Article 10
1. მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით შეიძლება განისაზღვროს: ა) საკითხები, რომელთა გადაწყვეტაც კონსტიტუციის თანახმად ორგანული კანონით ან კანონით არის გათვალისწინებული; ბ) ადამიანის ძირითად უფლებათა და თავისუფლებათა განხორციელებისა და დაცვის პირობები და წესი, ადამიანის იურიდიული პასუხისმგებლობისა და იძულების ზომის გამოყენების საკითხები; გ) სამოქალაქო რეესტრში შესატანი მოქალაქეთა პერსონალური მონაცემების ჩამონათვალი; დ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირთა შექმნის პირობები და მათი საქმიანობის ზოგადი წესი; ე) საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების ორგანოთა შექმნისა და საქმიანობის წესი; ვ) საქართველოში მოქმედი გადასახადებისა და მოსაკრებლების სახეები, სტრუქტურა, ოდენობა, მათი შემოღებისა და გადახდის წესი; ზ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა სამართლებრივი სტატუსი; თ) სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის (მმართველობის) წარმომადგენლობით ორგანოთა არჩევის წესი; ი) სისხლის, სისხლის სამართლის საპროცესო, სამოქალაქო, სამოქალაქო სამართლის საპროცესო, ადმინისტრაციული, სასჯელ-აღსრულებითი კანონმდებლობა.
2. აქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესი მტკიცდება საქართველოს კანონით.
3. საქართველოს სამინისტროები, აღმასრულებელი ხელისუფლების სხვა სახელმწიფო უწყებები და სახელმწიფო კონტროლის უმაღლესი ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით.
4. საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სახელმწიფო კონტროლის სხვა ორგანოები იქმნება საქართველოს კანონით დადგენილი წესით.
5. საქართველოს კანონი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ მიიღება პარლამენტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობით . მისი მომზადების , მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით , საქართველოს კანონით „ საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ “, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით .
6. სამხედრო ძალების რაოდენობის დამტკიცება ხდება საქართველოს კანონით, რომელსაც იღებს საქართველოს პარლამენტი სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. მისი მომზადების, მიღებისა და ამოქმედების წესი განისაზღვრება საქართველოს კონსტიტუციით, ამ კანონითა და პარლამენტის რეგლამენტით.
7. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მომზადება ხდება საქართველოს კანონის მომზადებისათვის დადგენილი წესით და იგი მიღებულად ითვლება, თუ მას მხარს დაუჭერს დამსწრეთა უმრავლესობა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
