Article 34^1. მონაწილის მიერ საპენსიო აქტივების მიღება საქართველოს სამუდამოდ დატოვებისას
1. თუ მონაწილეს შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა ან/და დაკარგა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, მას აქვს უფლება, მოითხოვოს მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების მიღება ერთიანი გადახდით. ეს მოთხოვნა იმ შემთხვევაში დაკმაყოფილდება, თუ დადასტურდება, რომ მონაწილე აღარ არის საქართველოს მოქალაქე ან/და მას აღარ აქვს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა.
2. თუ პირმა, რომელმაც ისარგებლა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით, კვლავ მოიპოვა საქართველოს მოქალაქეობა ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვა, სავალდებულოა ამ კანონის შესაბამისად აღნიშნული პირის სახელით და მის სასარგებლოდ საპენსიო შენატანის განხორციელება. საქართველოს მოქალაქეობის ან/და საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის კვლავ მოპოვების შემთხვევაში მონაწილე ვალდებულია ამის შესახებ აცნობოს მის ყველა დამსაქმებელს.
3. საპენსიო ფონდი მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მის ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე რიცხული საპენსიო აქტივების შესაბამისი ღირებულების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს და მონაწილეს საპენსიო აქტივების ღირებულებას გადასცემს ამ კანონის 32-ე მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრულ ვადაში. მონაწილის მიერ საქართველოს სამუდამოდ დატოვების საფუძვლით მისთვის გადასაცემი თანხა იბეგრება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. საქართველოს 2023 წლის 1 ნოემბრის კანონი №3601 – ვებგვერდი, 20.11.2023წ. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4312 – ვებგვერდი, 12.07.2024წ. თავი VI. ნდობითი ვალდებულების დარღვევა და მისი შედეგები
