Article 68. მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვის გარანტიები
1. სახელმწიფო და მუნიციპალური სოციალური პოლიტიკა მიმართული უნდა იყოს ბავშვის აღზრდისთვის შესაფერისი კულტურული გარემოს შექმნისა და ბავშვის ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისკენ.
2. სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს საზოგადოებრივი ტელე- და რადიომაუწყებლების მიერ გონივრული პერიოდულობით ისეთი გადაცემების მომზადებას, რომლებიც ხელს შეუწყობს ბავშვებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას.
3. ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული, ტოქსიკური და სხვა მავნე ნივთიერებებისგან, აზარტული თამაშობისგან, ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან ბავშვის დაცვის, აგრეთვე საჯარო სივრცესა და მედიასივრცეში ბავშვის დაცვის საკითხები წესრიგდება ამ კოდექსითა და სხვა შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით. თავი X ბავშვის უფლება მართლმსაჯულებაზე
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
ბავშვის უფლებათა კოდექსი
