Article 27
1. კანონში პირდაპირ გაუთვალისწინებელი კერძოსამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად გამოიყენება ყველაზე უფრო მსგავსი ურთიერთობის მარეგულირებელი სამართლის ნორმა (კანონის ანალოგია).
2. კანონის ანალოგიის გამოყენების შეუძლებლობისას კერძო სამართლებრივი ურთიერთობა უნდა მოწესრიგდეს სამართლის მთელი სისტემის და ზოგადი პრინციპების საფუძველზე.
3. სპეციალური ურთიერთობის მომწესრიგებელი ნორმები (საგამონაკლისო ნორმები) არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს ანალოგიით. თავი III ნორმატიული აქტების მომზადების, მიღების, გამოქვეყნებისა და მოქმედების ზოგადი წესები
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ნორმატიული აქტების შესახებ
