საქართველოს საგადასახადო კოდექსი
Article 94. ზოგიერთი სახის საქმიანობის აღრიცხვა
Consolidation №69 Verified against the current consolidation · 7 Dec 2010
1. ზოგიერთი სახის საქმიანობის განმახორციელებელ გადასახადის გადამხდელს, თუ ასეთი საქმიანობისათვის ამ კოდექსით გათვალისწინებულია დაბეგვრის განსხვავებული პირობები, საქართველოს ფინანსთა მინისტრმა შეიძლება დაუდგინოს ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლებისა და ხარჯების განცალკევებულად აღრიცხვის ვალდებულება.
2. ზოგიერთი სახის საქმიანობასთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები დადასტურებულ უნდა იქნეს სააღრიცხვო დოკუმენტაციით.
