1.
1.
Closest in meaning — including in other laws
ენერგოეფექტურობის შესახებ
Always up-to-date legal framework
2.ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება.
3.საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა; ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა.
4.ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი; ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე.
5.ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს ენერგიის ქვითარი უნდა წარედგინოს მის მიერ ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე, წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო გადასახადის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია სულ მცირე კვარტალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის წარდგენის წესი დგინდება მასთან დადებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად. საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
1. საბოლოო მომხმარებლების მიერ მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის აღრიცხვა და გადასახადის დარიცხვა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მრიცხველების დამონტაჟებისთვის, ოპერირებისა და მათი მდგომარეობის შენარჩუნებისთვის საქართველოს კანონმდებლობით უფლებამოსილი პირები ვალდებული არიან საბოლოო მომხმარებლებს დაუმონტაჟონ ინდივიდუალური მრიცხველები, რომლებიც ენერგიის მოხმარებას რეალურ დროში აღრიცხავს. 2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეესგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები მიწოდებული უნდა იქნეს ადვილად გასაგები ფორმით; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება. [ 2. ხარჯეფექტურობის ანალიზის საფუძველზე ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებისთვის აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟების ეკეგ-ით გათვალისწინების შემთხვევაში კომისია შეიმუშავებს შესაბამის სამართლებრივ აქტებს, რათა ენერგიის გამანაწილებლებმა ან/და ენერგიის მიმწოდებლებმა უზრუნველყონ: ა) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟება, რომლებიც მომხმარებლებს აწვდის ზუსტ და სანდო ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების, მათ შორის, ენერგიის რეალურ დროში მოხმარების, შესახებ; ბ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების ფუნქციონირების მიმართ მინიმალური მოთხოვნებისა და ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების და მომხმარებლების ვალდებულებების განსაზღვრისას ენერგოეფექტურობის მიზნებისა და სარგებლის სრულად გათვალისწინება; გ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ წარმოებული, გადაცემული და მიღებული მონაცემებისა და საბოლოო მომხმარებლების პერსონალური მონაცემების დაცვა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; დ) მომხმარებლის მოთხოვნის საფუძველზე აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების მიერ მომხმარებლის საკუთრებაში არსებული ენერგიის წარმოების საშუალებებიდან ქსელისთვის მიწოდებული ელექტროენერგიის აღრიცხვის შესაძლებლობა; ე) საბოლოო მომხმარებლის მოთხოვნის შემთხვევაში მისი ელექტროენერგიის გაცემისა და მიღების შესახებ მონაცემების მისთვის ან მისი სახელით მოქმედი მესამე პირისთვის ხელმისაწვდომობა. აღნიშნული მონაცემები ადვილად გასაგები ფორმით უნდა იქნეს მიწოდებული; ვ) აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დამონტაჟებისას საბოლოო მომხმარებლებისთვის ამ სისტემების წაკითხვისა და მართვის და ენერგიის მოხმარების მონიტორინგის შესახებ რეკომენდაციებისა და ინფორმაციის მიწოდება. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] 3. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული, საბოლოო მომხმარებელთან ანგარიშსწორების განმახორციელებელი პირები ვალდებული არიან უზრუნველყონ საბოლოო მომხმარებლის მიერ ენერგიის მოხმარების შესახებ ისტორიული მონაცემების ხელმისაწვდომობა. კერძოდ, ხელმისაწვდომი უნდა იყოს: ა) ჯამური მონაცემები. ეს მონაცემები უნდა შეესაბამებოდეს ენერგიის გამანაწილებლების ან/და ენერგიის მიმწოდებლების მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზაში ამ მონაცემების შეტანის ინტერვალებს. ჯამური მონაცემები დგება მომხმარებლების შესახებ მონაცემთა ბაზის სულ მცირე ბოლო 3 წლის მონაცემებით ან ენერგიის მიწოდების დაწყებიდან, თუ მომხმარებლის შესახებ მონაცემების ისტორია 3 წელზე ხანმოკლეა; ბ) დეტალური მონაცემები რეალური დროის მიხედვით, ნებისმიერი დღისთვის, კვირისთვის, თვისა და წლისთვის − აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვის შემთხვევაში. ეს მონაცემები საბოლოო მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი შეიძლება გახდეს ინტერნეტის ან მრიცხველის (ინდიკაციის ერთეულის) მეშვეობით, სულ მცირე ბოლო 24 თვისთვის ან აღრიცხვის „ჭკვიანი“ სისტემების დანერგვიდან, თუ ეს პერიოდი 24 თვეზე მცირეა. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ, მისი ფასისა და ღირებულების მითითებით; ბ) ინფორმაციას წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებული ენერგიის შესახებ, მისი ფასის მითითებით; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რეესტრის შესახებ. [ 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულმა პირებმა უნდა უზრუნველყონ, რომ საბოლოო მომხმარებლისთვის მატერიალური ან ელექტრონული ფორმით წარდგენილი ენერგიის ქვითარი შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას (არსებობის შემთხვევაში): ა) ინფორმაციას ენერგიის რეალური მოხმარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის მიმდინარე ფასი; ბ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებლის მიერ მიმდინარე პერიოდში მოხმარებული ენერგიის წინა წლის იმავე პერიოდში მოხმარებულ ენერგიასთან შედარების შესახებ. ამ ინფორმაციაში მითითებული უნდა იყოს ენერგიის ფასები, უპირატესად − დიაგრამის ფორმატში; გ) ინფორმაციას საბოლოო მომხმარებელთა იმავე ჯგუფის მიერ მოხმარებული ენერგიის საშუალო მაჩვენებლის შესახებ; დ) ინფორმაციას ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სიის/რეესტრის შესახებ. ეს ინფორმაცია მითითებული უნდა იყოს აგრეთვე საბოლოო მომხმარებელთან დადებულ ხელშეკრულებაში, ამ ხელშეკრულების ცვლილებაში და საბოლოო მომხმარებლის ინდივიდუალურ პორტალზე. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საბოლოო მომხმარებელს ენერგიის ქვითარი უნდა წარედგინოს მის მიერ ენერგიის ფაქტობრივი მოხმარების საფუძველზე, წელიწადში ერთხელ მაინც, ხოლო გადასახადის დარიცხვის შესახებ ინფორმაცია სულ მცირე კვარტალურად უნდა იყოს ხელმისაწვდომი. საბოლოო მომხმარებლისთვის ენერგიის ქვითრის წარდგენის წესი დგინდება მასთან დადებული ხელშეკრულებით, კომისიის მიერ დამტკიცებული მიწოდების წესების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2025 წლის 31 დეკემბრიდან)] საქართველოს 2024 წლის 27 ივნისის კანონი №4310 – ვებგვერდი, 11.07.2024წ.
Describe your situation — we'll help you find the right specialist.