საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 204. დარიცხვის მეთოდით შემოსავლების მიღების მომენტი
1. გადასახადის გადამხდელის მიერ შემოსავლების (მათ შორის, საჯარიმო სანქციების) მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება, თუ შესაბამისი თანხა ექვემდებარება გადასახადის გადამხდელისათვის გადახდას, ან თუ მან შეასრულა გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული ყველა ვალდებულება.
2. თუ გადასახადის გადამხდელი ეწევა მომსახურებას, ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული უფლება ითვლება მოპოვებულად მის მიერ გარიგებით (ხელშეკრულებით) გათვალისწინებული მომსახურების გაწევის დამთავრების მომენტში.
3. თუ გადასახადის გადამხდელი იღებს ან უფლება აქვს მიიღოს შემოსავალი პროცენტის სახით ან ქონების იჯარით გადაცემით, შემოსავლის მიღების უფლება მოპოვებულად ითვლება სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადის გასვლის მომენტში. თუ სავალო ვალდებულების ან იჯარის ხელშეკრულების ვადა გადასახადის გადახდის თვალსაზრისით მოიცავს რამდენიმე საანგარიშო პერიოდს, მაშინ შემოსავალი საანგარიშო პერიოდებს შორის ნაწილდება თითოეულ საანგარიშო პერიოდში დარიცხული ან დასარიცხი თანხის მიხედვით.
4. ბანკები სესხებზე დარიცხული პროცენტების შემოსავლად აღიარებას ახორციელებენ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი წესით . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
