სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ
Article 66. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვა/გარდაცვალება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, კერძოდ, უშუალოდ ხანძრის ჩაქრობისას ან/და სამაშველო სამუშაოების/საავარიო-სამაშველო სამუშაოების ჩატარების დროს ადამიანის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და ქონების გადარჩენისას, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის ან მიღებული დაზიანების შედეგად გარდაცვალების შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება 100 000 (ასი ათასი) ლარის ოდენობით და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო (საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) ანაზღაურებს.
2. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაღუპვის შემთხვევაში მის ოჯახს (მემკვიდრეს) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისთვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებიდან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მიერ გამოცემული სამართლებრივი აქტის საფუძველზე ეძლევა ერთჯერადი ფულადი დახმარება არაუმეტეს 30 000 (ოცდაათი ათასი) ლარისა და დაკრძალვის (საფლავის მოწყობის) ხარჯების ასანაზღაურებელი თანხა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის დაკრძალვის ხარჯებს სახელმწიფო ანაზღაურებს.
