საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 66. გადასახადის გადახდის ვადები
1. გადასახადის, მათ შორის, გადასახადის მიმდინარე გადასახდელების, გადახდის ვადები დგინდება თითოეული გადასახადის მიმართ. ამასთან, გადასახადის მიმდინარე გადასახდელებში იგულისხმება შუალედური შენატანები, რომელთა გადახდაც ხორციელდება საგადასახადო პერიოდის დამთავრებამდე.
2. გადასახადის გადახდის ვადები შეიძლება განისაზღვროს კონკრეტული კალენდარული თარიღით, დროის მონაკვეთით, გარემოებაზე მითითებით, რომელიც უნდა დადგეს, ან მოქმედებაზე მითითებით, რომელიც უნდა განხორციელდეს.
3. თუ ამ კოდექსით განსაზღვრული არ არის გადასახადის გადახდის ვადა , გადასახადის გადახდა ხორციელდება დეკლარაციის წარდგენისათვის დადგენილ ვადებში , ხოლო სხვა შემთხვევაში ( მათ შორის , დამატებით დარიცხული და გადასახდელი თანხებისა ) – გადასახადის გადამხდელის / საგადასახადო აგენტის ან სხვა ვალდებული პირის მიერ „ საგადასახადო მოთხოვნის “ მიღებიდან 20 კალენდარული დღის ვადაში . საქართველოს 2007 წლის 11 ივლისის კანონი №5280 - სსმ I, №30, 30.07.2007წ., მუხ.344
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს საგადასახადო კოდექსი
