საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 47^1. პირადი საგადასახადო აგენტი
1. ამ კოდექსით დადგენილ უფლებათა განხორციელებისას და დაწესებულ ვალდებულებათა შესრულებისას საგადასახადო ორგანოსთან ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით გადასახადის გადამხდელი უფლებამოსილია ისარგებლოს პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით.
2. პირადი საგადასახადო აგენტი არის საგადასახადო ორგანოს თანამშრომელი, რომელიც გადასახადის გადამხდელს უწევს ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებას. პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურება არ ითვალისწინებს გადასახადის გადამხდელის საგადასახადო ვალდებულების თანხობრივი ოდენობის განსაზღვრას.
3. გადასახადის გადამხდელსა და პირად საგადასახადო აგენტს შორის ურთიერთობა, პირადი საგადასახადო აგენტის მომსახურებით სარგებლობის წესი და პირობები, მომსახურების ფარგლები და სახეები განისაზღვრება გადასახადის გადამხდელსა და საგადასახადო ორგანოს შორის დადებული ხელშეკრულებით. საქართველოს 2010 წლის 21 ივლისის კანონი №3489 - სსმ I, №43, 26.07.2010წ., მუხ.272
