საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 221. სავალდებულო რეგისტრაცია
1. პირი ვალდებულია გატარდეს დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციაში, თუ: ა) ეწევა ეკონომიკურ საქმიანობას და ნებისმიერი უწყვეტი 12 კალენდარული თვის განმავლობაში მის მიერ განხორციელებული დღგ-ით დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხა აღემატება 100 000 ლარს; მან ამ მომენტის დადგომიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა საგადასახადო ორგანოში უნდა წარადგინოს განცხადება დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციისათვის; ბ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში ახორციელებს აქციზური საქონლის წარმოებას ან / და იმპორტს ( გარდა საგარეო - ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის 8703 კოდში აღნიშნული მსუბუქი ავტომობილების იმპორტისა ან / და მიწოდებისა ), იგი უნდა გატარდეს რეგისტრაციაში აქციზური საქონლის მიწოდებამდე ; გ ) ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოსალოდნელი ერთჯერადი ოპერაციის შედეგად ან / და ერთ დღეში დღგ - ით დასაბეგრი ოპერაციის თანხა აღემატება 100 000 ლარს . პირი რეგისტრაციაში უნდა გატარდეს მიწოდების განხორციელებამდე .
2. დღგ-ის გადამხდელად არარეზიდენტის (გარდა საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირისა) სავალდებულო რეგისტრაციის მიზნით, მისი დასაბეგრი ოპერაციების საერთო თანხის განსაზღვრისას, მხედველობაში მიიღება მხოლოდ საქართველოში მუდმივი დაწესებულების მეშვეობით განხორციელებული საქონლის მიწოდება და მომსახურების გაწევა.
