1.ამ კანონით დადგენილი მოვალეობების შეუსრულებლობა , აგრეთვე საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობისთვის ნებისმიერი ფორმით დაბრკოლების შექმნა ისჯება კანონით , აისახება საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში და საქართველოს პარლამენტის განსაკუთრებული მსჯელობის საგანი გახდება .
2.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი ფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან , იმ ოდენობით , რომელიც უზრუნველყოფს მისი ფუნქციების ჯეროვნად შესრულებას .
3.საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალის წინებული შრომის ანაზღაურების მუხლის მოცულობის შემცირება წინა წლის შესაბამის მოცულობასთან შედარებით შესაძლებელია მხოლოდ საქართველოს სახალხო დამცველის წინასწარი თანხმობით .
