Article 3. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა
1. ტყის სფეროში საქართველოს კანონმდებლობა შედგება საქართველოს კონსტიტუციისგან, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისგან, საქართველოს ეროვნული სატყეო კონცეფციისგან, ამ კოდექსისგან, საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებისა და მათ საფუძველზე მიღებული/გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისგან.
2. ტყეში სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, აგრეთვე ტყის გენეტიკური რესურსების ხელმისაწვდომობისა და სარგებლის სამართლიანი განაწილების საკითხები წესრიგდება შესაბამისი საკანონმდებლო აქტით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
3. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებზე ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
4. დაცული ტერიტორიის ფარგლებში არსებული ტყის მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს ეს კოდექსი, თუ „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. [5. თუ საქმიანობა, რომელიც ტყით სპეციალურ სარგებლობას საჭიროებს, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ინტეგრირებულ გარემოსდაცვით ნებართვას ექვემდებარება, სათანადო გადაწყვეტილება მიიღება გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ან „სამრეწველო ემისიების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. (ამოქმედდეს 2026 წლის 1 სექტემბრიდან) ] საქართველოს 2023 წლის 29 ივნისის კანონი №3392 – ვებგვერდი, 30.06.2023წ.
Related across Georgian law
Closest in meaning — including in other laws
საქართველოს ტყის კოდექსი
