1.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
1.აღრიცხვის საკასო მეთოდის გამოყენებისას ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯების ფაქტობრივად გაწევის მომენტი, გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
Closest in meaning — including in other laws
Always up-to-date legal framework
2.ნაღდი ფული ანგარიშსწორებისას გადასახადის გადამხდელის მიერ ხარჯის გაწევის მომენტად ითვლება ნაღდი ფულის გადახდის მომენტი, ხოლო უნაღდო წესით ანგარიშსწორებისას – ბანკის მიერ გადასახადის გადამხდელის საბანკო ან სხვა ანგარიშიდან თანხების ჩამოწერის მომენტი.
3.გადასახადის გადამხდელის წინაშე ფინანსურ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის შემთხვევაში, კერძოდ, ურთიერთჩათვლის დროს, ხარჯების გაწევის მომენტად ითვლება ამ ვალდებულებათა გაუქმების ან დაფარვის მომენტი.
4.სავალო ვალდებულების ან ქონების იჯარით გადაცემასთან დაკავშირებული გადასახდელების მიმართ, თუ სავალო ვალდებულება ან იჯარის ხელშეკრულების ვადა მოიცავს რამდენიმე საანგარიშო პერიოდს, ფაქტობრივად გადახდილი პროცენტის (იჯარის) თანხა, რომელიც გამოიქვითება საგადასახადო წლის განმავლობაში, წარმოადგენს პროცენტის (იჯარის) იმ თანხას, რომელიც გამოიანგარიშება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
The amendments this article has been through
Specifies that revenue from the initial sale of IDP-related property is not included in taxable income when using the cash accounting method.
amending act №1147556These lawyers work in the legal area related to this article.