„საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებით
Article 23. ღია ან დახურული კონკურსის ჩაშლილად გამოცხადება
Consolidation №4 Verified against the current consolidation · 2 Apr 2026
ღია ან დახურული კონკურსი ჩაშლილად მიიჩნევა, თუ: ა) მასში მონაწილეობისათვის წარდგენილი არ იქნა არცერთი განაცხადი; ბ) კომისიამ დასაბუთებული უარი განაცხადა პროფესიული საჯარო მოხელის ვაკანტურ თანამდებობაზე დასანიშნად კანდიდატის წარდგენაზე.
