Article 23. აღრიცხვის სახელმწიფო სისტემა
1. წიაღის შესწავლის სამუშაოები, წიაღისეულის საბადოები, მისი მარაგები და რესურსები, მიწისქვეშა ნაგებობათა მშენებლობა და ექსპლუატაცია, აგრეთვე წიაღის უბნების გამოყენება, რაც არ არის დაკავშირებული წიაღისეულის მოპოვებასთან, ექვემდებარება წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდში აღრიცხვას.
2. წიაღის შესახებ ერთიანი სახელმწიფო ფონდი აწარმოებს წიაღით სარგებლობის ყველა ობიექტის კადასტრს და სასარგებლო წიაღისეულის ბალანსს.
3. წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღით სარგებლობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გადასცეს ლიცენზიის გამცემ ადმინისტრაციულ ორგანოს. იმავდროულად, წიაღით ყველა მოსარგებლე ვალდებულია წიაღის შესახებ მათ ხელთ არსებული ნებისმიერი ინფორმაცია უსასყიდლოდ გადასცეს წიაღის შესახებ ერთიან სახელმწიფო ფონდს.
4. წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების პროექტის, წიაღით სარგებლობის ობიექტის დამუშავების ტექნოლოგიური სქემისა და წიაღისეულის შესწავლის სამუშაოთა გეგმის შედგენის წესი მტკიცდება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 2002 წლის 1 მარტის კანონი №1319 - სსმ I, №5, 21.03.2002 წ., მუხ.33 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №495 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2025 წლის 13 მაისის კანონი №548 – ვებგვერდი, 16.05.2025წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წიაღის შესახებ
