საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 45. ფუნქციური ზონირების პრინციპი
1. ფუნქციური ზონირება არის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციით ტერიტორიის ფუნქციურ ზონებად დაყოფა. ფუნქციური ზონირებით განისაზღვრება სამშენებლო ტერიტორიები, არასამშენებლო ტერიტორიები და მათი გამოყენებისა და განვითარების პირობები.
2. ფუნქციური ზონირება ისე უნდა განხორციელდეს, რომ ხელი შეუწყოს დასახლებულ ტერიტორიაზე შერეული გამოყენების სახეობათა განვითარებას.
3. მიწის ნაკვეთისათვის იმ ფუნქციური ზონის შეცვლა, რომელიც განსაზღვრულია მოქმედი ქალაქთმშენებლობითი გეგმით, ხდება იმავე გეგმაში ცვლილების შეტანის საფუძველზე.
