საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი
Article 64. ამ თავის მიზნები
1. ამ თავის მიზნებია: ა) მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისა და განაშენიანებისთვის ძირითადი პირობების დადგენა და სამშენებლო საქმიანობის საუკეთესო პრაქტიკის დამკვიდრებისთვის ხელის შეწყობა; ბ) არასამშენებლო ტერიტორიაზე მდებარე მიწის ნაკვეთის საგამონაკლისო წესით განაშენიანების პირობების დადგენა.
2. მიწის ნაკვეთის სამშენებლოდ გამოყენებისას და განაშენიანებისას დაცული უნდა იქნეს ადამიანის სიცოცხლე, ჯანმრთელობა, საზოგადოებრივი უსაფრთხოება და წესრიგი. საქართველოს 2019 წლის 20 დეკემბრის კანონი №5693 – ვებგვერდი, 26.12.2019წ.
