Article 41. წყალმოსარგებლის ვალდებულებანი
1. წყალმოსარგებლე ვალდებულია: ა) უზრუნველყოს წყლის რაციონალური გამოყენება და იზრუნოს მისი ხარისხის შენარჩუნებასა და აღდგენაზე; ბ) არ დაუშვას სხვა წყალმოსარგებლეთა უფლებების შელახვა და სამეურნეო და ბუნებრივი ობიექტებისათვის ზიანის მიყენება; თუ ეს მაინც მოხდა, წყალმოსარგებლე ვალდებულია, კანონით დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზიანი; გ) წესრიგში იქონიოს გამწმენდი და სხვა ნაგებობები, ტექნიკური მოწყობილობები, რომლებიც გავლენას ახდენს წყლის მდგომარეობაზე, გააუმჯობესოს მათი საექსპლუატაციო ხარისხი; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს წყალსარგებლობის აღრიცხვა; ე) უზრუნველყოს ჭაბურღილების ისეთ მდგომარეობაში შენარჩუნება, რომ შესაძლებელი იყოს მათი გამოყენება; დადგენილი წესით მოახდინოს გამოყენებისათვის უვარგისი ჭაბურღილების ლიკვიდირება; ვ) დაუბრკოლებლად დაუშვას სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე ორგანოთა წარმომადგენლები თავის აღჭურვილობასთან, ნაგებობებსა და მოწყობილობებთან; პირველივე მოთხოვნის შემთხვევაში მიაწოდოს მაკონტროლებელ ორგანოებს ან მათ წარმომადგენლებს ყველა საჭირო ინფორმაცია და დოკუმენტი; ზ) განუხრელად დაიცვას სამუშაოთა წარმოების უსაფრთხოების წესები.
2. წყალმოსარგებლე ვალდებულია შეასრულოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წყლის დაცვის და გამოყენების სხვა მოთხოვნებიც. საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წყლის შესახებ
