1.საკონსტიტუციო სასამართლოს სამ წევრს ნიშნავს საქართველოს უზენაესი სასამართლო ამ კანონის მე-7 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
2.საკონსტიტუციო სასამართლოში დასანიშნ კანდიდატებს უზენაესი სასამართლოს პლენუმზე ასახელებს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე. კენჭისყრის შედეგად დანიშნულად ჩაითვლება ის სამი კანდიდატი, რომელიც პლენუმის დამსწრე წევრთა ხმათა ორ მესამედს მიიღებს . საქართველოს 1996 წლის 21 მარტი ს კანონი № 155 - პარლამენტის უწყებანი № 5-6 , 24.04.1996 წ., გვ. 73 საქართველოს 2002 წლის 12 თებერვლის ორგანული კანონი №1264 - სსმ I, №4, 05.03.2002 წ., მუხ.14
