საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ
Article 14. მცირე პროექტი
1. მცირე პროექტის იდენტიფიცირებასა და ინიციირებას ახორციელებს უფლებამოსილი ორგანო. უფლებამოსილი ორგანო პროექტის კონცეფციას წარუდგენს სააგენტოს და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად.
2. სააგენტო განიხილავს წარდგენილ მცირე პროექტის კონცეფციას და უფლებამოსილ ორგანოს წარუდგენს თავის რეკომენდაციებს.
3. საჭიროების შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილ ორგანოს უწევს დახმარებას საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში მცირე პროექტის შემუშავებასა და განხორციელებაში, მის მიერ დადგენილი მეთოდოლოგიის შესაბამისად.
4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო მცირე პროექტის შეფასების შედეგებს და ფისკალური რისკების შესამცირებლად განსახორციელებელი ღონისძიებების თაობაზე წინადადებებს წარუდგენს სააგენტოს და უფლებამოსილ ორგანოს. უფლებამოსილმა ორგანომ უნდა გაითვალისწინოს წარდგენილი წინადადებები.
5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. [ 5. მცირე პროექტის კონტრაქტორის შერჩევა ხორციელდება „საჯარო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო კონცესიონერის შერჩევა − ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი−მე-4 პუნქტებისა და საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტის შესაბამისად. (ამოქმედდეს 2030 წლის 1 იანვრიდან)] 6. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში მცირე პროექტის ფარგლებში დასადები ხელშეკრულება შეიძლება განსახილველად წარედგინოს საქართველოს მთავრობას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დასკვნას სარეკომენდაციო ხასიათი აქვს. საქართველოს 2023 წლის 9 თებერვლის კანონი №2565 – ვებგვერდი, 27.02.2023წ. საქართველოს 2024 წლის 5 სექტემბრის კანონი №4410 – ვებგვერდი, 23.09.2024წ. საქართველოს 2026 წლის 29 აპრილის კანონი №1546 – ვებგვერდი, 30.04.2026წ. საქართველოს 2026 წლის 10 ივნისის კანონი №1698 – ვებგვერდი, 15.06.2026წ.
