Closest in meaning — including in other laws
პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ
Always up-to-date legal framework
1.პირველ რანგს ანუ მაღალ მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
2.მეორე რანგს ანუ საშუალო მმართველობით დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მოადგილისა და საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობა.
3.მესამე რანგს ანუ უფროსი სპეციალისტის დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტისა და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის თანამდებობა.
4.მეოთხე რანგს ანუ უმცროსი სპეციალისტის დონეს შეესაბამება საჯარო დაწესებულების პირველი კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის, მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტისა და მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტის თანამდებობა.
5.პირველი და მეორე რანგისათვის ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტით განსაზღვრული თანამდებობებისგან განსხვავებული თანამდებობის მიკუთვნება შესაძლებელია საჯარო დაწესებულების სპეციფიკის გათვალისწინებით, სსიპ − საჯარო სამსახურის ბიუროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან შეთანხმებით.
The amendments this article has been through
Allows deviation from standard rank assignment (ranks 1 & 2) based on institutional specifics with approval from the Government Administration and Ministry of Finance.
amending act №6830557Expanded the scope of the second rank to include 'Educational Resource Center Director and Deputy'.
amending act №6121489Describe your situation — we'll help you find the right specialist.