ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ
Article 61. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინების მართვა
1. ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის მეშვეობით ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებას მართავს გადამცემი სისტემის ოპერატორი საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებების, ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებისა და ერთიანი ელექტროენერგიის გადამცემი ქსელის ტექნიკური შესაძლებლობების შესაბამისად.
2. ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების გამოყენების სანაცვლოდ მიღებულ საფასურთან დაკავშირებული ანგარიშსწორება გადამცემი სისტემის ოპერატორსა და სხვა ქვეყნების სისტემის იმ ოპერატორებს შორის, რომლებიც ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადადინებაში მონაწილეობენ, ხორციელდება ამ კანონის, საქართველოს საერთაშორისო შეთანხმებებისა და საქართველოს მიერ ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
3. გადამცემი სისტემის ოპერატორი კომისიას აწვდის ინფორმაციას ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზებით სარგებლობასთან დაკავშირებით მიღებული შემოსავლების ფაქტობრივი გამოყენებისა და მიზნობრიობის შესახებ, რათა კომისიას შესაძლებლობა ჰქონდეს, განახორციელოს ამ კანონით განსაზღვრული მარეგულირებელი უფლებამოსილება ელექტროენერგიის ტრანსსასაზღვრო გადამცემი ხაზების (ურთიერთდამაკავშირებლების) მიმართ.
