხო ქვეყანაში დისტანციური ფორმით მიღებული უმაღლესი განათლება აღიარებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით და მან საერთო სამაგისტრო გამოცდასა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. 1 3 . სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც საერთო სამაგისტრო გამოცდასა და სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის მიერ განსაზღვრულ გამოცდაზე/გამოცდებზე წარმატებით გადალახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული მინიმალური კომპეტენციის ზღვარი. მაგისტრანტობის კანდიდატმა აღნიშნული უფლება შეიძლება მოიპოვოს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების გარეშე. სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიის სამაგისტრო პროგრამაზე პირის მიღების წესი განისაზღვრება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მიერ დადგენილი წესით.
2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია მის მიერ განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები ჩაატაროს როგორც საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნებამდე, ისე საერთო სამაგისტრო გამოცდის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ.
3. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე (გარდა სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამისა იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ამ პროგრამაზე საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით არ მიიღება) სწავლის უფლება აქვს მხოლოდ იმ მაგისტრანტობის კანდიდატს, რომელმაც ამ კანონით დადგენილი წესით წარმატებით ჩააბარა სამაგისტრო გამოცდა/გამოცდები. ეს წესი არ ვრცელდება ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებზე. 4 1 . (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) .
5. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული სამაგისტრო გამოცდის კოეფიციენტთა ჯამს.
6. თუ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „დ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კოეფიციენტებს არ მიანიჭებს საერთო სამაგისტრო გამოცდის ტესტის ცალკეულ ნაწილს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება მაგისტრატურაში ჩარიცხვის მიზნით იყენებს მის მიერ განსაზღვრული გამოცდისთვის/გამოცდებისთვის მინიჭებულ კოეფიციენტებს.
7. მაგისტრანტობის კანდიდატების ხელშეწყობისა და სტუდენტების მობილობის მიზნით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია: ა) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებმაც უცხო ქვეყანაში მიიღეს შესაბამისი უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი; ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში; ბ 1 ) საქართველოს მოქალაქეებისთვის (გარდა ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა და გაცვლითი საგანმანათლებლო პროგრამის მონაწილე სტუდენტებისა), რომლებიც სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით ცხოვრობენ/ცხოვრობდნენ, სწავლობენ/სწავლობდნენ და მიღებული აქვთ კრედიტები/კვალიფიკაცია უცხო ქვეყანაში ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში (გარდა დისტანციური ფორმით გავლილი იმ პროგრამისა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად არ არის საქართველოში აღიარებული); გ) მაგისტრანტობის კანდიდატებისათვის, რომლებიც უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი წესით. 7 1 . უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლის გარეშე დასაშვებია იმ პირისათვის, რომელმაც გადალახა შესაბამისი ზღვარი სამინისტროს მიერ დამტკიცებული საერთაშორისო გამოცდების ჩამონათვალით გათვალისწინებულ გამოცდაში.
8. სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის მაგისტრატურაში მიღება ხორციელდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ პროგრამაზე მიღება ხდება საერთო სამაგისტრო გამოცდის მეშვეობით.
9. ავტორიზაციის შედეგად დადგენილი სტუდენტების რაოდენობის ფარგლებში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ შეიძლება განსაზღვროს ადგილები ამ მუხლის მე-7 და 7 1 პუნქტებით გათვალისწინებული პირებისათვის. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. მუხლი 52 2 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამაზე ოკუპირებულ ტერიტორიაზე განათლებამიღებული პირის მიღების საფუძველი 1. საქართველოს მოქალაქეებსა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ ბაკალავრიატის, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამით ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის დასრულების, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე აღნიშნული პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების შემდეგ.
2. სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამის განხორციელებისა და ამ პროგრამაზე ჩარიცხვის წესი და პირობები, აგრეთვე შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული შეფასების საფუძველზე პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგის ათვისების დადასტურების წესი მტკიცდება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. მუხლი 53. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდები 1. ერთიანი ეროვნული და საერთო სამაგისტრო გამოცდების მომზადებასა და ჩატარებას უზრუნველყოფს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი.
2. მინისტრი შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებასა და სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებას.
3. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაინტერესებული პირი წერილობითი ფორმით ან/და ელექტრონული ფორმით, სპეციალური პროგრამის გამოყენებით მიმართავს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს. განცხადების წარდგენის წესსა და პირობებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ადგენს მინისტრი. 3 1 . (ამოღებულია – 11.03.2011, №4431) .
4. (ამოღებულია – 11.03.2011, №4431) .
5. (ამოღებულია).
6. ერთიან ეროვნულ საგამოცდო პროგრამას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის წარდგინებით ამტკიცებს მინისტრი.
7. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობის მისაღებად დაწესებულია საფასური, რომლის ოდენობა განისაზღვრება მინისტრის ნორმატიული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. საფასურის გადახდისაგან გათავისუფლების წესსა და პირობებს ამტკიცებს მინისტრი.
8. სამინისტრო უფლებამოსილია ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებით დაადგინოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ადმინისტრაციული საჩივრის წარდგენისა და განხილვის ვადები და წესი. ერთიან ეროვნულ და საერთო სამაგისტრო გამოცდებთან დაკავშირებული შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებები საჩივრდება სასამართლოში და მათი გასაჩივრება არ იწვევს სადავო აქტების მოქმედების შეჩერებას. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 54. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 54 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 54 2 . (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 55. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. მუხლი 55 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2011 წლის 11 მარტის კანონი №4431 – ვებგვერდი, 22.03.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. მუხლი 56. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები 1. მაგისტრატურასა და დოქტორანტურაში მიღების წესები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამისი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულის დებულებით, ამ კანონის მოთხოვნების გათვალისწინებით.
2. (ამოღებულია - 01.11.2019, №5276) . საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. თავი VIII 1 . ავტორიზაცია საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 56 1 . ავტორი ზაციის შინაარსი 1. ავტორიზაცია არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა.
2. ავტორიზაციის სტანდარტები ეხება: ა) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მისიას და სტრატეგიულ განვითარებას; ბ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ორგანიზაციულ სტრუქტურას და მართვას; გ) საგანმანათლებლო პროგრამებს; დ) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პერსონალს; ე) სტუდენტებს და მათი მხარდაჭერის ღონისძიებებს; ვ) კვლევას, განვითარებას ან/და სხვა შემოქმედებით საქმიანობას; ზ) მატერიალურ, საინფორმაციო და ფინანსურ რესურსებს.
3. ავტორიზაციის ვადა 6 წელია.
4. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. მუხლი 56 2 . გადაწყვეტილება ავტორიზაციის თაობაზე 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
2. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭო (შემდგომ – ავტორიზაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობაში მოწვეული წევრები მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებლის მიერ წარდგენილ საავტორიზაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. ავტორიზაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება. 2 1 . ავტორიზაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ავტორიზაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
3. ავტორიზაციის საბჭო საავტორიზაციო დოკუმენტაციისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) ავტორიზაციის შესახებ; ბ) ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ; გ) ავტორიზაციის გაუქმების შესახებ. 3 1 . ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ავტორიზაციის პროცესის ან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის პირობების შესრულების შემოწმების პროცესის ფარგლებში მიიღოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების არანაკლებ 1 წლის ვადით შეზღუდვის შესახებ გადაწყვეტილება როგორც მთლიანად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიმართ, ისე უმაღლესი განათლების ცალკეული საფეხურების მიხედვით. ამ გადაწყვეტილების მიღების წესი და პირობები, აგრეთვე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის სტუდენტთა/პროფესიულ სტუდენტთა მიღების უფლების შეზღუდვის მაქსიმალური ვადა განისაზღვრება საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით.
4. ავტორიზაციის საბჭო ვალდებულია დაასაბუთოს თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
5. ავტორიზაციის თაობაზე გადაწყვეტილება მიღებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში ქვეყნდება განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2013 წლის 20 მარტის კანონი № 351 – ვებგვერდი, 28.03.2013წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1934 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. მუხლი 56 3 . გადაწყვეტილება ავტორიზაციის შესახებ და ავტორიზაციის სამართლებრივი შედეგი 1. ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება აკმაყოფილებს ავტორიზაციის ყველა სტანდარტს.
2. ავტორიზაციის საბჭო ავტორიზაციის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით განუსაზღვრავს სტუდენტთა ადგილების რაოდენობას ავტორიზაციის ვადით.
3. ავტორიზაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე, ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს სტუდენტები და გასცეს კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, გარდა ამ კანონის 56 2 მუხლის 3 1 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1934 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. მუხლი 56 4 . „ავტორიზაციაზე უარის თქმის, ავტორიზაციის გაუქმების ან ავტორიზაციის ვადის გასვლის სამართლებრივი შედეგები“;
1. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულება არ აკმაყოფილებს ავტორიზაციის ერთ-ერთ სტანდარტს.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შემოწმების შედეგების საფუძველზე ავტორიზაციის საბჭო უფლებამოსილია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით მიიღოს გადაწყვეტილება ავტორიზაციის გაუქმების შესახებ, თუ დაწესებულება არღვევს ავტორიზაციის სტანდარტს ან საგანმანათლებლო სფეროში საქართველოს კანონმდებლობის ნორმებს სტუდენტის ან პროფესიული სტუდენტის სტატუსის წარმოშობასთან, შეჩერებასთან ან შეწყვეტასთან დაკავშირებით.
3. ავტორიზაციაზე უარის თქმის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) დაწესებულება ვერ მოიპოვებს ან დაკარგავს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსს შესაბამისი გადაწყვეტილების ძალაში შესვლის თარიღიდან; ბ) საგანმანათლებლო დაწესებულება „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილ ვადაში აგრძელებს საგანმანათლებლო საქმიანობას, რომლის ფარგლებშიც მას ეზღუდება სტუდენტების/აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/ დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება; გ) სტუდენტს უფლება აქვს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო დაწესებულებაში ან გადავიდეს სხვა, შესაბამის საგანმანათლებლო დაწესებულებაში; დ) სტუდენტს „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის 2 2 პუნქტის შესაბამისად, ავტორიზაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის განმავლობაში უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ვ) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
4. ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში იურიდიული პირი უფლებამოსილია საგანმანათლებლო დაწესებულების იმავე სტატუსის მოსაპოვებლად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს საავტორიზაციო განაცხადი წარუდგინოს ავტორიზაციაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების ან ავტორიზაციის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 1 წლის შემდეგ.
5. თუ საავტორიზაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულებით განსაზღვრული საავტორიზაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის ექსპერტთა ჯგუფების შექმნის თაობაზე, ავტორიზაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ კანონის 56 2 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მაძიებელი დაწესებულება ჩაითვლება ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებად ავტორიზაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6285 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1163 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 56 5 . საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ის დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ მხოლოდ საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამებს, ავტორიზაციასა და საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას გადიან სამინისტროს მიერ დადგენილი, განსხვავებული წესის შესაბამისად. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 56 6 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ავტორიზაციას და საგანმანათლებლო პროგრამები აკრედიტაციას გადის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. მუხლი 56 7 . უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განსახორციელებლად საჭიროა მისი ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენა საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით განსაზღვრული წესით, რისთვისაც უცხო ქვეყნის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება გადის ავტორიზაციას მისი ფილიალის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის საფუძველზე. საქართველოს 2023 წლის 15 ნოემბრის კანონი №3661– ვებგვერდი, 30.11.2023წ. თავი IX. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 57. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 58. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 59. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 60. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 61. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 მუხლი 62. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 თავი X. აკრედიტაციის პროცესი მუხლი 63. აკრედიტაციის შინაარსი 1. აკრედიტაციის მიზანია აკრედიტაციის სტანდარტებთან უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისობის განსაზღვრის გზით განათლების ხარისხის ასამაღლებლად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სისტემატური თვითშეფასების დამკვიდრება და ხარისხის უზრუნველყოფის მექანიზმების განვითარების ხელშეწყობა. 1 1 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 1 2 . ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის მიერ განხორციელებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე არ ვრცელდება ამ კანონით დადგენილი აკრედიტაციის წესები. 1 3 . უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (მათ შორის, ერთობლივი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის) აკრედიტაცია შეიძლება განახორციელოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით აღიარებულმა შესაბამისი კომპეტენციის მქონე უცხოურმა ორგანიზაციამ.
2. აკრედიტაციის სტანდარტებია: ა) საგანმანათლებლო პროგრამის მიზანი, სწავლის შედეგები და მათთან პროგრამის შესაბამისობა; ბ) სწავლების მეთოდოლოგია და ორგანიზება, პროგრამის ათვისების შეფასების ადეკვატურობა; გ) სტუდენტების მიღწევები, მათთან ინდივიდუალური მუშაობა; დ) სწავლების რესურსებით უზრუნველყოფა; ე) სწავლების ხარისხის განვითარების შესაძლებლობები.
3. (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) .
4. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის (გარდა მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო საგანმანათლებლო დაწესებულების მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისა), ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელება მხოლოდ მის მიერ აკრედიტაციის გავლის შემთხვევაშია შესაძლებელი.
5. აკრედიტაციის ჩატარებას უზრუნველყოფს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი.
6. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად იქმნება საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის საბჭო (შემდგომ – აკრედიტაციის საბჭო), რომელიც შედგება მუდმივი წევრებისა და მოწვეული წევრებისაგან. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრები მის საქმიანობაში მონაწილეობენ მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ წარდგენილ სააკრედიტაციო განაცხადში მითითებულია ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეულ წევრებს აქვთ ხმის უფლება. 6 1 . აკრედიტაციის საბჭოს მუდმივ წევრებსა და მოწვეულ წევრებს სამინისტროს წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი. აკრედიტაციის საბჭოს მოწვეული წევრების კანდიდატურათა შერჩევისას სამინისტრო ხელმძღვანელობს აკრედიტაციის საბჭოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებით სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის მიერ დადგენილი მოთხოვნებითა და კრიტერიუმებით.
7. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი აკონტროლებს აკრედიტაციის პირობების შესრულებას. მათი დარღვევის შემთხვევაში იგი უფლებამოსილია მიმართოს აკრედიტაციის საბჭოს აკრედიტაციის გაუქმების მოთხოვნით.
8. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, მათ შორის, საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უფლება აქვთ, ხარისხის კონტროლის მიზნით ერთობლივად დააფუძნონ კერძო სამართლის იურიდიული პირი, რომლის შეფასებები შესაძლებელია განიხილოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მსვლელობისას. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 3 ნოემბრის კანონი №1916 - სსმ I, №35, 19.11.2009წ., მუხ.226 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 20 აპრილის კანონი №2941 - სსმ I, №23, 04.05.2010წ., მუხ.123 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. . საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 26 ივლისის კანონი №1225 - ვებგვერდი, 28.07.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 64. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფი 1. აკრედიტაციის ჩატარების უზრუნველსაყოფად განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი ქმნის აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფს. აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის შექმნისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება აკრედიტაციის დებულებით.
2. აკრედიტაციის ჩატარების პირველი საფეხურია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ აკრედიტაციის მაძიებლისთვის წინასწარ მიწოდებული ფორმების მიხედვით აკრედიტაციის მაძიებლის მიერ განხორციელებული თვითშეფასება. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. მუხლი 65. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 66. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს აკრედიტაციის საბჭო აკრედიტაციის დებულების შესაბამისად, მათ შორის, აკრედიტაციის ექსპერტთა ჯგუფის დასკვნის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილება შეიძლება იყოს 4 სახის: ა) აკრედიტაციის შესახებ; ბ) პირობითი აკრედიტაციის შესახებ; გ) აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ; დ) აკრედიტაციის გაუქმების შესახებ.
3. საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადა 7 წელია. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის ვადაა არაუმეტეს 4 წლისა. საგანმანათლებლო პროგრამას, რომელიც ცენტრს სააკრედიტაციოდ წარედგინა იმ კალენდარული წლის განმავლობაში, როდესაც აღნიშნული საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებულ საგანმანათლებლო პროგრამებს ხელახალი აკრედიტაციის გავლა არ უწევს, პირობითი აკრედიტაცია ენიჭება ამ საგანმანათლებლო პროგრამის სწავლის სფეროში კლასიფიცირებული საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის მომდევნო ვადამდე, მაგრამ არაუმეტეს 4 წლისა. ავტორიზაციის ვადის გასვლის ან ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში აკრედიტაცია უქმდება.
4. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა სრულად ან/და მეტწილად აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტებს.
5. საგანმანათლებლო პროგრამის პირველი და ყოველი მომდევნო აკრედიტაციის შემთხვევაში პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება მიიღება აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით, თუ საგანმანათლებლო პროგრამა ნაწილობრივ აკმაყოფილებს აკრედიტაციის სტანდარტს.
6. საგანმანათლებლო პროგრამის პირობითი აკრედიტაციის შესახებ გადაწყვეტილება არ შეიძლება მიღებულ იქნეს ზედიზედ ორჯერ.
7. ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ რეგულირებად აკადემიურ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასთან მიმართებით ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების მიღებისას აკრედიტაციის საბჭო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის დადგენილი სტუდენტთა ადგილების ზღვრული რაოდენობის ფარგლებში, აკრედიტაციის დებულებით დადგენილი წესით განსაზღვრავს აკრედიტაციის ვადის განმავლობაში სტუდენტთა ადგილების ზღვრულ რაოდენობას.
8. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციაზე უარის თქმის ან აკრედიტაციის გაუქმების შემთხვევაში: ა) უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეზღუდება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამასა და ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების/აბიტურიენტების/ მაგისტრანტობის კანდიდატების/დოქტორანტობის კანდიდატების მიღების უფლება, რომელთა აკრედიტაციაზედაც უარი ეთქვა, აკრედიტაცია გაუუქმდა ან აკრედიტაციის ვადა გაუვიდა; ბ) სტუდენტი, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებით სწავლობს, უფლებამოსილია „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადით (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) სწავლა გააგრძელოს იმავე უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება ან ისარგებლოს მობილობის უფლებით, გადავიდეს სხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე და მისთვის გამოყოფილი სახელმწიფო დაფინანსების დარჩენილი ოდენობა ამ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე გადაიტანოს; გ) სტუდენტს, რომელიც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლობს, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად, აკრედიტაციის საბჭოს მიერ დადგენილი ვადის (ასეთი ვადის არსებობის შემთხვევაში) გასვლიდან, აკრედიტაციაზე უარის თქმის შესახებ ან აკრედიტაციის გაუქმების შესახებ აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; დ) აბიტურიენტი, რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რანჟირების დოკუმენტის მიხედვით მოიპოვა უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლება, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით; ე) მაგისტრანტობის კანდიდატი, რომელიც სამაგისტრო გამოცდების კოეფიციენტებით რანჟირების დოკუმენტში მოხვდა, უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
9. უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის ვადის გასვლის შემთხვევაში სტუდენტს აკრედიტაციის საბჭოს გადაწყვეტილების საფუძველზე უფლება აქვს, მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებამდე სწავლა გააგრძელოს იმავე საგანმანათლებლო პროგრამაზე და მიიღოს სახელმწიფო დაფინანსება. სტუდენტს მიმდინარე სასწავლო სემესტრის დასრულებიდან 5 წლის ვადით უჩერდება სტუდენტის სტატუსი და ის უფლებამოსილია ისარგებლოს მობილობის უფლებით.
10. (ამოღებულია - 30.03.2022, №1466) .
11. თუ სააკრედიტაციო განაცხადი განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარედგინა აკრედიტაციის დებულებით განსაზღვრული სააკრედიტაციო განაცხადის წარდგენის ვადების დაცვით და განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორმა გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მაძიებლად ცნობის თაობაზე, აკრედიტაციის საბჭოს მიერ მიღებული, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „ბ“ ან „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული აკრედიტაციის თაობაზე გადაწყვეტილების ძალაში შესვლამდე აკრედიტაციის მაძიებლის მიერ წარდგენილი საგანმანათლებლო პროგრამა ჩაითვლება აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამად აკრედიტაციის ვადის გასვლიდან 180 კალენდარული დღის განმავლობაში. საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2017 წლის 23 დეკემბრის კანონი №1934 – ვებგვერდი, 11.01.2018წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2020 წლის 12 ივნისის კანონი №6285 – ვებგვერდი, 15.06.2020წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 16 მარტის კანონი №1430 – ვებგვერდი, 24.03.2022წ. საქართველოს 2022 წლის 30 მარტის კანონი №1466 – ვებგვერდი, 06.04.2022წ. საქართველოს 2025 წლის 9 დეკემბრის კანონი №1163 - ვებგვერდი, 12.12.2025წ. მუხლი 66 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 თავი XI. (ამოღებულია) საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 67. აკრედიტაციის სახეები საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 68. ინსტიტუციური აკრედიტაცია საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 69. ( ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 70. ( ამოღებულია) საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 71. ( ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 72. ( ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 73. ( ამოღებულია) საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 მუხლი 74. ( ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 თავი XII. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაცია მუხლი 75. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა 1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამა რეგულირდება შესაბამისი კანონმდებლობით.
2. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებია: ა) იურიდიული; ბ) სამედიცინო; გ) პედაგოგიური; დ) (ამოღებულია); ე ) საზღვაო; ვ) ვეტერინარიის; ზ) საექთნო; თ) მეან-ექთნის (Midwife).
3. რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის წესსა და საფასურს ამტკიცებს სამინისტრო განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის წარდგინებით.
4. (ამოღებულია).
5. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი უზრუნველყოფს რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამების დარგობრივი მახასიათებლების შემუშავებასა და დამტკიცებას. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2007 წლის 18 დეკემბრის კანონი №5625 - სსმ I, №48, 27.12.2007წ., მუხ.415 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2383 - სსმ I, №50, 31.12.2009წ., მუხ.400 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4043 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. მუხლი 76. რეგულირებადი პროფესიები 1. მხოლოდ კანონით შეიძლება დადგინდეს რეგულირებადი პროფესიების ჩამონათვალი , რომლებიც საჭიროებს აკადემიურ უმაღლეს განათლებას და სახელმწიფო სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარებას ან რომელთა განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელია სათანადო გამოცდის ჩაბარება .
2. რეგულირებად პროფესიებში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება შესაბამისი კანონმდებლობით.
3. პედაგოგიური საქმიანობის განსახორციელებლად მოთხოვნილი შესაბამისი კვალიფიკაციის მინიჭებისათვის აუცილებელი სათანადო გამოცდის ჩატარების წესი და პირობები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 21 თებერვლის კანონი №4043 – ვებგვერდი, 07.03.2024წ. მუხლი 77. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია 1. რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაციების მონაწილეობით და დასამტკიცებლად წარუდგენს სამინისტროს.
2. თუ შესაბამის დარგში არ არსებობს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროფესიული ასოციაცია, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის პირობებს შეიმუშავებს დაინტერესებული ორგანიზაციის/ორგანიზაციების და მხარეების მონაწილეობით.
3. (ამოღებულია - 19.02.2016, №4787) .
4. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი რეგულირებადი საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის შესახებ იღებს ამ კანონის 66-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2016 წლის 19 თებერვლის კანონი №4787 - ვებგვერდი, 07.03.2016წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი XIII. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საქმიანობის სახეები და მათი დაფინანსების წყაროები მუხლი 78. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობა არასამეწარმეო იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება ეწეოდეს საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ სხვა ეკონომიკურ საქმიანობას. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 79. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების საბიუჯეტო დაფინანსება ორიენტირებულია სწავლებაზე ან/და სამეცნიერო კვლევაზე, ამ დაწესებულებისათვის კადრების მომზადებაზე, გადამზადებასა და პროფესიულ განვითარებაზე. 1 1 . საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე საქართველოს მოქალაქის სწავლას სრულად აფინანსებს სახელმწიფო საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად, ხოლო საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში აკადემიური უმაღლესი განათლების პირველ და მეორე საფეხურებზე სხვა პირის სწავლის სახელმწიფოს მიერ დაფინანსების წესსა და პირობებს ადგენს საქართველოს მთავრობა.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი საქართველოს მთავრობის მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფინანსების წესისა და პირობების შესაბამისად გამოყოფილი დაფინანსება; ბ) გრანტის, შემოწირულების სახით ან ანდერძით მიღებული შემოსავლები; გ) საკონკურსო შერჩევის საფუძველზე სახელმწიფოს მიერ გაცემული სამეცნიერო-კვლევითი გრანტები; დ) (ამოღებულია); ე) (ამოღებულია - 10.12.2025, №1198) ; ე 1 ) ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსება; ე 2 ) სახელმწიფო უსაფრთხოების აკადემიისთვის საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ე 3 ) საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − დიპლომატიის აკადემიისთვის − აგრეთვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოყოფილი პროგრამული დაფინანსება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა, მათ შორის, ეკონომიკური საქმიანობით მიღებული შემოსავალები. საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2320 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1209 – ვებგვერდი, 17.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 28 მაისის კანონი №1625 – ვებგვერდი, 01.06.2026წ. მუხლი 80. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4999 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5304 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3436 – ვებგვერდი, 28.09.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 80 1 . (ამოღებულია) საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4999 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2011 წლის 24 ნოემბრის კანონი №5304 - ვებგვერდი, 08.12.2011წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 25 ნოემბრის კანონი №4562 - ვებგვერდი, 08.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3436 – ვებგვერდი, 28.09.2018წ. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5276 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 81. (ამოღებულია) საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3438 – ვებგვერდი, 05.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2022 წლის 13 აპრილის კანონი №1500 – ვებგვერდი, 19.04.2022წ. საქართველოს 2022 წლის 1 დეკემბრის კანონი №2251 – ვებგვერდი, 14.12.2022წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 82. (ამოღებულია) საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. მუხლი 83. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ერთეულისათვის სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტი გაიცემა კონკურსის საფუძველზე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
2. სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი ან სასწავლო გრანტის თანხა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა საქმიანობის დასაფინანსებლად.
3. მაგისტრატურისა და დოქტორანტურის პროგრამების სახელმწიფო დაფინანსება ხორციელდება სახელმწიფო სამეცნიერო-კვლევითი გრანტით, სამინისტროს მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, სპეციალური სახელმწიფო პროგრამით. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. თავი XIV. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება და ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 84. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება 1. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონება შედგება მისთვის სახელმწიფოს, იურიდიული და კერძო პირების მიერ გადაცემული, ასევე მის მიერ საკუთარი სახსრებით შეძენილი ქონებისაგან.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირისათვის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის სახელმწიფოს მიერ ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 85. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებით სარგებლობა 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის შეძენა, გასხვისება ან იჯარით გაცემა შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მოძრავ ქონებასთან დაკავშირებით ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღება, თუ იგი სცილდება საგანმანათლებლო და სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, შეიძლება მხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლობითი საბჭოს გადაწყვეტილებით, სამინისტროს თანხმობით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
2. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონების სამართავად შეიძლება შეიქმნას უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდი, რომელსაც გადაეცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქონებისა და ფინანსების ნაწილი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდს ქმნის და მას ფუნქციონირებისათვის აუცილებელ ქონებას გადასცემს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება. ქონების პირველადი გადაცემის დაბეგვრის საკითხი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
4. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება რეგენტთა საბჭოს თანხმობით ამტკიცებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის წესდებას, რომლითაც დგინდება ფონდის დირექტორის უფლებამოსილებები, ფონდისთვის გადაცემული ქონების მართვისა და განკარგვის წესები.
5. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული კერძო სამართლის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების უძრავი ქონების ან მისი ნაწილის გასხვისება და დატვირთვა საჭიროებს რეგენტთა საბჭოს თანხმობას.
6. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონება რეგენტთა საბჭოს (საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − შესაბამისად საქართველოს კულტურის სამინისტროს ან საქართველოს სპორტის სამინისტროს, სამინისტროს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს) თანხმობით შეიძლება უსასყიდლო ფლობისა და სარგებლობის უფლებით გადაეცეს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც ახორციელებს ამ კანონის მე-11 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ სკოლისგარეშე სახელოვნებო-შემოქმედებითი/სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამების სწავლებას. საქართველოს 2009 წლის 18 დეკემბრის კანონი №2379 - სსმ I, №48, 29.12.2009წ., მუხ.364 საქართველოს 2011 წლის 22 მარტის კანონი №4469-ვებგვერდი, 01.04.2011წ. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1632 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. მუხლი 86. სახელმწიფოს მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისთვის გადაცემული ქონება 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნებისას სახელმწიფო მას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გადასცემს შესაბამის ქონებას.
2. გადასაცემი ქონების ნუსხა ერთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დაფუძნების აქტს.
3. გადასაცემი ქონების ნუსხაში მიეთითება: ა) ქონების ჩამონათვალი; ბ) დამოუკიდებელი აუდიტის მიერ ქონების მდგომარეობის შეფასების შედეგები ან საბალანსო მონაცემები.
4. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ლიკვიდაციის შედეგად დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ლიკვიდაცია იწვევს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების განვითარების ფონდის ლიკვიდაციასაც, ხოლო დარჩენილი ქონება სრულად უბრუნდება სახელმწიფოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. მუხლი 86 1 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირში − უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი 1. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლი გულისხმობს სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის − უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების ზედამხედველობას.
2. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლს ახორციელებენ შესაბამისად სამინისტრო, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, საქართველოს კულტურის სამინისტრო და საქართველოს სპორტის სამინისტრო.
3. ნორმატიული აქტების შესრულების კონტროლის განმახორციელებელ ორგანოებს უფლება აქვთ, მოითხოვონ მის განსახორციელებლად საჭირო მასალებისა და ინფორმაციის წარმოდგენა. საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2017 წლის 7 დეკემბრის კანონი №1632 – ვებგვერდი, 14.12.2017წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2023 წლის 30 ნოემბრის კანონი №3826 – ვებგვერდი, 15.12.2023წ. საქართველოს 2024 წლის 12 დეკემბრის კანონი №84 - ვებგვერდი, 28.12.2024წ. თავი XIV 1 . უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 86 2 . უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა 1. უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში აისახება ინფორმაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების, შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამების, საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი პერსონალისა და საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის უფლების მქონე/ჩარიცხული პირების პერსონალური მონაცემების შესახებ (მათ შორის, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში − მათი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემები), აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ინფორმაცია.
2. სამინისტროს მიერ მონაცემების უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეგროვებას, შენახვას, დამუშავებას, ანალიზსა და ადმინისტრირებას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების დაცვით, დადგენილი წესით უზრუნველყოფს სამინისტროს მიერ განსაზღვრული, მის სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი უფლებამოსილია იმავე პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით მიიღოს და გამოიყენოს სამინისტროს სისტემაში შემავალ სხვა საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში არსებული პერსონალური მონაცემები. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 86 3 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ვალდებულებები და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემების სისწორის პრეზუმფცია 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში შეიტანოს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შესაბამისი ინფორმაციის დროულად შეუტანლობა შეიძლება გახდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემებზე დაყრდნობით განსახორციელებელი სათანადო მოქმედების შეჩერების ან ამ მოქმედების განხორციელებაზე უარის თქმის საფუძველი.
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სამართლებრივ აქტებში ასახულ ინფორმაციასა და უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახულ შესაბამის ინფორმაციას შორის განსხვავების არსებობის შემთხვევაში გაითვალისწინება უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის მონაცემები.
4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში შესაძლებელია დადგინდეს უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის დადასტურების ფორმები. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. მუხლი 86 4 . პასუხისმგებლობა უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში შეტანილი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისათვის პასუხისმგებელია ამ ინფორმაციის აღნიშნულ სისტემაში ასახვის ვალდებულების მქონე სუბიექტი. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3444 – ვებგვერდი, 09.10.2018წ. თავი XV. გარდამავალი დებულებანი მუხლი 87. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მართვა 1. დაფუძნებულად ჩაითვალოს საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებით ამ კანონის ძალაში შესვლამდე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები.
2. ამ კანონის ძალაში შესვლა იწვევს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორისა და ფაკულტეტების დეკანების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია რექტორის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ რექტორს, ან რექტორის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროფესორი. საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია ვადამდე გაათავისუფლოს რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. ფაკულტეტის დეკანის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა ფორმდება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების რექტორის მოვალეობის შემსრულებლის აქტით, რომელიც უფლებამოსილია დეკანის მოვალეობის შესრულება დააკისროს გათავისუფლებულ დეკანს ან დეკანის მოვალეობის დროებით შემსრულებლად დანიშნოს სხვა კანდიდატურა.
3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მართვის ორგანოების პირველ არჩევნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ატარებენ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით ამ კანონის ამოქმედებიდან არა უგვიანეს 2 წლისა.
4. საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ამ კანონის შესაბამისი მართვის ორგანოების პირველი არჩევიდან არა უგვიანეს 6 თვისა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დასამტკიცებლად წარუდგენენ ამ კანონის შესაბამის ახალ წესდებებს.
5. ამ კანონის შესაბამისად აკადემიური საბჭოს პირველი შემადგენლობის არჩევისთანავე წილისყრის საფუძველზე განისაზღვრება წევრთა ერთი მესამედი, რომელთა არჩევის ვადა განისაზღვრება ძირითადი საგანმანათლებლო საფეხურის ხანგრძლივობის ნახევარი ვადით.
6. (ამოღებულია - 27.06,2024, №4298) .
7. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი, დოქტორანტურა) სწავლებაზე სრული გადასვლა და შესაბამისი აკადემიური ხარისხების მინიჭება უზრუნველყონ არაუგვიანეს 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისა. ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამებით (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დიპლომირებული სპეციალისტი) სწავლებაზე სრულ გადასვლამდე ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების კურსდამთავრებულები მიიღებენ უმაღლესი განათლების დიპლომს, რომელიც უთანაბრდება მაგისტრის დიპლომს.
8. უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა ამ კანონით გათვალისწინებული საგანმანათლებლო პროგრამების განსახორციელებლად 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისამდე უზრუნველყონ ევროპული კრედიტების ტრანსფერის სისტემაზე გადასვლა.
9. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2009 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების შესაბამისობა ამ კანონთან.
10. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010–2011 სასწავლო წლის დაწყებამდეუზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ მ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესისდამტკიცება.
11. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2010 წლის 15 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების დამტკიცება, ხოლო 2011 წლის 1 მარტამდე – ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციის დებულების დამტკიცება.
12. საქართველოს პრეზიდენტმა, საქართველოს მთავრობამ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2011 წლის 1 მარტამდე უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
13. ამ კანონის 75-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეგულირებადი აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ დაწესებულებებს მიეცეთ უფლება, განახორციელონ საზღვაო აკადემიური უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, აკრედიტაციის მიუხედავად, 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1645 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. მუხლი 88. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტატუსი და დაფინანსება 1. „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ჩაითვალონ ამ კანონის შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონედ 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე. სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩაითვალოს იმ დაწესებულების სტუდენტებზე 2007−2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელთაც ზემოაღნიშნული ბრძანებულების შესაბამისად უარი ეთქვათ აკრედიტაციის მინიჭებაზე. 1 1 . 2010 წლის 1 სექტემბრამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩარიცხული სტუდენტის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა ლიცენზირებულმა ან კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. 1 2 . კანონით ლიცენზირებულად ჩათვლილი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მიერ 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ, ამ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აკრედიტაციის მიუხედავად. 1 3 . სახელმწიფოს მიერ აღიარებულია 2005 წლამდე ჩარიცხული პირის მიერ უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც გასცა იმ უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ, რომელიც მისთვის კვალიფიკაციის მინიჭების დროს ფლობდა უმაღლესი საგანმანათლებლო საქმიანობის ლიცენზიას.
2. ( ამოღებულია) .
3. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროგრამული აკრედიტაციის განხორციელებამდე, მაგრამ არა უგვიანეს 2013–2014 სასწავლო წლის დაწყებისა, ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ყველა ლიცენზირებული კერძო სამართლის იურიდიული პირის, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად.
4. ( ამოღებულია) .
5. (ამოღებულია).
6. საქართველოს მთავრობამ 2005-2006 სასწავლო წლიდან უზრუნველყოს უმაღლესი განათლების დაფინანსების ამ კანონით განსაზღვრულ სისტემაზე ეტაპობრივი გადასვლა.
7. სახელმწიფო სასწავლო გრანტი და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინსტიტუციური აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ამ დაწესებულებების მიერ ავტორიზაციაზე განაცხადის წარდგენის მომენტში არ იარსებებს შესაბამისი პროგრამის აკრედიტაციის შესაძლებლობა, ეს პროგრამა აკრედიტებულად ითვლება სათანადო პირობების შექმნამდე. 7 1 . 2010 წლის 1 სექტემბრამდე ინსტიტუციური აკრედიტაციის მქონე ან ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ ახალდაფუძნებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ინსტიტუციური აკრედიტაციის ვადის გასვლამდე ჩარიცხული სტუდენტების ინტერესების გათვალისწინებით, აკრედიტაციის საბჭო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საგანმანათლებლო პროგრამის 5 წელზე ნაკლები ვადით აკრედიტაციის შესახებ. აკრედიტაციის სამართლებრივი შედეგები ვრცელდება მხოლოდ აღნიშნულ სტუდენტებზე.
8. საქართველოს მთავრობა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისთვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ოდენობებს. საქართველოს მოქალაქეებისთვის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულმა უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2005-2006 სასწავლო წლიდან 2025-2026 სასწავლო წლის ჩათვლით უზრუნველყონ საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობების შესაბამისად უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის საფასურის განსაზღვრა. სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული საგანმანათლებლო პროგრამების, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისა და უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განხორციელებული ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების ამ მუხლით გათვალისწინებულისგან განსხვავებული საფასურების განსაზღვრა შესაძლებელია საქართველოს მთავრობასთან შეთანხმებით.
9. (ამოღებულია).
10. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
11. (ამოღებულია – 28.02.2012, №5718).
12. 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირები – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წარუდგენენ წინადადებებს მათი ფილიალების უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებად ჩამოყალიბების მიზანშეწონილობის შესახებ.
13. საქართველოს მთავრობის მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება რეორგანიზებულ იქნეს კერძო სამართლის იურიდიულ პირად, რის შედეგადაც აღნიშნული იურიდიული პირი ჩაითვლება შესაბამისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის უფლებამონაცვლედ.
14. საქართველოს მთავრობამ ამ პუნქტის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში უზრუნველყოს რეგენტთა საბჭოს შექმნა და მისი დებულების დამტკიცება. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1443 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.170 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2006 წლის 14 დეკემბრის კანონი №3987 - სსმ I, №48, 22.12.2006წ., მუხ.354 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 20 სექტემბრის კანონი №3436 – ვებგვერდი, 28.09.2018წ. საქართველოს 2020 წლის 5 თებერვლის კანონი №5709 – ვებგვერდი, 10.02.2020წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №613 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2021 წლის 14 დეკემბრის კანონი №1072 – ვებგვერდი, 23.12.2021წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1645 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. მუხლი 89. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი, განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი და საგანმანათლებლო პროგრამების თავსებადობა 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ეროვნული გამოცდების ცენტრის დებულების დამტკიცება.
2. 2007-2008 სასწავლო წლის დასაწყისისათვის საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის საქმიანობის დაწყება.
3. ეროვნული გამოცდების ცენტრის ფუნქციებს მის შექმნამდე ასრულებენ სამინისტრო და საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 3 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული გამოცდების ცენტრის უფლებამონაცვლე, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის უფლებამონაცვლე. 3 2 . რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე. 3 3 . რეორგანიზებულ იქნეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის უფლებამონაცვლე.
4. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2005-2006 სასწავლო წლისთვის უზრუნველყოს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, ზოგად უნარებში, უცხო ენებსა (ინგლისური, გერმანული, ფრანგული ან რუსული) და მათემატიკაში, ხოლო 2006-2007 სასწავლო წლისთვის – აგრეთვე სხვა საგნებში. გამოცდების ჩატარების წესს და მათ სავალდებულო/არჩევით ხასიათს ამ კანონის შესაბამისად განსაზღვრავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო.
5. საგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის შექმნამდე მისი ფუნქციების განხორციელება უზრუნველყოს „საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭოს დებულებისა და პერსონალური შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 20 ივლისის №418 ბრძანებულების შესაბამისად შექმნილმა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებათა აკრედიტაციის საბჭომ. 5 1 . საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახურის განათლების აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სააკრედიტაციო სამსახური, ხოლო საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის სახელწოდების ცვლილებასთან დაკავშირებული ღონისძიებების დასრულებამდე მის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი. 5 2 . დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების აკრედიტაციის ეროვნული ცენტრი. 5 3 . დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2013 წლის 1 სექტემბრამდე განახორციელოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – გამოცდების ეროვნული ცენტრის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრად რეორგანიზაციასთან დაკავშირებული ღონისძიებები. ამ ღონისძიებების დასრულებამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ფუნქციებს ასრულებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გამოცდების ეროვნული ცენტრი.
6. (ამოღებულია). 6 1 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაციის განხორციელება. 6 2 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2017–2018 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტითა და 54 2 მუხლით გათვალისწინებული წესების შემუშავება და დამტკიცება. შესაბამისი წესის დამტკიცებამდე უმაღლესი განათლების მქონე პირი მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე მიიღება და მასწავლებლის მომზადების სერტიფიკატი გაიცემა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად. 6 3 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2011 წლის 31 დეკემბრამდეუზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წესისდამტკიცება. 6 4 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2012–2013 სასწავლო წლის დაწყებამდე გაიაროს ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის აკრედიტაცია. ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პირველი აკრედიტაციის ჩატარებამდე უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა ითვლება აკრედიტებულად.
7. 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა უზრუნველყონ მაგისტრატურის 120-კრედიტიან პროგრამაზე გადასვლა.
8. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან. 8 1 . (ამოღებულია - 09.06,2026, №1645) . 8 2 . (ამოღებულია - 09.06,2026, №1645) . 8 3 . (ამოღებულია - 09.06,2026, №1645) . 8 4 . უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების მიზნებისათვის ის საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი, რომელიც კანონით გათანაბრებულია პროფესიული უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომთან, ჩაითვალოს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტთან გათანაბრებულად. 8 5 . (ამოღებულია - 09.06,2026, №1645) . 8 6 . 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად გაცემული უმაღლესი განათლების დიპლომი გათანაბრებულია მაგისტრის დიპლომთან.
9. ამ კანონის ძალაში შესვლამდე მოპოვებული მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხი გათანაბრებულია დოქტორის აკადემიურ ხარისხთან.
10. ამ მუხლის მე-9 პუნქტი ვრცელდება აგრეთვე პირებზე, რომლებიც გახდნენ ან გახდებიან ასპირანტები (მაძიებლები) და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მოიპოვებენ მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხს, მაგრამ არა უგვიანეს 2006 წლის 31 დეკემბრისა. 10 1 . დოქტორის აკადემიური ხარისხის მქონე პირს უფლებრივი მდგომარეობით უთანაბრდება პირი, რომელსაც 2007 წლამდე აქვს მინიჭებული დოცენტის ან პროფესორის სამეცნიერო-პედაგოგიური წოდება შესაბამის სახელოვნებო-შემოქმედებით ან არქიტექტურის სფეროში. 10 2 . დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს პირს, რომელმაც დაასრულა ერთსაფეხურიანი საგანმანათლებლო პროგრამა და რომელიც ამ პროგრამის განხორციელების დროს უფლებამოსილი იყო სწავლა გაეგრძელებინა ასპირანტურაში.
11. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა – უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყონ დაწესებულებაში დასაქმებული პროფესორ-მასწავლებლებისა და მეცნიერ-თანამშრომლების გადაყვანა ამ კანონით გათვალისწინებულ შესაბამის აკადემიურ თანამდებობებზე.
12. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2006-2007 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“, „ზ“, „ი“, „ნ“ და „ო“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული აქტების მიღება. 12 1 . საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2009 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სამაგისტრო გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტების განაწილების წესის დამტკიცება. 12 2 . იმ პირებს, რომლებმაც 2013 წლამდე საერთო სამაგისტრო გამოცდების შემდეგ და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრულ გამოცდამდე/გამოცდებამდე მიიღეს უმაღლესი განათლების აკადემიური ხარისხის დამადასტურებელი დოკუმენტი და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ჩაირიცხნენ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურაში, საერთო სამაგისტრო გამოცდა ჩაეთვალოთ ჩაბარებულად.
13. ამ კანონის ნორმებსა და „განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმებთან წინააღმდეგობის წარმოქმნის შემთხვევაში მოქმედებს ამ კანონის ნორმები.
14. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები, რომლებსაც 2006 წელს მიენიჭათ ინსტიტუციური აკრედიტაცია, უმაღლესი პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებისათვის საჭიროებენ განმეორებით აკრედიტაციას პროფესიული უმაღლესი განათლების ნაწილში.
15. 2008-2009 სასწავლო წლის დაწყებამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების შესაბამისობა ამ კანონის მე-2 მუხლის „ღ“, „ღ 1 “ და „ჰ 18 “ ქვეპუნქტებთან და მე-9 მუხლის პირველ პუნქტთან.
16. (ამოღებულია).
17. 2007-2008 სასწავლო წელს ჩარიცხვა აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამებით სწავლისათვის ხორციელდება ამ კანონით დადგენილისაგან განსხვავებული წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. 17 1 . დაუშვებელია დიპლომირებული სპეციალისტის (პროფესიული უმაღლესი განათლების) საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010–2011 სასწავლო წლის შემდეგ. ამ დრომდე ჩარიცხულ პირებზე სახელმწიფო სასწავლო გრანტი გაიცემა 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი წესით. 17 2 . ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის /სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის გაგრძელების შემთხვევაში უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ დიპლომირებული სპეციალისტის მიერ დაგროვებული კრედიტები შეიძლება ჩათვალოს ბაკალავრის, დიპლომირებული მედიკოსის / სტომატოლოგის /ვეტერინარის აკადემიური ხარისხის მოპოვების მიზნებისათვის. ბაკალავრიატის, დიპლომირებული მედიკოსის/ სტომატოლოგის/ვეტერინარის საგანმანათლებლო პროგრამით სწავლისთვის დიპლომირებული სპეციალისტი უნდა ჩაირიცხოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 17 3 . უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც 2010 წლის 1 სექტემბრისთვის ახორციელებს სახელობო საგანმანათლებლო საქმიანობას, უფლებამოსილია სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხულ პირთა მიერ შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებამდე განახორციელოს აღნიშნული საგანმანათლებლო საქმიანობა. დაუშვებელია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ სახელობო საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტთა მიღება 2010 წლის 1 სექტემბრის შემდეგ.
18. 2009 წელს კერძო სამართლის იურიდიული პირი – აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება და ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული კერძო სამართლის იურიდიული პირი – ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილი არიან, არ გაერთიანდნენ ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში და მაგისტრანტობის კანდიდატები მიიღონ ამ კანონის 52 1 მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული წესით.
19. 2009 წელს შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია, საერთო სამაგისტრო გამოცდებამდე ჩაატაროს მაგისტრანტობის კანდიდატისთვის განსაზღვრული გამოცდა/გამოცდები. აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია, 2009 წლის 7 ივნისამდე დაადგინოს ამ კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარების წესი.
20. ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების ძალაში შესვლის შემდეგ ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებულია გაიაროს ავტორიზაცია. აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ავტორიზებულად ითვლება აკრედიტაციის დარჩენილი ვადით. ამ ვადის გასვლის შემდეგ ისინი სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემის უფლების მოსაპოვებლად ვალდებული არიან გაიარონ ავტორიზაცია.
21. 2010 წლის 1 სექტემბრამდე ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხულ პირებზე ვრცელდება 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი სამართლებრივი რეჟიმი.
22. ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ავტორიზაციის გავლის სამართლებრივი შედეგები არ ვრცელდება ამ დაწესებულებაში ავტორიზაციის გავლამდე ჩარიცხულ პირებზე. მათზე ვრცელდება ავტორიზაციის გავლამდე მოქმედი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარებას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის შემთხვევაში ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი პირობებით. ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული პირების მიერ მიღებული უმაღლესი განათლების სახელმწიფო აღიარების პირობები და საფასური დგინდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ნორმატიული ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით.
23. 2010 წლის 1 სექტემბრიდან 10 დღის ვადაში ყველა ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, გარდა აკრედიტებული ან 2010 წლის 1 სექტემბრამდე მოქმედი ამ კანონის 66 1 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ახალდაფუძნებული ლიცენზირებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს წარუდგინოს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია (როგორც ბეჭდური, ისე ელექტრონული ფორმით). 23 1 . ამ მუხლის 23-ე პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სიაში მითითებული პირი უფლებამოსილია სწავლა გააგრძელოს იმ ლიცენზირებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელსაც განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში წარდგენილი აქვს ამ დაწესებულებაში ჩარიცხულ პირთა სია.
24. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ახორციელებს იმ აბიტურიენტთა ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვას, რომლებმაც 2010 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გასვლა ვერ მოახერხეს აღნიშნული სამინისტროს სისტემაში შემავალი ორგანოების ბრალეული ქმედების გამო. ბრალის არსებობა დადასტურებული უნდა იქნეს შესაბამისი წარმოებით. აბიტურიენტები უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხებიან საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტით, 1 წლით. ამ ვადის განმავლობაში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს აღნიშნული პირების სწავლის დაფინანსებას საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალური ოდენობის ფარგლებში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ითვალისწინებს სარეგისტრაციო განაცხადში ფაკულტეტის და აკადემიური უმაღლესი ან /და პროფესიული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის ან/და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამის პრიორიტეტულ ჩამონათვალს და ინსტიტუციური აკრედიტაციის შედეგად უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებისათვის განსაზღვრული სტუდენტთა საერთო რაოდენობის ფარგლებში არსებული ვაკანტური ადგილების რაოდენობას. ეს პირები საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაზე/სპეციალობაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებენ მხოლოდ მომდევნო წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის შემთხვევაში უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობს ამ პირების მიერ მოპოვებულ კრედიტებს, ხოლო სახელმწიფო სასწავლო გრანტის მინიჭება ხდება ამ კანონის 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი წესით.
25. ამ პუნქტის ამოქმედებამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასთან არაღიარებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განმახორციელებელი საგანმანათლებლო დაწესებულების უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეერთების გზით რეორგანიზაცია იწვევს ამ პროგრამებზე ჩარიცხულ სრული ზოგადი განათლების მქონე პირებზე აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი რეჟიმის გავრცელებას.
26. იმ პირებზე, რომლებიც ამ პუნქტის ამოქმედებამდე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩაირიცხნენ ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად და რომლებზედაც არ გაიცა სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − ატესტატი − სისხლის ან ადმინისტრაციული სამართალწარმოების გამო, ვრცელდება ნამდვილი ატესტატის გამოყენებისათვის განსაზღვრული ყველა სამართლებრივი შედეგი.
27. 2011 წელს სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე, მსმენელის სტატუსის მოპოვების გარეშე ბაკალავრიატის პირველი სასწავლო წლის საგანმანათლებლო პროგრამაზე პირობით მიღებული პირი მსმენელის სტატუსსა და სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების შესაბამის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების უფლებას მოიპოვებს 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვრის გადალახვის შემთხვევაში.
28. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლა საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე, სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და დადგენილ ვადებში დასაშვებია უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის, რომლებმაც საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის გაგრძელების უფლება ამ კანონის ამოქმედებამდე მოიპოვეს და რომლებსაც აქვთ საქართველოში გაცემული, სახელმწიფოს მიერ აღიარებული უმაღლესი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
29. საქართველოს ის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელსაც ამ პუნქტის ამოქმედებამდე დადებული აქვს სტუდენტთა გაცვლის შესახებ ხელშეკრულება უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულებასთან, ვალდებულია განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს მიმართოს აღნიშნული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების ამ ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარების შესახებ წერილობითი ინფორმაციის მისაღებად. საქართველოს 2005 წლის 13 მაისის კანონი №1444 - სსმ I, №25, 02.06.2005წ., მუხ.171 საქართველოს 2006 წლის 17 მარტის კანონი №2795 - სსმ I, №9, 31.03.2006წ., მუხ.67 საქართველოს 2007 წლის 28 მარტის კანონი №4529 - სსმ I, №15, 23.04.2007წ., მუხ.118 საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 6 ივლისის კანონი №3376 - სსმ I, №40, 20.07.2010წ., მუხ.253 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2010 წლის 15 დეკემბრის კანონი №4040 - სსმ I,№75, 27.12.2010წ., მუხ.464 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2012 წლის 15 მაისის კანონი №6177 – ვებგვერდი, 29.05.2012წ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 5 აპრილის კანონი №518 – ვებგვერდი, 24.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1081 – ვებგვერდი, 20.09.2013წ. საქართველოს 2014 წლის 17 ოქტომბრის კანონი №2690 - ვებგვერდი, 27.10.2014წ საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. საქართველოს 2021 წლის 9 ივნისის კანონი №613 – ვებგვერდი,14.06.2021წ. საქართველოს 2026 წლის 9 ივნისის კანონი №1645 – ვებგვერდი, 11.06.2026წ. მუხლი 89 1 . საქართველოში საომარი მოქმედებების გამო სტუდენტებისთვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები 1. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული უმაღლესი განათლების აღიარება ხდება მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიღებული განათლების აღიარების შემდეგ საქართველოს მოქალაქესა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 20 13 მუხლით გათვალისწინებულ პირს უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით.
2. 2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულ პირთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით.
3. საქართველოს მოქალაქეებს, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ცხოვრობდნენ რუსეთის ფედერაციაში და ირიცხებოდნენ ამ ქვეყნის მიერ აღიარებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, სწავლა განაგრძონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე, მინისტრის მიერ დადგენილი წესით. საქართველოს 2008 წლის 10 დეკემბრის კანონი №673 - სსმ I, №38, 19.12.2008წ., მუხ.241 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 1 ივლისის კანონი №4999 - ვებგვერდი, 15.07.2011წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3041 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 2 . საქართველოში სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები 2012 წელს სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით. საქართველოს 2012 წლის 21 დეკემბრის კანონი №141 - ვებგვერდი, 27.12.2012წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 3 . საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარება 1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ და საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყონ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების საკითხის ერთობლივი შესწავლა, საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ 2005 წლიდან 2015 წლის 1 იანვრამდე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების აღიარების წესის შემუშავება და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ დამტკიცება.
2. საქართველოს საპატრიარქომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წესის საფუძველზე აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონის 47 5 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დიპლომის ფორმასთან შესაბამისობა. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 89 4 . მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაცია საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ამ კანონის საფუძველზე დაფუძნებული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები 2015 წლის 1 იანვრამდე ითვლება ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულად. 2015 წლის 1 იანვრიდან აღნიშნული მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები ექვემდებარება ავტორიზაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 1 საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. მუხლი 89 5 . სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ აკადემიური ხარისხის მინიჭების წესი 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უფლებამოსილია 2015 წლის 1 იანვრამდე თავად განსაზღვროს მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი განათლების სფეროში აკადემიური ხარისხის მინიჭების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და მიანიჭოს აკადემიური ხარისხი მის მიერ განსაზღვრული წესის საფუძველზე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე გაცემული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი აღიარებულია სახელმწიფოს მიერ. საქართველოს 2012 წლის 28 დეკემბრის კანონი №187 - ვებგვერდი, 29.12.2012წ. მუხლი 89 6 . საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში/მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხული სტუდენტები 1. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2016 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ.
2. საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში 2013 წლის 1 იანვრამდე ჩარიცხული სტუდენტები ჩაითვალონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩარიცხულებად. მათ მიერ ამ დაწესებულებაში ჩარიცხვამდე მიღებული განათლების აღიარება და კრედიტებით გაანგარიშება განახორციელოს შესაბამისმა დაწესებულებამ. საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. მუხლი 89 7 . საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული სტუდენტების მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობის ღონისძიებები საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებულ სტუდენტთა უმაღლესი განათლების დაფინანსებისათვის საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამებზე სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოყოფილი თანხის ოდენობა 2013 და 2014 წლებში შეიძლება აღემატებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული სოციალური პროგრამის ფარგლებში გამოსაყოფი თანხის მაქსიმალურ ოდენობას. ამ პირთა სახელმწიფო სასწავლო გრანტითა და სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით დაფინანსების ოდენობასა და პირობებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა სამინისტროს წარდგინებით. საქართველოს 2013 წლის 26 დეკემბრის კანონი №1882 - ვებგვერდი, 27.12.2013წ. საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3026 – ვებგვერდი, 11.07.2018წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 8 . საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად განსახორციელებელი ღონისძიებები 1. საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია „ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომელიც მოქმედებს ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის სახელით, და საქართველოს შორის „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმების (კომპაქტის)“ რატიფიცირების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2013 წლის 4 ოქტომბრის დადგენილებით რატიფიცირებული „ათასწლეულის გამოწვევის შეთანხმებით (კომპაქტით)“ გათვალისწინებულ ვალდებულებათა შესასრულებლად განსაზღვროს: ა) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; ბ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; გ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები; დ) საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან- დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების დასრულებისას სტუდენტებისათვის კვალიფიკაციის მინიჭების, კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემისა და აღიარების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილისაგან განსხვავებული წესი და პირობები.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სან-დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობით განსახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები ჩაითვალოს აკრედიტებულად იმ ვადით, რომლითაც ითვლება აღიარებულად/აკრედიტებულად ამერიკის შეერთებული შტატების კანონმდებლობით. საქართველოს 2014 წლის 26 დეკემბრის კანონი №2992 – ვებგვერდი, 31.12.2014წ. მუხლი 89 9 . ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის საგანმანათლებლო დაწესებულებაში მიღებული განათლების აღიარება 1. საქართველოს საპატრიარქო სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიარებს იმ პირების განათლებას, რომლებმაც განათლება 2005 წლამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში მიიღეს და რომლებიც ვერ ახერხებენ საკუთარი განათლების ან კვალიფიკაციის დადასტურებას.
2. საქართველოს საპატრიარქო უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით გასცეს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი − დიპლომი/დიპლომის ასლი.
3. პირს, რომელიც სწავლობდა 2013 წლის 1 იანვრამდე ლიკვიდირებულ ან საგანმანათლებლოსაქმიანობაშეწყვეტილ საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის დაწესებულებაში, უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მოიპოვოს სტუდენტის სტატუსი.
4. მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ დადგენილი წესით აღიაროს ამ მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირის მიერ სტუდენტის სტატუსის მოპოვებამდე მიღებული განათლება. საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. მუხლი 89 10 . (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2018 წლის 18 აპრილის კანონი №2148 – ვებგვერდი, 01.05.2018წ. საქართველოს 2018 წლის 4 მაისის კანონი №2320 – ვებგვერდი, 21.05.2018წ. მუხლი 89 11 . (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. მუხლი 89 12 . (ამოღებულია) საქართველოს 2015 წლის 27 ნოემბრის კანონი №4582 - ვებგვერდი, 10.12.2015წ. საქართველოს 2016 წლის 16 დეკემბრის კანონი №105 - ვებგვერდი, 05.01.2017წ. საქართველოს 2022 წლის 10 მაისის კანონი №1548 – ვებგვერდი, 24.05.2022წ. მუხლი 89 13 . ვეტერინარის განათლება (მილევად რეჟიმში არსებული საგანმანათლებლო პროგრამები) 1. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა განახორციელოს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე და ამ პროგრამაზე აბიტურიენტები მიიღოს 2017 წლის ჩათვლით.
2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ვალდებულია 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე უზრუნველყოს ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული იმ სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანა, რომლებსაც 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებამდე არ მიენიჭებათ კვალიფიკაცია ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად.
3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ვეტერინარის ბაკალავრიატის 240-კრედიტიან უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამაზე 2017 წლის ჩათვლით ჩარიცხული სტუდენტების ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო პროგრამაზე გადაყვანის შემთხვევაში ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო პროგრამით სტუდენტის სწავლა დაფინანსდება სტუდენტის მიერ თავდაპირველი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამით სწავლის დაფინანსებისათვის მიღებული სახელმწიფო სასწავლო გრანტის ოდენობისა და დარჩენილი წლების გათვალისწინებით, არაუმეტეს 5 წლის განმავლობაში. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ. მუხლი 89 14 . 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირებული, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირების, რომლებმაც ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩარიცხვის საფუძველი 1. „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც 2019 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის/საერთო სამაგისტრო გამოცდებისთვის დარეგისტრირდნენ, მაგრამ ვერ შეძლეს აღნიშნულ გამოცდებში მონაწილეობა ან მიიღეს მონაწილეობა ამ გამოცდებში, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისად, ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებულ საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარის მომზადების, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის ან მაგისტრატურის აკრედიტებულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და დაფინანსდნენ, შესაბამისად, სახელმწიფო სასწავლო გრანტით ან სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტით, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირი საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ირიცხება განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე.
4. საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ მუხლის შესაბამისად ჩარიცხული სტუდენტი დაფინანსებას მიიღებს აღნიშნულ დაწესებულებაში ჩარიცხვიდან 1 წლის განმავლობაში. სტუდენტს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დაფინანსება გაუგრძელდება ყოველწლიურად (ბაკალავრი დაფინანსებას მიიღებს ჯამში 4 სასწავლო წლის განმავლობაში, ხოლო მაგისტრანტი − ჯამში 2 სასწავლო წლის განმავლობაში), თუ სტუდენტი 2019-2020 სასწავლო წელს (ბაკალავრი − აგრეთვე მომდევნო 3 სასწავლო წლის, ხოლო მაგისტრანტი − აგრეთვე მომდევნო 1 სასწავლო წლის განმავლობაში) დააგროვებს მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით გათვალისწინებულ კრედიტების რაოდენობას. საქართველოს 2019 წლის 3 ოქტომბრის კანონი №5091 – ვებგვერდი, 04.10.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 15 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში იმ მსჯავრდებულების ჩარიცხვის საფუძველი, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები 1. იმ მსჯავრდებულებს, რომლებმაც 2019 წელს წარმატებით ჩააბარეს სამაგისტრო გამოცდები, მაგრამ ვერ მოიპოვეს უფლება, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, უფლება აქვთ, 2019-2020 სასწავლო წელს ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე მინისტრის მიერ დამტკიცებული წესით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირთა ნუსხა, რომელთაც უფლება აქვთ, ჩაირიცხონ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე, განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ირიცხებიან განცხადებისა და ამავე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე. საქართველოს 2019 წლის 1 ნოემბრის კანონი №5279 – ვებგვერდი, 04.11.2019წ. საქართველოს 2021 წლის 16 მარტის კანონი №339 – ვებგვერდი, 18.03.2021წ. მუხლი 89 16 . 2020 წელს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის საფუძველი 1. აბიტურიენტი, რომელსაც სურს 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩაირიცხოს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში, გადის შესაბამის კონკურსს სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ დადგენილი წესით სახელოვნებო-შემოქმედებითი ან სასპორტო უმაღლესი განათლების მისაღებად.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ აბიტურიენტზე არ ვრცელდება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მოქმედება. საქართველოს 2020 წლის 25 ივნისის კანონი №6498 – ვებგვერდი, 01.07.2020წ. მუხლი 89 17 . სამხედრო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და მობილობის ამოქმედების ვადა ამ კანონის 43-ე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების მოქმედება გავრცელდეს აღნიშნული პუნქტების ამოქმედების შემდეგ სამხედრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხულ სტუდენტზე. საქართველოს 2022 წლის 25 მაისის კანონი №1612 – ვებგვერდი, 06.06.2022წ. მუხლი 89 18 . საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით 2023 წელს გასატარებელი ღონისძიებები საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ფინანსური დავალიანების მქონე სტატუსშეჩერებული სტუდენტების სწავლის ხელშეწყობის მიზნით საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია 2023 წელს გამოსცეს შესაბამისი ნორმატიული აქტი. საქართველოს 2023 წლის 15 დეკემბრის კანონი №3957 – ვებგვერდი, 25.12.2023წ. მუხლი 89 19 . ზოგიერთ პირზე სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნის გავრცელება ამ კანონის 52-ე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტითა და 52 1 მუხლის მე-7 პუნქტის „ბ 1 “ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამინისტროს მიერ განსაზღვრული ვადით უცხო ქვეყანაში ცხოვრების მოთხოვნა, უკრაინასა და ისრაელის სახელმწიფოში განხორციელებული საომარი მოქმედებებიდან გამომდინარე, არ ვრცელდება იმ პირებზე, რომლებიც 2021-2022 სასწავლო წლიდან ჩაირიცხნენ/ჩაირიცხებიან უკრაინის ან ისრაელის სახელმწიფოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში. საქართველოს 2024 წლის 15 მაისის კანონი №4163 – ვებგვერდი, 21.05.2024წ. მუხლი 89 20 . ონლაინუნივერსიტეტის შექმნასთან დაკავშირებით განსახორციელებელი ღონისძიება საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაევალოს, 2028 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს ონლაინუნივერსიტეტის კონცეფცია/მოდელი და სტანდარტი. მუხლი 89 21 . სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ იმ პროგრამების განხორციელება, რომლებიც გათვალისწინებული არ არის საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალით სახელმწიფოს მიერ დაფუძნებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებსაც საქართველოს მთავრობა განუსაზღვრავს იმ საგანმანათლებლო პროგრამების (კურიკულუმების) ჩამონათვალს, რომელთა განხორციელების უფლებაც მათ აქვთ, მიეცეთ უფლება, ის საგანმანათლებლო პროგრამები, რომლებსაც ისინი 2026 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებენ და რომლებიც გათვალისწინებული არ არის აღნიშნული ჩამონათვალით, დარჩენილი ვადის მიუხედავად, აკრედიტებულ ან არააკრედიტებულ (ავტორიზებულ) რეჟიმში განახორციელონ შემდეგი ვადების დაცვით: ა) არანაკლებ 180-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ბ) არანაკლებ 240-კრედიტიანი საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე; გ) სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა − 2028-2029 სასწავლო წლის დაწყებამდე; დ) სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამა − 2029-2030 სასწავლო წლის დაწყებამდე; ე) მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა, დიპლომირებული სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამა − 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ. საქართველოს 2026 წლის 4 თებერვლის კანონი №1354 – ვებგვერდი, 05.02.2026წ. თავი XVI. დასკვნითი დებულებანი მუხლი 90. კანონის ძალაში შესვლა 1. აკადემიურ თანამდებობებზე 36-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ასაკობრივი შეზღუდვა, ამ კანონის 38-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტი და 39-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს 2009-2010 სასწავლო წლის დასაწყისიდან.
2. ამ კანონის 81-ე მუხლის პირველი პუნქტი ამოქმედდეს 2008-2009 სასწავლო წლის დასაწყისიდან. 2 1 . ამ კანონის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ 1 “ ქვეპუნქტი და მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 2 “ ქვეპუნქტი ამოქმედდეს ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „ნ 1 “ ქვეპუნქტითა და 54 2 მუხლით გათვალისწინებული წესის დამტკიცებისთანავე. 2 2 . ამ კანონის 52-ე მუხლის 1 2 პუნქტით გათვალისწინებული ტესტების შედეგების საფუძველზე უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ქართულ ენაში მომზადების საგანმანათლებლო პროგრამაზე აბიტურიენტების ჩარიცხვა არის დროებითი ღონისძიება და მოქმედებს 2030-2031 სასწავლო წლის ჩათვლით. 2 3 . (ამოღებულია - 06.06.2018, №2480). 2 4 . (ამოღებულია - 06.06.2018, №2480) .
3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს 2009 წლის 10 აგვისტოს კანონი №1611 - სსმ I, №25, 20.08.2009წ., მუხ.148 საქართველოს 2009 წლის 17 ნოემბრის კანონი №2078 - სსმ I, №38, 01.12.2009წ., მუხ.281 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2011 წლის 17 ივნისის კანონი №4792 - ვებგვერდი, 06.07.2011წ. საქართველოს 2012 წლის 28 თებერვლის კანონი №5718 – ვებგვერდი, 09.03.2012წ. საქართველოს 2015 წლის 24 ივნისის კანონი №3742 – ვებგვერდი, 03.07.2015წ. საქართველოს 2018 წლის 6 ივნისის კანონი №2480 – ვებგვერდი, 21.06.2018წ. საქართველოს 2023 წლის 28 ივნისის კანონი №3305 – ვებგვერდი, 17.07.2023წ. საქართველოს პრეზიდენტი მ. სააკაშვილი თბილისი, 2004 წლის 21 დეკემბერი. №688-რს