Article 93. ამ კანონთან დაკავშირებით მისაღები ნორმატიული აქტები
ამ კანონთან დაკავშირებით მიღებულ იქნეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) (ამოღებულია – 06.09.2013, №1034); ბ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „განსაკუთრებული სახელმწიფო და სახელმწიფო მნიშვნელობის ზედაპირული წყლის ობიექტების ნუსხების დამტკიცების თაობაზე"; გ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ერთობლივი ბრძანება „ზღვის ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოსაპოვებლად უცხოელი ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის გამოყოფილი შავი ზღვის ცალკეული რაიონის (რაიონების) დამტკიცების შესახებ. ე) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სასმელი და საყოფაცხოვრებო დანიშნულებით წყალმომარაგებისათვის, სამკურნალო და საკურორტო საჭიროებისათვის წყლის ობიექტების სანიტარიული დაცვის ზონების შესახებ“ დებულების დამტკიცების თაობაზე; ვ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ზ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); თ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ი) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „განსაკუთრებულ შემთხვევებში წყალმოსარგებლეთა უფლებების შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; კ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ლ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); მ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ნ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ო ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); პ) (ამოღებულია); ჟ) (ამოღებულია); რ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ს) საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება „სამკურნალო კატეგორიას მიკუთვნებული წყლის ობიექტების ნუსხის დამტკიცების თაობაზე"; ტ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); უ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „თევზის მეურნეობისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე წყლის ობიექტების, მათი ცალკეული უბნების ნუსხისა და მათ ფარგლებში წყალსარგებლობის შეზღუდვის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ფ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ქ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ღ ) (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ყ) (ამოღებულია); შ) (ამოღებულია); ჩ) (ამოღებულია); ც) (ამოღებულია); ძ) (ამოღებულია); წ) (ამოღებულია); ჭ) (ამოღებულია); ხ) (ამოღებულია); ჯ) საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება „ენერგეტიკული დანიშნულების წყალსაცავების ექსპლუატაციის წესების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“; ჰ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „წყლის გამოყენების პირველადი აღრიცხვის ფორმების და მათი წარმოების წესის დამტკიცების თაობაზე“; ჰ.ა). (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჰ.ბ). (ამოღებულია – 25.03.2013, №494); ჰ.გ) საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის ბრძანება „წყალდაცვითი ზოლის შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ჰ.დ) საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სურსათის მინისტრის ბრძანება „ირიგაციული დანიშნულების წყალსაცავების ექპლუატაციის წესების შესახებ" დებულების დამტკიცების თაობაზე; ჰ.ე) საქართველოს მთავრობამ 2014 წლის 1 იანვრამდე მოამზადოს და საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს კანონპროექტი „წყლის რესურსების მართვის შესახებ“, რომლითაც აღდგება წყალსარგებლობის სფეროში შესაბამისი უფლებააღმჭურველი აქტების აღების ვალდებულება; ჰ.ვ) „წყალარინების (საკანალიზაციო) სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტი; აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტი სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს 2018 წლის 10 აგვისტომდე. საქართველოს 2004 წლის 16 სექტემბრის კანონი №445-სსმI, №28, 07.10.2004წ., მუხ.130 საქართველოს 2005 წლის 28 დეკემბრის კანონი №2569-სსმI, №59, 31.12.2005წ., მუხ.452 საქართველოს 2008 წლის 5 დეკემბრის კანონი №624-სსმI, №35, 05.12.2008წ., მუხ.230 საქართველოს 2013 წლის 25 მარტის კანონი №494 – ვებგვერდი, 05.04.2013წ. საქართველოს 2013 წლის 6 სექტემბრის კანონი №1 034 – ვებგვერდი, 23.09.2013წ. საქართველოს 2018 წლის 29 ივნისის კანონი №2755 – ვებგვერდი, 19.07.2018წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
წყლის შესახებ
