1.წიაღით სარგებლობის უფლება ძალადაკარგულად შეიძლება იქნეს მიჩნეული: ა) აუქციონის პირობების უხეში დარღვევისას; ბ) ლიცენზიასთან დაკავშირებული გადასახდელების გადახდაზე უარის თქმისას; გ) „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევისას; დ) სალიცენზიო პირობების უკანონო ლიბერალიზაციისა და გადასახდელების შემცირების მიზნით გარიგების ფაქტის დადგენისას; ე) რომელიმე პრეტენდენტისათვის უკანონო შეღავათების მინიჭებისას; ვ) სამთომომპოვებელი საწარმოს კონსერვაციისას ან სამთომომპოვებელი საწარმოსა და ჭაბურღილების კონსერვაციის პირობების დარღვევისას, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სასარგებლო წიაღისეულის საბადოს დაზიანება; ზ) თუ წიაღით სარგებლობის შედეგად წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებულ სამუშაოთა მოქმედების ზონაში მომუშავე ან მცხოვრები ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობას შეიძლება საფრთხე შეექმნას; თ) თუ წიაღით მოსარგებლე არ შეუდგა წიაღით სარგებლობას ლიცენზიით დადგენილ ვადებში და დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად; ი) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საფუძვლების არსებობისას.
2.წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას, საჭიროების შემთხვევაში, უნდა განხორციელდეს სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია დადგენილი წესით. ამ მიზნით ლიცენზიის გამცემი ლიცენზიის მფლობელს იმავდროულად განუსაზღვრავს გონივრულ ვადას, ხოლო ლიკვიდაციის ან კონსერვაციის ხარჯები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ეკისრება წიაღით მოსარგებლეს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.
3.თუ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტში აღნიშნული გარემოება არ არის გამოწვეული წიაღით მოსარგებლის მიერ, წიაღით სარგებლობის უფლების შეწყვეტისას სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის სრული ან ნაწილობრივი კონსერვაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
4.სასარგებლო წიაღისეულის მომპოვებელი საწარმოს ან სხვა დანიშნულების მიწისქვეშა ნაგებობის ლიკვიდაციის ან კონსერვაციის დროს გეოლოგიური, სამარკშეიდერო ან სხვა დოკუმენტაცია, რომელიც ასახავს სამუშაოთა დამთავრების მომენტში არსებულ სიტუაციას, წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში ასახვის მიზნით გადაეცემა შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოს.
5.
