საქართველოს 2018 წლის 5 ივლისის კანონი №3099 – ვებგვერდი, 11.07.2018წ.
Article 68. (ამოღებულია)
Compare versions
1. საქართველოს 2018შინაგან წლის 5 ივლისის კანონისაქმეთა №3099 –სამინისტრო: ვებგვერდი, 11.07.2018წ.ა) სამინისტროს მიმართვის საფუძველზე ახდენს თავშესაფრის მაძიებლის იდენტიფიკაციას და შესაბამისი სტატუსის განსაზღვრისას ამოწმებს მიწოდებულ ფაქტებს, აგრეთვე სამინისტროს აძლევს რეკომენდაციას საქართველოს ტერიტორიაზე თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის მიერ საზოგადოებრივი წესრიგისა და საჯარო მართლწესრიგისათვის პოტენციური საშიშროების შექმნის საკითხებზე; ბ) უცხოელს ან მოქალაქეობის არმქონე პირს მისთვის გასაგებ ენაზე განუმარტავს ამ კანონით გათვალისწინებულ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებას და მოვალეობებს, აგრეთვე თავშესაფრის პროცედურას იმ შემთხვევაში, როდესაც იგი თავშესაფარს სასაზღვრო გამტარ პუნქტში ითხოვს; გ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს მის საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიღებას და არგაძევებას ამ კანონის მე-8 მუხლით გათვალისწინებული არგაძევების პრინციპის დაცვით; დ) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში ატარებს მასთან პირველად გასაუბრებას; ე) უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შემთხვევაში იღებს მის საერთაშორისო დაცვაზე განცხადებას, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა ამ პირს სამგზავრო დოკუმენტი ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუ მას არ გააჩნია სამგზავრო დოკუმენტი ან სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტი, საერთაშორისო დაცვაზე განცხადება დგება უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე; ვ) სამინისტროს 3 სამუშაო დღის ვადაში უგზავნის ამ პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უცხოელის ან მოქალაქეობის არმქონე პირის მიერ საერთაშორისო დაცვის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას; ზ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით თავშესაფრის მაძიებლის ან საერთაშორისო დაცვის მქონე პირის დაკავებიდან ან მის მიმართ ძებნის გამოცხადებიდან 1 კვირის ვადაში წერილობით აცნობებს სამინისტროს ამის თაობაზე; თ) სამინისტროს შეტყობინების საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად განიხილავს იმ პირის საქართველოდან გაძევების საკითხს, რომელსაც ამ კანონით გათვალისწინებული თავშესაფრის პროცედურის შესაბამისად სამინისტრომ უარი უთხრა ამ კანონით განსაზღვრული ერთ-ერთი სტატუსის მინიჭებაზე, ან რომელსაც ამაზე უარი ეთქვა კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით, ან რომელსაც ამ კანონის შესაბამისად შეუწყდა, გაუუქმდა ან ჩამოერთვა მინიჭებული სტატუსი; ი) საქართველოში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით მსჯავრდებული თავშესაფრის მაძიებლის, ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირის შესახებ ინფორმაციას აწვდის სამინისტროს სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლიდან 2 კვირის ვადაში; კ) დადგენილი წესებისა და პროცედურების თანახმად ამოწმებს თავშესაფრის მაძიებლის დოკუმენტებს სასაზღვრო გამტარ პუნქტში. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ ინფორმაცია სამინისტროს ისეთი ფორმით უნდა მიეწოდოს, რომ ზიანი არ მიადგეს სახელმწიფო საიდუმლოების, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოების უსაფრთხოების დაცვის ინტერესებს.
