საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
Closest in meaning — including in other laws
საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ
Always up-to-date legal framework
2.აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) ბიუჯეტების დაფინანსებაზე მყოფ ან მათ მიერ დაფუძნებულ/მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებულ საჯარო დაწესებულებაში შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის თანამდებობრივი სარგო არ უნდა აღემატებოდეს ამ კანონის №2 დანართის №2 ცხრილის მიხედვით საჯარო დაწესებულების მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის თანამდებობისთვის დადგენილი მე-10 სახელფასო კატეგორიის კოეფიციენტის შესაბამისად გამოანგარიშებულ თანამდებობრივ სარგოს.
3.შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის მიმართ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი შესაძლებელია დადგინდეს საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, შესაბამის აღმასრულებელ ხელისუფლებასთან შეთანხმებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობრივი სარგოს გამოანგარიშების წესისაგან განსხვავებული, საგამონაკლისო წესი – საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის დასაბუთებული შუამდგომლობით, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში – შესაბამისი ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან შეთანხმებით, ხოლო მუნიციპალიტეტების (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა) შემთხვევაში – შესაბამისი მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან შეთანხმებით. ამ პუნქტით დადგენილი შეთანხმების ვალდებულება არ ვრცელდება საქართველოს უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოზე, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს წარმომადგენლობით ორგანოებსა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე.
These lawyers work in the legal area related to this article.