1.საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება უფლებამოსილია გამოიყენოს წითელი ჯვრის ემბლემა სახელწოდებასთან და ინიციალებთან ერთად შეიარაღებული კონფლიქტის დროს და ბუნებრივი კატასტროფის ზონაში, თავისი პერსონალის, დანაყოფისა და სატრანსპორტო საშუალების აღსანიშნავად ჟენევის კონვენციებისა და მათი დამატებითი ოქმების და წითელი ჯვრისა და წითელი ნახევარმთვარის მე-20 საერთაშორისო კონფერენციის მიერ მიღებული რეგულაციის (შემდგომ − რეგულაცია) შესაბამისად. ამ შემთხვევაში ემბლემა მცირე ზომის უნდა იყოს.
