1.მოქალაქეებს, პოლიტიკურ პარტიებს, მოქალაქეთა საზოგადოებრივ გაერთიანებებს, საინიციატივო ჯგუფებს უფლება აქვთ შეუფერხებლად აწარმოონ აგიტაცია რეფერენდუმთან დაკავშირებით, აგრეთვე რეფერენდუმზე გამოტანილი საკითხის ირგვლივ.
2.რეფერენდუმის ან მასზე გამოტანილი საკითხის შესახებ აგიტაციას არ შეიძლება აწარმოებდნენ სარეფერენდუმო კომისიის წევრები.
3.აგიტაცია რეფერენდუმის დღეს დაუშვებელია.
