Article 17
1. საქართველოს მინისტრის ბრძანება კანონქვემდებარე ნორმატიული აქტია, რომლის იურიდიული ძალაც განისაზღვრება ამ კანონით.
2. მინისტრის ბრძანება შეიძლება გამოიცეს მხოლოდ საქართველოს საკანონმდებლო აქტით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებითა და საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრულ შემთხვევებსა და ფარგლებში. მინისტრის ბრძანებით არ შეიძლება გადაწყდეს საკითხი, რომლის მოწესრიგებაც გათვალისწინებულია საკანონმდებლო აქტით, პრეზიდენტის ბრძანებულებით ან მთავრობის დადგენილებით.
3. ბრძანებაში მითითებული უნდა იყოს, რომელი ნორმატიული აქტის საფუძველზე და რომლის შესასრულებლად გამოიცა იგი.
4. საქართველოს სამინისტროსა და მისი სისტემის სამართლებრივი აქტი, რომელიც ნორმატიული ხასიათისაა (ინსტრუქცია, დებულება, დირექტივა, მითითება, წესი და ა.შ.), უნდა გამოიცეს მინისტრის ბრძანების სახით.
5. საქართველოს სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულებსა და მისი სისტემის სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებს და საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს არა აქვთ ნორმატიული აქტის გამოცემის უფლება, გარდა ამ კანონითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.
6. ორმა ან ორზე მეტმა მინისტრმა შეიძლება გამოსცეს ერთობლივი ბრძანება. ერთობლივი ბრძანების მომზადების, გამოცემის, გამოქვეყნებისა და ამოქმედების წესი, ამ კანონის შესაბამისად, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. საქართველოს 1997 წლის 27 ივნისის კანონი №806 – პარლამენტის უწყებანი № 33, 31.07.1997 წ., გვ.42 საქართველოს 2004 წლის 30 ივნისის კანონი №213 - სსმ I, №19, 15.07.2004 წ., მუხ.94
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
