1.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს ხელმძღვანელი ორგანოები არიან: ა) საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭო; ბ) დირექტორი.
2.საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სტრუქტურა განისაზღვრება ამ კანონის საფუძველზე საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული დებულებით. საქართველოს 2013 წლის 12 ივლისის კანონი №833 – ვებგვერდი, 25.07.2013წ. საქართველოს 2023 წლის 3 ივლისის კანონი №3461 – ვებგვერდი, 21.07.2023წ.
