1.
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
1.
Closest in meaning — including in other laws
შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მტკიცდება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. 2 1 . ენერგიაზე სივრცის გათბობის, გაგრილების, ვენტილაციის, ცხელი წყლის, განათების (მათ შორის, ჩაშენებულის) და შენობის სხვა საინჟინრო-ტექნიკური უზრუნველყოფის სისტემების მოთხოვნა გამოითვლება შენობის შიდა ჰაერის მაღალი ხარისხის, ადამიანის ჯანმრთელობის დაცვისა და კომფორტის მისაღწევად. 2 2 . პირველადი ენერგიის გამოთვლა ეფუძნება პირველადი ენერგიის კოეფიციენტებს ან შეწონილ კოეფიციენტებს. 2 3 . ამ მუხლის 2 1 და 2 2 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.
3.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია მოიცავს შენობის სულ მცირე შემდეგ ასპექტებს: ა) შენობის არქიტექტურული პროექტი; შენობის მდებარეობა და ორიენტაცია, მათ შორის, გარე კლიმატური პირობების გათვალისწინებით; ბ) მზის პასიური სისტემები; გ) თბური სიმძლავრე, თბოიზოლაცია, პასიური სითბო, გამაგრილებელი ელემენტები, თბური ხიდები; დ) გათბობის სისტემები, ცხელი წყლით მომარაგება; ე) ჰაერის კონდიცირების სისტემები; ვ) ბუნებრივი და მექანიკური ვენტილაცია; ზ) შიდა განათების სისტემები; თ) შიდა კლიმატური გარემო (პირობები); ი) შიდა ენერგეტიკული დატვირთვა; კ) განახლებადი წყაროებიდან მიღებული ენერგიის სისტემები; ლ) კოგენერაციით გამომუშავებული (წარმოებული) ელექტროენერგია.
4.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია გამოიყენება შემდეგი ტიპის შენობებისთვის: ა) ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლი; ბ) მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლი; გ) ოფისი, ადმინისტრაციული შენობა; დ) საგანმანათლებლო დაწესებულების შენობა; ე) სამედიცინო დაწესებულების შენობა; ვ) სასტუმრო, საზოგადოებრივი კვების ობიექტი; ზ) სპორტული დანიშნულების შენობა; თ) საცალო და საბითუმო ვაჭრობის შენობა; ი) ენერგიის მომხმარებელი სხვა ტიპის შენობა.
5.შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია შენობის ენერგოეფექტურობის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად განსაზღვრავს ენერგოეფექტურობის ჯამურ ინდიკატორს (EPI) − პირველადი ენერგიის წლიური მოხმარების აღმნიშვნელ ციფრულ სიდიდეს, რომელიც გამოხატულია კვტ.სთ/მ 2 -ით. შენობების ენერგოეფექტურობის გამოთვლის ეროვნული მეთოდოლოგია უნდა ითვალისწინებდეს შესაბამის ეროვნულ სტანდარტს, ევროპულ სტანდარტს, ევროკომისიის 2012 წლის 16 იანვრის №244/2012 დელეგირებულ რეგულაციასა და ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობას.
6.საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია შენობის ენერგოეფექტურობის გამოსახატავად განსაზღვროს დამატებითი რიცხობრივი მაჩვენებლები როგორც პირველადი ენერგიის საერთო მოხმარებისთვის, ისე სათბურის აირების ემისიებისთვის, რომლებიც გამოისახება შემდეგნაირად: კგCO 2 ეკვ/მ 2 (წლიურად). საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4311 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
The amendments this article has been through
Adds clauses specifying calculation of energy demand based on indoor air quality/comfort using primary energy coefficients; implementation details delegated to government decree.
amending act №6203363These lawyers work in the legal area related to this article.