1.ამ კანონის მე-19 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკონსტიტუციო სასამართლოში კონსტიტუციური წარდგინების შეტანის უფლება აქვს საქმის განმხილველ სასამართლოს. ასეთ შემთხვევაში საკონსტიტუციო სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგინების ავტორისა და იმ ორგანოს დაუსწრებლად, რომლის აქტიც გახდა დავის საგანი.
2.ამ მუხლში აღნიშნული საქმის განმხილველი სასამართლოს წარდგინებად ითვლება საქმის ერთპიროვნულად განმხილველი მოსამართლის ან საქმის განმხილველი სასამართლოს კოლეგიური შემადგენლობის გადაწყვეტილებით მიღებული წარდგინება. საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
