Article 46^3. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა
Consolidation №126 Verified against the current consolidation · 10 Jun 2026
1. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა არის შესაბამის სტანდარტზე დაყრდნობით შემუშავებული უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც სრულდება ვეტერინარიის მაგისტრის აკადემიური ხარისხის მინიჭებით.
2. ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა უნდა მოიცავდეს არანაკლებ 300 კრედიტს.
3. ვეტერინარიის ინტეგრირებულ სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის საფუძველზე. საქართველოს 2017 წლის 15 ნოემბრის კანონი №1367 - ვებგვერდი, 27.11.2017წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
უმაღლესი განათლების შესახებ
