1.საქართველოს სახალხო დამცველი ვალდებულია ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში საკუთარი ინიციატივით ან სხვა პირის მიმართვის საფუძველზე გამოავლინოს დარღვევა.
2.ბავშვის უფლებათა კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევებში სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოსა და კერძო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შეუსაბამობის გამოვლენისას საქართველოს სახალხო დამცველი გასცემს შესაბამის რეკომენდაციებს.
