1.კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
1.კომიტეტის საქმიანობის უზრუნველსაყოფად იქმნება უმაღლესი საბჭოს კომიტეტის აპარატი, რომელიც წარმოადგენს კომიტეტისადმი დაქვემდებარებულ უმაღლესი საბჭოს აპარატის მუდმივმოქმედ სტრუქტურულ ერთეულს.
2.
Closest in meaning — including in other laws
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტი
Always up-to-date legal framework
3.კომიტეტის აპარატის შემადგენლობაში არიან კომიტეტის აპარატის უფროსი და სპეციალისტები.
4.კომიტეტის აპარატის უფროსი: ა) კომიტეტის თავმჯდომარესთან ერთად ახორციელებს კომიტეტის აპარატის საერთო ხელმძღვანელობას, კომიტეტის აპარატის მუშაკთა შორის ანაწილებს ფუნქციებსა და დავალებებს, პასუხისმგებელია კომიტეტის აპარატისათვის დაკისრებული ამოცანებისა და მოვალეობების შესრულებაზე, კოორდინაციას უწევს კომიტეტის აპარატსა და უმაღლესი საბჭოს აპარატის სხვა სტრუქტურულ ერთეულებს შორის ურთიერთობებს; ბ) ორგანიზებას უწევს კომიტეტის სხდომების მომზადებას, მიღებული გადაწყვეტილებებისა და სხდომათა ოქმების გაფორმებას; გ) უზრუნველყოფს კომიტეტის აპარატის მუშაკთა მიერ შრომის დისციპლინის დაცვას; დ) ასრულებს კომიტეტის თავმჯდომარისა და კომიტეტის დავალებებს.
5.კომიტეტის აპარატის სპეციალისტები: ა) მუშაობენ კომიტეტის დებულებით განსაზღვრულ დარგობრივ მიმართულებათა საკითხებზე; მონაწილეობენ კანონპროექტების, უმაღლესი საბჭოს დადგენილებებისა და სხვა გადაწყვეტილებათა პროექტების, კომიტეტის გადაწყვეტილებათა პროექტების შემუშავებაში, კანონპროექტებზე დასკვნებისა და მოხსენებების მომზადებაში, კომიტეტის საკონტროლო, ორგანიზაციულ და სხვა საქმიანობაში; ბ) აღნუსხავენ უმაღლესი საბჭოს პლენარულ სხდომაზე კანონპროექტების განხილვისას გამოთქმულ შენიშვნებსა და წინადადებებს; გ) ასრულებენ კომიტეტის, კომიტეტის თავმჯდომარის, კომიტეტის წევრთა და კომიტეტის აპარატის უფროსის დავალებებს.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.