საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.
Article 54^1. (ამოღებულია)
Compare versions
1. (ამოღებულია – 22.03.2013, №388); 2. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებები თანაბრად ფინანსდება საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მაგისტრატურის აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ფინანსდება აკრედიტებული პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებებისთვის გამოყოფილი სასწავლო სამაგისტრო გრანტის დაფინანსების წლიური მოცულობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პროცენტული მაჩვენებლის ფარგლებში და მაგისტრანტებზე გადანაწილდება სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის სახით, თითოეულ პრიორიტეტულ საგანმანათლებლო პროგრამულ მიმართულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების შესაბამისად, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსაზღვრული გამოცდის/გამოცდების ჩატარებისა და უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ შედეგების წარმოდგენის შემდეგ საერთო სამაგისტრო გამოცდის ქულის/ქულების აბსოლუტური რანჟირების დოკუმენტს მაგისტრატურის აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამის თითოეული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, მათ შორის, პრიორიტეტული საგანმანათლებლო პროგრამული მიმართულებისთვის, ამტკიცებს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი. 5. ერთიან სამაგისტრო საგამოცდო ქსელში გაერთიანებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ამ კანონის 46-ე მუხლის 2 3 პუნქტით გათვალისწინებულ მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელების შემთხვევაში სახელმწიფო სასწავლო სამაგისტრო გრანტის მინიჭების საფუძველია საერთო სამაგისტრო გამოცდის გავლა. საქართველოს 2009 წლის 7 აპრილის კანონი №1161 - სსმ I, №9, 13.04.2009წ., მუხ.44 საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3528 - სსმ I, №47, 05.08.2010წ., მუხ.299 საქართველოს 2013 წლის 22 მარტის კანონი №388 – ვებგვერდი, 08.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 აგვისტოს კანონი №917 - ვებგვერდი, 20.08.2013წ. საქართველოს 2014 წლის 30 ოქტომბრის კანონი №2725 – ვებგვერდი, 06.11.2014წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4298 – ვებგვერდი, 04.07.2024წ. საქართველოს 2025 წლის 10 დეკემბრის კანონი №1198 – ვებგვერდი, 16.12.2025წ.
Need help with this law?
Describe your situation — we'll help you find the right specialist.
