1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტი უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე განიხილება ამ თავით დადგენილი წესით, ერთი მოსმენით.
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
2.უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს და მოხსენებას მიმდინარე წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების შესახებ წარადგენს (წარადგენენ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ან/და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრი (წევრები) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით მიღებული დავალებით.
3.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე სახელმწიფო აუდიტის სამსახური დასკვნას უმაღლეს საბჭოს წარუდგენს პლენარულ სხდომამდე ორი დღით ადრე.
4.რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტის წარდგენისას მთავრობის თავმჯდომარის ან მთავრობის წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 60 წუთს, რომლის გაგრძელება შესაძლებელია მომხსენებლის მოთხოვნით.
5.მომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.
6.მომხსენებელთან შეკითხვების დასრულების შემდეგ სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ აღემატება 30 წუთს გამოდიან თანამომხსენებლები: ა) საფინანსო-საბიუჯეტო და ეკონომიკურ საკითხთა კომიტეტის წარმომადგენელი; ბ) სახელმწიფო აუდიტის სამსახურის წარმომადგენელი, რომელიც წარმოადგენს დასკვნას რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ამ პროექტით გათვალისწინებული შემოსულობებისა და გადასახდელების საფუძვლიანობისა და კანონიერების თაობაზე.
7.თითოეული თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულებისთანავე უმაღლესი საბჭოს წევრებს უფლება აქვთ შეკითხვებით მიმართონ მას, ასევე დააზუსტონ შეკითხვა რეგლამენტით დადგენილი წესით.
8.მომხსენებელი და თანამომხსენებლი დასმულ შეკითხვებს პასუხობს ერთიანად შეკითხვების დასრულების შემდეგ.
9.კითხვა-პასუხის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრები. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელს უფლება აქვს გამოვიდეს მხოლოდ ერთხელ, თითოეულს არაუმეტეს 10 წუთისა. დამოუკიდებელი უმაღლესი საბჭოს წევრის გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. კომიტეტისა და ფრაქციის წარმომადგენელი, ასევე უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი წევრი სიტყვით გამოდის სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმთან განთავსებული ტრიბუნიდან.
10.გამოსვლების დასრულების შემდეგ სხდომის თავმჯდომარე რესპუბლიკური ბიუჯეტის კანონის პროექტს აყენებს კენჭისყრაზე. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს 2023 წლის 18 მაისის რეგლამენტი №72-IIს - ვებგვერდი, 22.05.2023წ.
The amendments this article has been through
Following Q&A, committee/faction members may speak once (max 10 mins), independent members once (max 5 mins) from the podium.
amending act №5805828Describe your situation — we'll help you find the right specialist.